სანამ სხვა პატარები სიარულისა და ლაპარაკის სწავლას ცდილობენ, ორი წლის ირანელი ბავშვი არატ ჰოსეინი წარმოუდგენელი ილეთების დემონსტრირებას ახდენს. მას ბრწყინვალე ტანმოვარჯიშის კარიერა ელის წინ.
არატი ძალიან პოპულარულია სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით ინსტაგრამზე.
უკანა სალტო, შპაკატი, კედლებზე ცოცვა მას თითქმის ყველაფერი შეუძლია. ტანმოვარჯიშის მონაცემები მას ცხრა თვის ასაკში აღმოუჩინეს მშობლებმა, როდესაც აღმოაჩინეს რომ პატარას შპაკატში ეძინა, რაც ყოვლად წარმოუდგენელია.
იგი ცხრა თვიდან დღემდე ანვითარებს თავის უნარებს და ძალიან ადვილად იმეორებს ტანვარჯიშის ილეთებს. აკეთებს ისეთი სირთულის ილეთებსაც კი, რომლის გამეორებაც უკვე ჩამოყალიბებულ ტანმოვარჯიშესაც კი შეიძლება გაუჭირდეს.
გთავაზობთ ფოტოკრებულს
ასევე იხილეთ ვიდეო რგოლი