6 წარმოუდგენელი იარაღის სახეობა, რომლებიც შექმნეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში XX საუკუნეში
6 წარმოუდგენელი იარაღის სახეობა, რომლებიც შექმნეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში XX საუკუნეში.
ღამურა-ბომბი
მეორე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა იარაღების ყველაზე გიჟური სახეობები. ინჟინერული მშენებლობებით გამოირჩეოდნენ არამხოლოდ გერმანია და სსრკ რომლებთაგან ერთ-ერთს ინჟინერული წინსვლა ომს მოაგებინებდა, არამედ აშშ-ც. წყნარ ოკეანეში ომის დროს ამერიკელმა ინჟინრებმა შექმნეს ბომბი-კონტეინერები ღამურებით. თითოეულ ღამურას უნდა ჰქონოდა მცირე ზომის აალებადი ბომბი. ამ ბომბებით ამერიკელები გეგმავდნენ იაპონური სამხედრო ობიექტების დაწვას.
ტანკსაწინააღმდეგო ძაღლები
სამამულო ომის დასაწყისი იყო წითელი არმიის საუკეთესო დრო. ვერმახტის ტანკებთან ბრძოლა ძალზედ უჭირდათ საბჭოელებს, რადგან ჯარი განიცდიდა ტანკსაწინააღმდეგო რესურსების ნაკლებობას, სწორედ ამიტომ სსრკ-ში მოსინჯეს “ტანკსაწინააღმდეგო ძაღლების” გამოყენება. ადამიანის ამ მეგობრებს ნასწავლი ჰქონდათ ასაფეთქებლებით შევარდნა მტრის ტანკების ქვეშ. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ამ პროგრამაზე უარი თქვეს მხოლოდ 1996 წელს.
წყალქვეშა ავიამზიდები
მეორე მსოფლიო ომში გამოირჩეოდნენ იაპონელებიც. ამომავალი მზის ქვეყნის ინჟინრებმა მოახერხეს წყალქვეშა გემის შექმნა, რომელსაც შეეძლო სამი M6A კლასის თვითმფრინავის გადატანა.
ბირთვული არტილერია
ატომური იარაღის გამოგონებიდან რაკეტმშენებლობის განვითარებამდე აშშ-ს და სსრკ-ს ატომური ბომბები გადაჰქონდათ ყველაზე უცნაურად ასაფეთქებელ რაიონებში. ერთ-ერთი იყო არაეფექტური და ჯარისკაცებისთვის არაუსაფრთხო ატომური არტილერია.
ეკრანოპლანი “Лунь”
საბჭოთა ეკრანოპლანი “Лунь” იყო ჰიბრიდული ტრანსპორტის შექმნის ერთ-ერთი ამბიციური პროექტი. ეკრანოპლანი იყო რაღაც შუალა ხომალდსა და თვითმფრინავს შორის. ვარაუდობდნენ, რომ ტრანსპორტს უნდა ეფრინა სულ რაღაც რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე წყლიდან, ყინულიდან და თოვლიდან. სამწუხაროდ ეს მონსტრი ფართო ხმარებაში არ ჩაეშვა.
თვითმკვლელი-ტორპედოები
მილიტარისტულ იაპონიაში არ იყო ჯარისკაცების ნაკლებობა, რომლებიც სამშობლოს თავს შესწირავდნენ. 1944 წელს გამოჩნდა “კაითენ” ტორპედოები. ამ იარაღის სახელი ითარგმნება როგორც “ბედის შემცვლელი” და რაც არ უნდა რთული მისახვედრი იყოს, ეს იყო პილოტირებადი ტორპედოები. მათ მართავდნენ “ტეისინტაები” – თვითმკვლელი მოხალისეები.