ვინაიდან და რადგანაც რესტორანი ჩემი მისწრაფებაა, ვიპოვე უნიკალური ადგილი იბიცაზე. ეს გახლავთ სუბლიმოუშენსი პაკო რონგეროსგან. პაკო რონგერო გახლავთ სუბლიმოუშენსის შეფ მზარეული.
ეს მართლაც რომ ექსკლიუზიური ადგილია. ამ რესტორანში მოხვედრა ღირს არანაკლებ 1 250 ბრიტანული ფუნტი ერთი ადამიანისთვის.
რესტორანი მდებარეობს სასტუმრო ჰარდ როქში. სუბლიმოუშენი არამარტო ბრწყინვალე რესტორანია, ის ქმნის თეატრალურ თავგადასავალს. მასპინძლები გვპირდებიან
არა მარტო საინტერესო კერძების დაგემოვნებას, არამედ სხვა სამყაროში მოგზაურობასაც, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
აქ კედლები მაგიდა ყველაფერი ირგვლივ მოწყობილია 3D მონიტორებით, ისე რომ შესაძლებელია შეიქმნას რეალისტური ატმოსფერო. ჰაერის ტემპერატურა, სუნი შუქი გარემო ყველაფერი იცვლება. კერძებიც შესაბამისია. თქვენი ემოციები მაქსიმალურ ტრანსში შედის და თქვენ რეალურად განიცდით შეგრძნებებს. გექმნებათ ილუზია თითქოს შუა აკვარიუმში ხართ, ან ათუხთუხებულ ლავაში მოხვდით ვულკანური კრატერის შუაგულში, ან თუნდაც ჩრდილოყინულვანი ოკეანის შუაგულში სადილობთ. მაგიდაზე თუ ხელს დააბრახუნებთ გექმნებათ ილუზია თითქოს მაგიდა ყინულებად იმსხვრება.
გთავაზობთ ინტერიერის ფოტოეპს, შექმნილი ატმოსფეროს ფოტოებს და აგრეთვე კერძებს. ასევე იხილეთ ვიდეო რგოლი ;)
ეს კი გახლავთ თავად შეფ მზარეული პაკო რენსერო