ახალი ამბებისაკითხავისამხედრო

საუკეთესო გამანადგურებლები


F-22 Raptor – ამერიკული ერთ ადგილიანი და ორ ძრავიანი მეხუთე თაობის გამანადგურებელი რომელსაც ჰაერში არნახული უპირატესობის მოპოვება და სამიზნის ადვილად განადგურება შეუძლია. თვითმფრინავი რამოდენიმე ათეული წელია აშშ-ს არმიის განუყოფელი ნაწილია. ამერიკის კონგრესმა F-22 ექსპორტი აკრძალა იმის მიუხედავად რომ იაპონიამ ისრაელმა და ავსტრალიამ მისი შეძენის სურვილი გამოთქვა. გამოსვლის დიღან გამანადგურებელს ჩაუტარდა რამოდენიმე მოდერნიზაცია რითიც იგი მნიშვნელოვნად განახლდა. ბოლო ინფორმაციებით F-22 არცერთ სამხედრო კონფლიქტში არ მიუღია მონაწილეობა. იგი ამერიკის მიერ ჯერ არაა გამოყენებული. ექსპერტთა აზრით Raptor-ი არაა გათვლილი ისეთი ომებისთვის რომელშიც ამერიკა იღებს მონაწილეობას მაგალითისთვის ავღანეთის ომი და ერაყის ომი .მიუხედავად ამისა F-22 მსოფლიოში გამანადგურებელ თვითმფრინავებს შორის ერთ-ერთი ლიდერია, ამაზე მისი გასაყიდი ფასიც მეტყველებს მიუხედავად იმისა რომ მისი საექსპორტოდ გატანა აკრძალულია F-22 ჰაერში უპირატესობის მოპოვებას უზრუნველყოფს, სწორედ ამიტომ ამერიკის შერთებული შტატების მთავრობამ მისი ბაზარზე გატანა აკრძალა.


Su – 27 – რუსული გამანადგურებელი თვითმფრინავი რომელიც უმეტესად განკუთვნილია საჰაერო ბატონობის მოსაპოვებლად იგი თავდაპირველად ამერიკული F-14 და F-15 ისთვის კონკურენციის გასაწევად შეიქმნა. Su-27 ამჟამინდელი მომხმარებლები არიან რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, უზბეკეთი, ჩინეთი, ვიეტნამი, ინდონეზია, ეთიოპია, ერიტრეა, ანგოლა და ბელორუსი Su 27-ი ყველაზე მეტად სწორედ მისი ოპერატორის რუსეთის მიერაა გამოყენებული. სულ საბჭოთა კავშირისა და რუსეთის მიერ დაახლოებით გამოშვებული იქნა 650-მეტი Su-27 რომელიც დღემდე რუსეთის საჰაერო ძალების ერთ-ერთი მთავარი თვითმფრინავია, ამ მოდელს კარგად შეუძლია საზღვაო ბაზების დაცვა ასევე ის აქტიურად გამოიყენება ავიამზიდებზე. Su-27 ხშირად გამოიყენება რუსეთის სამხედრო აღლუმებზე და საავიაციო შოუებზე რომელიც საკმაოდ ხშირად ეწყობა რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში და ასევე სხვა ქალაქებში რუსეთი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვეყანაა მსოფლიოში და გასაკვირი არ უნდა იყოს ის რომ მათი პილოტები კარგად არიან მომზადებულნი და მზად არიან ყველა დავალების შესასრულებლად.


Su-35 – მეხუთე თაობის მრავალფუნქციური გამანადგურებელი რომელიც ერთ-ერთი თანამედროვე თვითმფრინავია რუსეთის საჰაერო ძალებში. რუსი კონსტრუქტორები ამბობენ რომ ის არაფრით ჩამოუვარდება ამერიკელების F-22 Raptor-ს რომელზეც ამ პოსტშიც მქონდა საუბარი, მაგრამ ჩემი აზრით F-22 უფრო მრავალფუნქციური თვითმფრინავია და უფრო უზრუნველყოფს ჰაერში უპირატესობის მოპოვებას. Su-35 ვიზუალურად ძალიან ჰგავს ასევე Su-27 ,მიუხედავად თავისი დადებითისა და უარყოფითისა ეს თვითმფრინავი ნამდვილად რუსეთის საჰაერო ძალების თვალსაჩინო და ძალიან მაგარი წევრია. პირადად ჩემი სიმპატია მაინც ამერიკული F-22 Raptor-ისკენ იხრება რომელსაც ხშირშემთხვევაში ეჯიბრებიან რუსი ექსპერტები და უკეთეს მაგალითად Su-35 მოჰყავთ.


F-15 – ორ ძრავიანი გამანადგურებელი რომელიც ყველა ამინდზე და სიტუაციაზეა გათვლილი იგი დაპროექტებულია საჰაერო უპირატესობის მოსაპოვებლად და აქტიურად გამოიყენება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. მას რამოდენიმეჯერ ჩაუტარდა მოდერნიზაცია და განახლდა, ასევე დაემატა თანამედროვე სისტემები მისი შეძენა მოახერხა რამოდენიმე ქვეყანამ მათ შორისაა ამერიკა, საუდის არაბეთი და ისრაელი. მისი შეძენა ამ ქვეყნების მიერ მოხდა მას შემდეგ რაც თვითმფრინავმა მისი უპირატესობა დაამტკიცა აბსოლიტურად ყველა რთულ მომენტში და ნებისმიერ ამინდში შეძლო სწრაფი დავალებების შესრულება.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close