კულტურა
ეგვიპტის დაკარგული ქალაქი 1200 წლის შემდეგ იპოვეს
პრწყინვალე ეგვიპტური ქალაქი ჰერაცლეიონი ახლიდან აღმოაჩინეს. მისი სახელი წლების განმავლობაში ლეგენდა ეგონათ და საერთოდ არ იცოდნენ არსებობდა თუ არა მსგავსი სიმდიდრით არსებული ქალაქი. როგორც ამბობენ ის ეგვიპტის მთავარი პორტი იყო და ყველა გემი რომელიც ბერძნული სამყაროდან მოდიოდა აქ უნდა მოხვედრილიყო.
ბერძნები ამ ქალაქს თონის ეძახდნენ. იგი 1200 წლის წინ გაქრა და მხოლოდ ახლა იპოვეს. თანამედროვე ლოაციით ის ეგვიპტის მიმდებარე ტერიტრიიაზე, აბუკურის ყურესთანაა.
ნაპოვნია: 64-ზე მეტი გემი, უამრავი ოქრო და ვერცლი, უზარმაზარი და პატარა ქანდაკებები, გემის აღჭურვილობა და სხვადასხვა ნივთები, რომლებიც შეიძლება ეკუთვნოდეთ როგორც ბერძნებს ასევე ეგვიპტელებს.