არქივი

ებრაელი ბიჭუნა, რომელიც ექვსჯერ გადაურჩა სიკვდილს მომწამვლელი აირით სავსე კამერაში

3c51e3a159d5

მინდა გიამბოთ ბიჭუნაზე, რომელიც ექვსჯერ გადაურჩა სიკვდილს მომწამვლელი აირით სავსე კამერაში, მაშინ როდესაც სხვა დანარჩენნი დაიხოცნენ.

ეს პატარა ბიჭუნა გახლდათ საფრანგეთიდან და მისი სახელია მოშე პირუ. მეორე მსოფლიო ომის დროს, 1942 წელს მთელი მისი ოჯახი: დედა, მამა, პატარა და და ძმა, აღმოჩნდნენ ფაშისტების ხელში. ცხრა წლის მოშე 2 წელი იმყოფებოდა ბერგენ-ბელზენის ბანაკში. როდესაც ის თერთმეტის გახდა დააშორეს დედას და პატარა და-ძმას.

რთულია ცრემლების გარეშე იმ ამბის მოსმენა თუ როგორ ზედმიწევნით აგზავნიდნენ მას კამერაში მომწამლავი აირით.

გარდა იმისა, რომ ბავშვი საშინელ შეგრძნებებს განიცდიდა შეშინებული ბრბოს ემოციების ფონზე, განიცდიდა ტანჯვას აირისგან, წარმოიდგინეთ შიში, რომელიც შეიძლება განიცადოს ზრდასრულმა ადამიანმა დახოცილი ადამიანების დანახვისას და წარმოიდგინოს რომ ერთ-ერთი მათგანი ისიც უნდა ყოფილიყო. ალბათ ბევრად უფრო მძიმეა ეს სულ რაღაც 11 წლის პატარასათვის. მან მთელი თავისი ძალების კონცენტრაცია მიმართა გადარჩენისკენ და გადაურჩა კიდეც ამ ჯოჯოხეთს. ეს ნამდვილი სასწაული იყო. მან ყოველივე ეს გამოსცადა ექვსჯერ, ყოველ ჯერზე ელოდა სიკვდილს, საზარელ სიკვდილს.

83 წლის მოშე პიროუს ეს მოგონებები სამუდამოდ ჩაებეჭდა მეხსიერებაში და დღემდე ესიზმრება საშინელი კადრები წარსულიდან.

მოშე თავის გზავნილში კაცობრიობისადმი დეკლარირებს, რომ მსგავსი სიმხეცე არ უნდა განმეორდეს “არავის უთქვამს გერმანელებისთვის, რომ უდანაშაულო ადამიანების ჟლეტა არ შეიძლება, მათ ეჭირათ დამუნჯებული ნიღბები” _ გამოთქვამს ტკივილს ადამიანების უმოქმედობაზე …

 

მსგავსი ამბები

Back to top button