როდესაც ქალის პროფესიაზეა საუბარი, გამორიცხულია ამოტივტივდეს დურგლის პროფესია. . . .
იზრდებოდა კალიფორნიაში, ეხლა კი ცხოვრობს ნიუ-იორკში. არა მანჰეტენზე, არამედ ბრუკლინში. მას აქვს დიდი ბინა, რომელშიც სახელოსნო აქვს მოწყობილი. მისი სახლი ისეა აღჭურვილი, რომ მან შეძლოს ხის ხერხვა მიუხედავად იმისა თუ რა დროა. სახლის კედლები არ ატარებს ხმას.
რას შეიძლება ელდოს მამაკაცი ქალისგან, რომელიც ბრწყინვალე დურგალია.
დადებითი თვისებები: ლურსმნის მიჭედება, რაიმეს შეკეთება, რემონტზე ფიქრი ამიერიდან კაცის საზრუნავი არ იქნება.
უარყოფითი თვისებები: მუდმივი კაწრები და კოჟრები ხელებზე, ძლიერი ხელები (თუ შეიძება ეს უარყოფით თვისებად ჩაითვალოს ;))
მას ძალიან უყვარს აუქციონები და ვინტაჟური ნივთები.
მან შეისყიდა 50 დანჯღრეული უძველესი სკამი. თქვენ იკითხავთ რისთვის? მან განაახლა სკამები, და მოაწყო მამამისის რესტორანი ვინტაჟურს სტილში. მამამ მისცა მას სრული კარტ ბლანში და გოგონამაც არ დააყოვნა.
იმის პარალელურად, რომ დურგალია არის ბრწყინვალე დიზაინერი და გამოირჩევა კრეატიული იდეებით.
მას უყვარს უძველესი, მიტოვებული სახლები. ყიდულობს მათ, შეაკეთებს ალამაზებს და ჰყიდის.
ეს მშვენიერი დეკორაციული ჭაღი დამზადებულია ხის თხელი ნათალისგან.