გართობა

მადრიდის “რეალი”

87dd2bb5dd95

საერთოდ ვისაც კი სიტყვა ფეხბურთი გაუგონია და აზრზეა ამ სპორტზე ყველამ იცის კლუბი, რომელიც
მსოფლიოს აზანზარებს და ყველაზე ტიტულოვანია. ის აღიარეს მე-20 საუკუნის საუკეთესო კლუბად

მადრიდის რეალის ისტორია

სრული სახელწოდება: Real Madrid Club de Fútbol
მეტსახელები: Los Blancos, Los Merengues, Los Galacticos
დაარსების წელი: 1902
სათამაშო მოედანი: Santiago Bernabeu
ტევადობა: 80354 მაყურებელი
მისამართი: Concha Espina s/n 28036 Madrid

მდინარე მანსანარესის სანაპირო, პრადოდან მომავალი გზა პუერტო დე იეროს სახელით ცნობილი ადგილი, მონკოლოა… გასული საუკუნის დასაწყისში, ვილია დე ოსოს ნებისმიერი თავისუფალი ტერიტორია შეიძლებოდა იმპროვიზირებულ მოედნად ქცეულიყო, სადაც ფეხბურთის მოყვარულები ბურთს დიდი ემოციით, თავდაუზოგავად დასდევდნენ. სწორედ აქ გამართული შეხვედრები იქცა კასტილიური ფეხბურთის განვითარების საფუძვლად. 1897 წელს მარდრიდის ერთერთი უნივერსიტეტის პროფესორებმა და სტუენტებმა ჩაუყარეს საფუძველი კლუბ “F.C Sky”(Football club Sky), რომელიც საფეხბურთო კლუბ, “მადრიდის” წინამორბედად ითვლება, თუმცა ამ უკნასკნელის დაარსების ოფიციალურ თარიღად, 1902 წელს მიიჩნევენ. ეს გახლდათ ფუნდამენტი, რომლის ავტორებიც პადროსი, პალასიოსი, გოროსტისაგა, მენდია, ბარელა და ნეირა იყვნენ. გავა წლები და უკვე “სამეფო კლუბად” წოდებული “რეალი” ყველაზე მაღალ საფეხბურთო მწვერვალებს დაიპყრობს, მილიონობით ქომაგს გაიჩენს და უკვე მე-20 საუკუნის მიწურულს, ყველაზე ტიტულოვან ევროპულ გრანდად იქცევა.
1902 წლის 6 მარტს, ფეხბურთის ქომაგთა ჯგუფმა მადრიდ Football Club დაარსა. გუნდის მმართველობის პირველი თავკაცი, ხუან პადროს რუბიო იყო. მისი ხელმძღვანელობით, მმართველობამ გუნდის ფორმად თეთრი მაისური და ტრუსი, ცისფერი წინდები და კეპი აირჩია. აგრეთვე იმ პერიოდში დამტკიცდა, რომ კლუბის ემბლემა იასამნისფერი ზოლით უნდა ყოფილიყო შემკული.
უკვე 9 მარტს, მადრიდ F.C თავისი პირველი თამაში ჩაატარა, თანაც ერთმანეთს მადრიდელთა ორი გუნდი ეთამაშებოდა, რათა მისი საბოლოო შემადგენლობა. ეს ისტორიული შეხვედრა ლაზა დე თოროს-ზე შედგა და ცისფერებმა წითლები ანგარიშით 1-0 დაამარცხეს. მატჩიდან სულ რაღაც 13 დღეში, გამოცემა ერალდო დელ სპორტმა გამოაქვეყნა სტატია ფეხბურთის განვითარების შესახებ. მისი ავტორი ინგლისელი არტურ ჯონსონი იყო, რომელიც მადრიდელთა პირველი მწვრთნელი გახდა. იმჟამინდელ ფეხბურთში გამეფებული ანარქიის ფონზე, ჯონსონმა, ახლადშექმნილ გუნდში გარკვეული წესრიგის დამყარება შეძლო.
ალბათ, მადრიდის “რეალის” ზოგიერთმა ქომაგმა არც კი იცის, რომ გუნდმა, თავის მომავალ პრინციპულ მეტოქესთან, კატალონიურ “ბარსელონასთან” პირველი შეხვედრა ჯერ კიდევ 1902 წლის 13 მაისს ჩაატარა. მაშინ, “ბარსას” რიგებში არაერთი უცხოელი ფეხბურთელი თამაშობდა. ამიტომ, კატალონიელებს გამარჯვება არ გასჭირვებიათ(3-1). ამ მარცხის შემდეგ, მადრიდელთათვის დამამშვიდებელ გარემოებად ასევე კატალონიურ “ესპანიოლთან” გამართული მატჩი იქცა, რომელიც “რეალის” მოგებით დასრულდა(3-2). გამარჯვებისთვის კლუბს თასი, Copa De La Grand Pena გადაეცა. ეს, “მადრიდის” პირველი ჯილდო იყო. ორი წლის შემდეგ, “მადრიდი” “მოდერნოსთან”, “ამიკალესთან”(რომელშიც ფრანგი ფეხბურთელები თამაშობდნენ) და “მონკოლოასთან” გაერთიანდა.
დედაქალაქელებმა ესპანეთის ჩემპიონის ტიტული პირველად 1905 წლის 18 აპრილს მოიპოვეს, როდესაც გადამწყვეტ მატჩში პრასტას მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით, ბილბაოს “ატლეტიკი” დაამარცხეს. მანამდე კი პირველი დერბიც შედგა: “ატლეტიკოსა” და “მადრიდის” დაპირისპირება ფრედ, 1-1 დასრულდა.
1912 წლის 31 ოქტომბერი “მადრიდისთავის” მნიშვნელოვანი მოვლენით აღინიშნა. კლუბმა მოედანი ო’დონელ -ი იქირავა. იმავე სეზონში “მადრიდში” ახალგაზრდა სანტიაგო ბერნაბეუს დებიუტი შედგა.
კლუბისთვის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი გახლავთ 1920 წლის 29 ივნისი. ამ დღეს, ესპანეთის მონარქმა “მადრიდს” სამეფო ტიტული უბოძა. იმ პერიოდიდან გუნდი მადრიდის “რეალად” იწოდება. სამი წლის შემდეგ, “რეალი” ო’დონელ-იდან “სიუდად ლინეალზე” გადავიდა, რომელიც 8000 მაყურებელს იტევდა. “სამეფო კლუბელთათვის” გახსნის მატჩიც წარმატებული აღმოჩნდა: “რეალმა” “ირუნი” 2-0 დაამარცხა. იმავე წელს, მეზობელმა “ატლეტიკომ” საკუთარი სტადიონი “მეტროპოლიტანო” აიშენა. ამიტომ, ესპანეთის საფეხბურთო დედაქალაქმა ბილბაოდან მადრიდში გადაინაცვლა. აღსანიშნავია ისიც, რომ “რეალი” “სიუადად ლინეალზე” დიდხანს არ დარჩენილა. 1924 წლის 17 მაისს, არქიტექტორ ხოსე მარია კასტელის მიერ აშენებულ Chamartin-ზე(რომელიც 15000 მაყურებელს იტევდა), გუნდმა თავისი პირველი მატჩი “ნიუკასლთან” გამართა.
40-იან წლებში, “მადრიდმა”(რესპუბლიკური მმართველობის დამყარების გამო, კლუბმა სამეფო ტიტული და სახელწოდება “რეალი” 1931 წლიდან ხმარებიდან ამოიღო) თავისი სოციალური, მორალური და სპორტული რეკონსტრუქცია დაიწყო. ამ საქმეს ადოლფო მელენდესი, პედრო პარახესი, ანტონიო სანტოს პერალბა, ლუის ურკიხო და ყოფილი მოთამაშე, სანტიაგო ბერნაბეუ ჩაუდგნენ სათავეში. გაგიკვირდებათ, მაგრამ 1943 წლის 13 ივნისს, მაშინ, როდესაც მეორე მსოფლიო ომი გადამწყვეტ ფაზაში იყო შესული და როგორც იტყვიან, ბებერ კონტიტენტზე “მუზები დუმდნენ”, ესპანეთის თასის გათამშების მეორე ნახევარფინალურ მატჩში(პირველი შეხვედრა “მადრიდმა” “ბარსელონასთან” 0-3 დათმო) დედაქალაქელებმა კატალონიელებს 11-1 მოუგეს. იმავე წლის 15 სექტემბერს კი, სანტიაგო ბერნაბეუ ერთხმად აირჩიეს კლუბის კლუბის პრეზიდენტად. გადაჭარბებული ნამდვილად არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ამ მომენტიდან, “მადრიდის” ისტორიაში ახალი ერა დაიწყო. სწორედ ბერნაბეუს გაპრეზიდენტების შემდეგ, კონკრეტულად კი, 1944 წლის 27 ოქტომბერს, “რეალის” საშინაო არენის მშენებლობა დაიწყო. “სანტიაგო ბერნაბეუ” ოფიციალურად 1947 წლის 14 სექტემებრს გაიხსნა(“რეალი” – “ბელენენსეში” 3-1). მას შემდეგ, იგი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ სტადიონად ითვლება. თავად ბერნაბეუს კი, კლუბში გაწეული უდიდესი შრომისთვის, მოგვიანებით “საპატიო და დამსახურებული პრეზიდენტის” წოდება მიენიჭა.

დონ სანტიაგო ბერნაბეუ იესტე
7adbbbb15d44

ფეხბურთის ქომაგებს კარგად მოეხსებათ, რომ მადრიდის “რეალმა” ყველაზე დიდ წარმატებებს, სწორედ გასული საუკუნის 50-იან წლებში მიაღწია. იმხანად, გუნდის შემადგენლობაში აღმოჩნდნენ ისეთი დიდოსტატები, როგორებიც დი სტეფანო, რიალი, ხენტო, რაიმონ კოპა, მარკინტოსი, სანტამარია, პუშკაში, სარაგა და დელ სოლი იყვნენ. მათი მონაწილეობით “რეალმა” ეროვნულ თუ საერთაშორისო ასპარეზზე არაერთი ტიტული დაისაკუთრა.
მოგეხსებათ, 1955 წელს სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონთა თასის(შემდგომში ჩემპიონთა ლიგა) პირველმა გათამაშებამ, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის სანტიაგო ბერნაბეუს. ტურნირის ფინალში, მადრიდელებმა ფრანგული “რეიმსი” დაამარცხეს და ყველაზე პრესტიჟული ევროტურნირის პირველი გამარჯვებულები გახდნენ. მას შემდეგ, “სამეფო კლუბმა” ჩემპიონთა თასი კიდევ ზედიზედ ოთხჯერ მოიგო.

ალფრედო დი სტეფანო
64d66f1cc169

ფერენც პუშკაში
868bc4af09c3

რაიმონ კოპა
91111644123f

ძლევამოსილ სვლას, “რეალი” 60-იან წლებშიც განაგრძობდა. თამაშის ულამაზესი სტილის გამო, რომელსაც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ქომაგი აღტაცებაში მოჰყავდა, გუნდს ფეხბურთის სპეციალისტები და მიმომხილველები “მადრიდულ ორკესტად” მოიხსენიებდნენ. იმხანად მის შემადგენლობას მეკარე ვისენტე, დიდი, ფელო, ატენსა, ლესმესი, ბარასალუსი, პანტალეონი და შვედი ფებურთელი სიმონსონი შეემატნენ.
1966 წელს, ევროპის ჩემპიონთა თასი მადრიდელებმა მეექვსედ მოიგეს, რის შემდეგაც, ამ ტურნირზე, წლების განმავლობაში წარმატებას ვეღარ აღწევდნენ. სამაგიეროდ, “რეალი” გამარჯვებას გამარჯვებაზე ზეიმობდა ეროვნულ სარბიელზე. მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მთავარი მწვრთნელის პოსტზე იუგოსლავიელი სპეციალისტის, მილიან მილიანიჩის დანიშვნა, რომელმაც შემადგენლობაში პაულ ბრაიტნერი, რობერტო მარტინესი, ხავიერ ურია და კანტერას სამი აღზრდილი: კამაჩო, ვიქტორი და ერედია მიიყვანა.
1978 წლის 2 ივნისს, სანტიაგო ბერნბაეუ გარდაიცვალა, რომელიც 35 წლის განმავლობაში მართავდა კლუბს. ლეგენდალური პრეზიდენტის ხსოვნის უკვდავსაყოფად, 1979 წლიდან ყოველწლიურად იმართება “სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის თასის” გათამაშება, რომელშიც “რეალიც” მონაწილეობს.
80-ან წლებში, “სამეფო კლუბის” ღირსებას ისეთი ცნობილი ფეხბურთელები იცავდნენ, როგორებიც კამაჩო, სანტილიანა, ხუანიტო, უგო სანჩესი, რაფაელ გორდილიო, ანტონიო მაკედა, ფრანსისკო ბუიო, მიჩელი, პარდესა, მარტინ ვასკესი, მანუელ სანჩისი, ბერნდ შუსტერი და ემილიო ბუტრაგენიო იყვნენ. 1989-1990 წლების სეზონში, “რეალმა” თავისი ერთერთი ყველაზე დიდი რეკორდი დაამყარა, როდესაც ესპანეთის ჩემპიონატში 107 გოლი გაიტანა. მათგან 38 უგო სანჩესის ანგარიშზე იყო.

უგო სანჩესი
e6dec15f85a2

პაკო ბუიო
de655fc3448e

ემილიო ბუტრაგენიო
e052e4b6ea18

ბერნდ შუსტერი
09059171320d

ასევე დიდოსტატები ასპარეზობდნენ “რეალის” მაისურით გასული საუკუნის ბოლო ათწლეულში, 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან მადრიდული გრანდი ნამდვილ “ოცნების გუნდად” იქცა. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან “სამეფო კლუბის” მაისური ისეთმა სუპერ-ვარსკვლავებმა მოირგეს, როგორებიც რაული, რობერტო კარლოსი, ლუიშ ფიგუ, ზინედინ ზიდანი, რონალდო და სხვები იყვნენ. მაშინ გამოჩნდა “რეალის” ძირითადი მეკარის ამპლუაში ახალგაზრდა იკერ კასილასი, ხოლო კაპიტნის სამკლავურს ღირსეულად ატარებდა გუნდის ერთერთი ცოცხალი ლეგენდა, ფერნანდო იერო.

ზინედინ ზიდანი
9598415aca8b

ლუიშ ფიგუ
198008eb120c

რონალდო
a1474453aa8d

მე-20 და 21-ე საუკუნების მიჯნაზე, “რეალმა” ყველაზე დიდ წარმატებებს ვისენტე დელ ბოსკეს(1999-2003) მწვრთნელობით მიაღწია. ამ პერიოდში, გუნდმა ორჯერ ესპანეთის ჩემპიონატში გაიმარჯვა, ორჯერაც ჩემპიონთა ლიგაში, ხოლო თითოჯერ ქვეყნის სუპერთასი, ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო. ამის შემდეგ, მსოფლიო ვარსკვლავებით დაკომპლექტებულ გუნდს კრიზისის პერიოდი დაუდგა და მწვრთნელთა გაუთავებელი ცვლის მიუხედავად, ვერც ერთი ტურნირის მოგებას ვერ ახერხებდა.
უტიტულო პერიოდი 2006 წელს დასრულდა, როცა რეალის სათავეში ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კაპელო მოვიდა, რომელმაც რეალს პირველივე ჯერზე ესპანეთის ჩემპიონატი მოაგებინა. თუმცა ის ერთი სეზონის შემდეგ გაანთავისუფლეს და მის ნაცვლად გუნდს სათავეში გერმანელი სპეციალისტი ბერნდ შუსტერი ჩაუდგა.თუმცაღა არც მისი მწვრთნელობის პერიოდი გამოდგა დამაკმაყოფილებელი… რაც მისი გუნდიდად დათხოვნის მიზეზად იქცა, გერმანელის შემცვლელად კი ხუანდე რამოსი მოიყვანეს, რომელმაც 19მატჩიანი წაუგებელი სერია გამოაცხო პრიმერაში თუმცა ჩემპიონატის ბოლო ხუთ ტურში აშკარად სასირცხვილო მარცხების გამო იგი გუნდიდან დაითხოვეს. ამჟამად გუნდს წვრთნის ჩილელი სპეციალისტი მანუელ პელეგრინი

სანტიაგო ბერნაბეუ – სტადიონი, საფეხბურთო მექა, კორიდას მოედანი და ყველა მადრიდისტის თბილი სახლი, სადაც შეიძლება უდიდესი სიამოვნება მიიღო ჩვენი სამეფო გუნდის, მადრიდის ,,რეალის” მიერ დადგმული არაერთი სპექტაკლით. წელს ჩვენს სტადიონს 60 წელი შეუსრულდა, რომელსაც მრავალრიცხოვანი საფეხბურთო სამყარო (არამარტო მადრიდისტების) აღნიშნავს. ამ დროის მანძილზე იყო ბევრი გამარჯვება, სიხარული და იმედგაცრუებებიც, მაგრამ ,,რეალმა” შეინარჩუნა ის ტრადიცია, რაც მხოლოდ სამეფო გუნდს ეკადრება. მან შეინარჩუნა თავისი დამახასიათებელი მებრძოლი სული, რაშიც უდიდესი წვლილი გუნდის მე-12 მოთამაშემ შეიტანა. ეს მე-12 მადრიდისტი სწორედ რომ სანტიაგო ბერნაბეუა – Estadio Santiago Bernabeu .

4021cc2ac316
aee79932c260

მაშ ასე, მოდით ვრცლად გავეცნოთ სანტიაგო ბერნაბეუს:
სანტიაგო ბერნაბეუს მშენებლობა 1944 წლის 27 ოქტომბერს დაიწყო (მანამადე მადრიდის ,,რეალის” სტადიონს Estadio Chamartнn-ი ეწოდებოდა) და დასრულდა 1947 წლის დეკემბერში. 1955 წლის 4 იანვარს სტადიონს სახელი შეეცვალა და ეწოდა Estadio Santiago Bernabйu კლუბის დიდებული პრეზიდენტის სანტიაგო ბერნაბეუს საპატივცემულოდ.
სტადიონის ტევადობა ხშირად იცვლებოდა. 1953 წელს გაფართოების შედეგად მან შეადგინა 120,000. ამ წლიდან მოყოლებული ბერნაბეუს ტევადობა მცირდებოდა მოდერნიზაციის გამო (1988/89 წლიდან უეფამ აკრძალა სტადიონებზე ფეხზე დასადგომი ადგილების არსებობა). სტადიონმა ბოლო ცვლილება (ადგილების რაოდენობის გაზრდა 5,000-ით) 2003 წელს განიცადა და მისმა დასაჯდომმა სკამების რაოდენობამ 80,500-ს მიაღწია. ინფორმაციისთვის: მომავლაში დაგეგმილია სტადიონზე ისეთი სახურავის მონტაჟი, რომელიც ავტომატურად დაიხურება ან გაიხსნება (ნამდვილად კარგი იქნება წვიმიანი ამინდების დროს).
1943 წელს პრეზიდენტად არჩეულმა დონ სანტიაგო ბერნაბეუმ გადაწყვიტა, რომ ,,ჩამარტინის’’ სტადიონი არ იყო საკმარისად დიდი იმისათვის, რომ კლუბის ამბიციები ბოლომდე დაეკმაყოფილებინა. უნდა აშენებულიყო ახალი სტადიონი; და როგორც იქნა განხორციელდა დონ სანტიაგოს გეგმა და 1947 წლის 14 დეკემბერს გაიხსნა მადრიდის ,,რეალის’’ ახალი სტადიონი.
მიუხედავად ამისა, ახალ სტადიონს სანტიაგო ბერნაბეუ მხოლოდ 8 წლის შემდეგ, 1955 წელს ეწოდა. პირველი შეხვედრა, რომელსაც ბერნაბეუმ უმასპინძლა გაიმართა ,,რეალს’’ და პორტუგალიურ ,,ბელენენსეს’’ შორის. აღნიშნული მატჩი, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის გამარჯვებით (3-1) დასრულდა. პირველი გოლი ამ სტადიონზე საბინო ბარინაგამ გაიტანა. ამ დროისთვის ბერნაბეუს ადგილების რაოდენობა 75,300 იყო.

1992 წელს ბერნაბეუზე კიდევ ერთხელ გაიზარდა ადგილების რაოდენობა და გახდა 106,500. ამავე დროს სტადიონის გარე მხარეც შეიცვალა და ისეთი გახდა, როგორიც დღეს არის. (დაემატა ულამაზესი შესასვლელი კოშკები სტადიონის კუთხეებში). ამ ცვლილებით სანტიაგო ბერნაბეუმ დიდი კონკურენცია გაუწია მის უშუალო ,,მოსისხლე მტრის’’ სტადიონს (ყველანი მიხვდებით. ამ გუნდის სახელის დაწერა ჩემთვის წამებაა) ადგილების რაოდენობით, მაგრამ 1998/1999 წელს უეფამ მიიღო გადაწყვეტილება, რის შედეგადაც სტადიონის ყველა ფეხზე დასადგომი ადგილები დასაჯდომი სკამებით უნდა შეცვლილიყო. ცვლილების შედეგად სანტიაგო ბერნაბეუს რაოდენობა 74,300 გახდა.

ამჟამად მიმდინარეობს სტადიონის რენოვაცია (განახლება), რომელიც გულშემატკივართა ადგილების რაოდენობას 80,000-მდე გაზრდის.
2007 წლის 14 ნოემბერს ფიფამ სანტიაგო ბერნაბეუ დაასახელა, როგორც ელიტარული სტადიონი (5 ვარსკვლავი). ასე, რომ სტადიონს უფლება აქვს კიდევ ერთხელ უმასპინძლოს ევროპის ჩემპიონატის, უეფას ჩემპიონთა ლიგის და უეფას თასის ფინალებს.
შეგახსენებთ რომ 2010 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი სწორედ ბერნაბეუე გაიმართება

პრეზიდენტები:
4b903a02acb8

მწვრთნელები:
11ddec3c20a7

მადრიდის რეალის ტიტულები

ლა ლიგა (31)
1931-32, 1932-33, 1953-54, 1954-55, 1956-57, 1957-58, 1960-61, 1961-62, 1962-1963, 1963-64, 1964-65, 1966-67, 1967-68, 1968-69, 1971-72, 1974-75, 1975-76, 1977-78, 1978-79, 1979-80, 1985-86, 1986-87, 1987-88, 1988-89, 1989-90, 1994-95, 1996-97, 2000-01, 2002-03, 2006-07, 2007-08

სამეფო თასი (17)
1904-05, 1905-06, 1906-07, 1907-08, 1916-17, 1933-34, 1935-36, 1945-46, 1946-47, 1961-62, 1969-70, 1973-74, 1974-75, 1979-80, 1981-82, 1988-89, 1992-93

ჩემპიონთა ლიგა (9)
1955-56, 1956-57, 1957-58, 1958-59, 1959-60, 1965-66, 1997-98, 1999-00, 2001-02

ევროპის სუპერ თასი (1)
2002

უეფას თასი (2)
1984-85, 1985-86

კოპა დე ლა ლიგა (ლიგის თასი) (1)
1984-85

ესპანეთის სუპერ თასი (7)
1988, 1989, 1990, 1993, 1997, 2001, 2003

საერთაშორისო თასი (3)
1960, 1988, 2002

კოპა ლათინა (2)
1955, 1956

რეგიონალური ჩემპიონატი (18)
1903-04, 1904-05, 1905-06, 1906-07, 1907-08, 1912-13, 1915-16, 1916-17, 1917-18, 1919-20, 1921-22, 1922-23, 1923-24, 1925-26, 1926-27, 1928-29, 1929-30, 1930-31

პატარა თასი (2)
1952, 1956

საზოგადოებრივი ტროფეი (5)
1931-32, 1932-33, 1933-34, 1934-35, 1935-36

სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის თასი (18)

1981, 1983, 1984, 1985, 1987, 1989, 1991, 1994, 1995, 1996, 1997, 1998, 1999, 2000,

2003, 2005, 2006, 2007

მადრიდის “რეალის” რეკორდები

ესპანეთის ჩემპიონის ყველაზე მეტი ტიტული: 31
ზედიზედ მოპოვებული გამარჯვებები: 27 (1968-69 და 1988-89)
ჩემპიონატში მოპოვებული ყველაზე მეტი გამარჯვება: 28 (1987-88)
ჩემპიონატში სტუმრად მოპოვებული ყველაზე მეტი გამარჯვება: 11 (1986-87)
ჩემპიონატის მატჩებში შინ ზედიზედ მოგებული ყველაზე მეტი შეხვედრა: 24 (1988-89 წლების სეზონიდან 1989-90 წლების სეზონამდე)
ჩემპიონატის მატჩებში სტუმრად ზედიზედ მოგებული ყველაზე მეტი შეხვედრა: 7 (1960-61)
ჩემპიონატში ზედიზედ მოგებული ყველაზე მეტი მატჩი: 15 (1960-61)
ჩემპიონატის ზედიზედ წაუგებელი საშინაო მატჩები: 121 (1956-57 წლების სეზონის XXIII ტურიდან 1964-65 წლების ჩემპიონატის XXV ტურამდე)
ჩემპიონატში შინ ზედიზედ მოგებული შეხვედრები გოლის გაუშვებლად: 7 (1984-85)
ყველაზე მეტი გოლი ესპანეთის ჩემპიონატში: 107 (1989-90)
ყველაზე ცოტა გაშვებული გოლი ჩემპიონატში: 15 (1931-32)
ყველაზე დიდი ანგარიშით საშინაო მოგება: 11:2 (“ელჩესთან” 1959-60)
ყველაზე დიდი ანგარიშით სტუმრად მოგება: 7:1 (“სარაგოსასთან” 1987-88)
ყველაზე დიდი ანგარიშით საშინაო მარცხი: 0:6 (“ბილბაოსთან” 1930-31)
ყველაზე დიდი ანგარიშით სტუმრად მარცხი: 1:8 (“ესპანიოლთან” 1929-30)
ყველაზე მეტი ფრე სეზონზე: 15 თამაშში (1978/79)
სეზონი, როდესაც მადრიდის რეალმა მოიგო ყველა საშინაო მატჩი: 3 სეზონი (1959/60; 1962/63; 1985/86)
ყველაზე დიდი სხვაობა ქულებს შორის პრიმერა დივიზიონში პირველ და მეორე ადგილს შორის: 12 ქულა
საინტერესო ფაქტები
* მადრიდის რეალი არასოდეს გავარდნილა ესპანეთის პრიმერა დივიზიონიდან.
* ყველაზე ცუდი სეზონი იყო 1947/48 წწ როდესაც რეალმა ჩემპიონატი დაასრულა მეთერთმეტე ადგილზე.
* 1977 წლიდან თეთრებს არასდორს დაუმთავრებიათ ჩემპიონატი მეექვსე ადგილის ქვემოთ
* სანტიაგო ბერნაბეუ, რომლის სახელსაც ატარებს მადრიდელების სტადიონი, იყო მადრიდის რეალის მოთამაშე, მწვრთნელი და პრეზიდენტი.
* მადრიდის რეალს ყავდა 22 სხვადასხვა პრეზიდენტი, რომელთაგან ყველაზე დიდხანს, 1943 წლიდან 1978 წლამდე იყო სანტიაგო ბერნაბეუ.
* მადრიდის რეალში თამაშობდა 765 ფეხბურთელი, რომელთაგან 583 იყო ესპანელი, დანარჩენი კი მსოფლიოს 31 სხვადასხვა ქვეყნიდან.

ამჟამინდელი შემადგენლობა:
618f334c2790
0e40c7a4032c

დროთა განმავლობაში სახეცვლილი გერბები:
1ee42ad67fdb

ინფორმაციის წყარო: Forum.ge

მსგავსი ამბები

Back to top button