ამჟამად არაადეკვატური რაოენობის არაჯანსაღი საკვების მიღება ძალაინ აქტუალურია, მაგრამ შარლ დომერს ვერავინ შეედრება. ის ცხოვრობდა პოლონეთში XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის დასაწყისში. მას ჰქონდა ძალიან იშვიათი დაავადება _ პოლიფაგია. მას მუდამ შიოდა. ის ღებულბდა საკვებს გიგანტური ზომებით, მაგრამ რაცარუნდა უცნაური იყოს არ აწუხებდა ჭარბი წონა. მის ოჯახს აღარ ჰქონდა იმის სახსრები, რომ გამოეკვებათ 13 წლის ბიჭუნა, რომელიც 7 ადამიანის სამყოფ ულუფას ერთ ჭამაზე მიირთმევდა. იგი იძულებული იყო თავად გამოეკვება საკუთარი თავი, ამიტომაც გადაწყვიტა პრუსიის არმიაში შესულიყო, მოგვიანებით კი უკეთესი რაციონის ძიებაში გადავიდა საფრანგეთის არმიაში. სწორედ საფრანგეში დაირქვა სახელი შარლი.
როდესაც მისი დაავადება პროგრესირებდა, მას ჰქონდა დაუოკებელი სურვილი შეესანსლა დიდი რაოდენობით ხორცი, რაც მისი ჯიბის შესაძლებლობებს აღემატებოდა. რამდენადაც საშინლად არ უნდა ჟღერდეს, მისმა მეგობარმა, რომელიც მასთან ერთად მსახურობდა ჯარში, გაახმაურა ფაქტი, რომ შარლმა ერთი წლის განმავლობაში, თავისი დისლოკაციის ადგილას პარიზში დაიჭირა და მიირთვა 174 კატა. 1799 წელს მისი გემის ეკიპაჟი დაატყვევეს. ბანაკში მას ცალკე გამოუყვეს საკვები. მან იქ ყველას შოკირება მოახდინა. მიირთმევდა გამოყოფილ ულუფას პლიუს თაგვებს. ბანაკის მეთაურმა ამ უცნაური ადამაინის შესახებ უფროსობას შეატყობინა. უცნაური ცნობების გაგებისთანავე ისინი ჩამოვიდნენ მედ კომისიით, რომელთა წინაშეც შარლმა შვიდი კილოგრამი უმი ხორცი მიირთვა და დააყოლა ოთხი ბოთლი პორტერი. მედკომისია გაოგნებული დარჩა. მათ შეამოწმეს მისი ჯანმრთელობა ის აბსოლიტურად ჯანმრთელი იყო თუ არ ჩავთვლით პოლიგაფიის მწვავე ფორმას. ერთადერთი უცნაური რამ რაც მის ჯანმრთელობაზე შეკიტხვებს სვამდა იყო ის, რომ საშინლად ოფლიანობდა ძილისას და საკვების მიღებისას.არც იმ პერიოდში არც მომდევნო პერიოდში მსოფლიო მედიცინის ისტორიაში არ ყოფილა ამ დაავადების გამოვლინება ასეთი მწვავე.