იდეის ავტორები Nadia Eghbal და David Spinks-ი არიან. მათ შესაძლებელი გახადეს ლამაზი რეცეპტებისა თუ კულინარიული სკოლების გარეშე სასურველი კერძების მზადება.
18 თვის განმავლობაში იგეგმებოდა Feast-ის ჩამოყალიბებისა და გამართული მუშაობის იდეა. ავტორებმა თანმიმდევრულად განახორციელეს რამოდენიმე ნაბიჯი.
საჭირო ინგრედიენტები მიეწოდა მომხმარებელს, რათა გამოერიცხათ მიზეზი:დროის უქონლობა“. მიზეზი მეორე: „ჩემთვის არავის უსწავლებია, თუ როგორ უნდა მოვამზადო“-ონლაინ ფორმატში მიეწოდათ მსურველებს სახალისო კულინარიული რჩევები.
იდეის მუშაობის რამოდენიმე მთავარი პრინციპი:
- დაივიწყე რაც იცი
- ყოველთვის იყავი მზად
- დაიწყე მზადება
- განავითარე შენი უნარები
გაკვეთილებს მიიღებთ ელ. ფოსტის მეშვეობით, მაგრამ პრაქტიკაში მას თქვენივე სამზარეულოში განახორციელებთ.
დაზოგავთ უამრავ დროსა და თანხას. საიტზე დარეგისტრირება მარტივია, სწავლების საფასური კი სულ რაღაც 49 აშშ დოლარი.