ScienceAlert-ი გვატყობინეს, რომ ამერიკელმა მეცნიერებმა, მასაჩუსეთსის ინსტიტუტიდან, გამოიგონეს უნივერსალური სალბუნი, რომელიც საოცარი სისწრაფით არჩენს ნაიარევს.
მკვლევართა ჯგუფმა შეიმუშავა ახალი ნივთიერება ჰიდროგელის საფუძველზე, რომელიც მომარაგებულია ტემპერატურის იმპულსური საზომი კაპსულებით და უნივერსალური ფარმაოლოგიური ნივთიერებებით. სალბუნის ელასტიურობის ხარჯზე მისი მიმაგრება შესაძლებელია სხეულის ნებისმიერ ნაწილზე.
სალბუნი რეაგირებს პაციენტის სხეულის ტემპერატურაზე. შემდეგ გამოჰყოფს საჭირო რაოდენობის წამალს სხეულის ზედაპირის დაზიანებულ ნაწილებზე. სპეციალური ნათელიდიოდები, რომლებიც ჩამონტაჟებულია სალბუნზე აცნობებს პაციენტს თუ რა რაოდენობის წამალია დარჩენილი კაპსულაში.
სალბუნის შემქმნელები ფიქრობენ, რომ მათი გამოგონება შეუცვლელი საშუალება იქნება დამწვრობისა და კანის სხვა დაზიანებების სამკურნალოდ.
ჰიდროგელის გამოყენება ასევე შესაძლებელია იმპლონტატის ჩიპებისას, მაგალითად ჩიპებისთვის, რომელიც ზომავს ორგანიზმში გლუკოზის ბალანსს.
აღნიშნული გამოგონება ჯერ კიდევ განიცდის გაუმჯობესების პროცესს. მისი გამოშვება ანონსდება 2017 ან 2018 წლისთვის.