არქივი

10 ცნობილი მმართველი დინასტია

b3d565ee69df
მართალია დღეს ქვეყნებს უმეტესად მართავენ პრეზიდენტები, პარლამენტი და არა სამეფო დინასტიები, მაგრამ კარგი იქნება თუ ჩვენს ზოგად განათლებას კიდევ შევმატებთ ცოდნას და განვიხილავთ მსოფლიოში ცნობილ სამეფო დინასტიებს.
b122fcdcbf39

ბურბონების დინასტია _ ბურბონების დინასტია მართავდა საფრანგეთს ჯერ კიდევ 1589 წლიდან. ყველაზე ცნობილი მისი წარმომადგენლები იყვნენ: ჰენრი მეოთხე, ლუდოვიკო მეთოთხმეტე, ლუდოვიკო მეთექვსმეტე, და ლუდოვიკო მეთვრამეტე. თავის დროზე ბურბონები არამარტო საფრანგეთს მართვადნენ, არამედ ესპანიას, სიცილიასა და ლუქსემბურგსაც.
d61d04391447

ჰაბსბურგების დინასტია _ მართავდა რომისა და ავსტრიის იმპერიებს, უნგრეთს, ესპანეთს, მექსიკას, პორტუგალიას, ტრანსილვანიას, ხორვატიას, და ა.შ
5daca477d25e

ჰედიმინოვიჩების დინასტია სათავეს იღებს მეფე ჰედიმინიდან. ეს სამეფო დინასტია მართავდა ლიტვას.
95fd22a6f95b

მინის დინასტია _ მართავდა ჩინეთს 1368 წლიდან 1644 წლამდე. ამ დინასტიის იმპერატორების წარმატებული მმართველობის მიუხედავად, ეს დინასტია ჩაანაცვლა ცინის დინასტიამ.
6eb90607ceb9

რომანოვების დინასტია _ ამ დინასტიის მთლიანი სახელწოდება შემდეგნაირად ჟღერს: “გოლშტეინ-გოტორპ-რომანოვი”. ამ დინასტიის წარმომადგენელნი მართავდნენ: რუსეთს, ლიტვას, პოლონეთსა და ფინლანდიას. რომანოვების დინასტიის ბოლო მეფე გახლდათ ნიკოლოზ მეორე, რომელიც ჩამოაგდო ბოლშევიკების რევოლუციამ 1917 წელს.
8009cebd01b5

სტიუარტების დინასტია _ ეს სამეფო დინასტია თავიდან მართავდა მხოლოდ შოტლანდიას შემდეგ კი მთელს დიდ ბრიტანეთს დაეფლნენ. ამ დინასტიის ცნობილი წარმომადგენლები გახლდნენ: კარლ პირველი, კარლ მეორე და მარია სტიუარტი.
b136fd2ce5fe

ტიუდორების დინასტია _ ტიუდორების დინასტია მართავდა ინგლისს 1485 წლიდან 1603 წლამდე. სწორედ ტიუდორებმა მიიყვანეს ინგლისი აღორძინების ეპოქამდე. მათი მართველობის პერიოდში დაიწყო ამერიკის კოლონიზაცია. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმოამდგენელი ამ დინასტიისა გახლდათ ჰენრი მერვე, რომლის მმართველობის პერიოდშიც მოხდა რეფორმაცია და გაწყდა კავშირი რომთან.
825c38b48d6a

ჩენგიზიდების დინასტია _ ეს დინასტია მომდინარეობს ყველასათვის ცნობილი ჩინგიზ-ყაენისაგან.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button