არქივი

ყურადღება მოსამართლე მოდის! ყველაზე უცნაური სარჩელები სასამართლო ისტორიაში

a814bd611cd1

გადავწყვიტე მოგიყვეთ ყველაზე უცნაურ სასამართლო სარჩელებზე, რადგან ადრე ითვლებოდა რომ სასამართლოში ადამიანები სამართლიანობის დასამყარებლად მიდიან, ბოლო ხანბეში კი ადამიანები სრულიად არაადეკვატური მიზეზებით მიდიან ან საერთოდ უმიზეზოდ.

  • ამერიკაში ერთმა მოხუცმა ქალმა უჩივლა მიკროტალღური ღუმელის გამომშვებ კომპანიას, იმის გამო, რომ მათ ინსტრუქციაში არ მიუთითეს მიკროტალღურში რომ კატის გათბობა არ შეიძლება. სასამართლოს გადაწყვეტილებით კომპანიამ დიდი თანხა გადაუხადა მოხუცს და მიენიჭათ ვალდებულება, რომ ამიერიდან ინსტრუქციაში უნდა ჩაიწეროს კატების შესახებ.
  • ამერიკელმა ლუდის მოყვარულმა, უჩივლა ლუდის გამომშვებ კომპანიას ანჰეუზერ-ბაშს იმის გამო, რომ დიდი რაოდენობით ლუდის დალევის შემდეგ ის ვერ ხედავდა შიშველ ქალებს, როგორც ეს მათ რეკლამაში იყო ნაჩვენები. მან მოითხოვა კომპენსაცია და სასამართლოში ამ საქმის მეორედ განხილვისას მისი სარჩელი დააკმაყოფილეს.
  • 1998 წელს ტერენს დიკსონმა გაძარცვა სახლი, შემდეგ კი ცდილობდა ავტოფარეხიდან გაპარულიყო, მაგრამ ავტოფარეხის კარი არ გაიღო. სახლში შებრუნებაც შეუძლებელი გახდა, რადგან კარი ჩაიკეტა. მძარცველმა 2 კვირა გაატარა ავტოფარეხში და იკვებებოდა ძაღლის საკვებით. როგორც კი მან შეძლო თავის დაღწევა უჩივლა სახლის მეპატრონეს მორალური ზიანის მიყენების გამო და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს მისი სარჩელი დაკმაყოფილდა.
  • 2004 წელს შრი-ლანკაში სასამართლო პროცესის მსვლელობისას მამაკაცს უჩივლეს იმის გამო, რომ მან დაამთქნარა. მას შეეფარდა ერთი წელი თავისუფლების აღკვეთა მოსამართლის უპატივცემულობის გამო.
  • ოკლაჰომას შტატიდან ერთ-ერთმა ოჯახმა უჩივლა კეჩუპის გამომშვებ კომპანიას, იმის გამო რომ ისინი 40 გრამ კეჩუპს აკლებენ ქილაში (აბსოლიტურად სამართლიანია ჩემი აზრით ;)) მოსამართლის გადაწყვეტილებით მას აუნაზღაურეს 180 000 დოლარის ოდენობით კომპენსაცია.
  • ეხლა კი ყველაზე უცნაური რაც კი ოდესმე შემხვედრია. ერთმა ახალგაზრდა ყმაწვილმა შანჰაიდან, აუქციონზე განათავსა თავისი სული, რის გამოც მას უჩივლეს სასამართლოში და დააკისრეს ვალდებულება მიეტანა წერილობითი თანხმობა ზებუნებრივი ძალებისგან, რომ მას აქვს უფლება გაჰყიდოს სული :D

 

საბედნიეროდ ქართულ სასამართლოებში ყოველივე მსგავსზე სარჩელები არ დაფიქსირებულა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ საჭიროების შემთხვევაშიც ხშირად ვიკავებთ თავს, ამათუიმ საკითხზე, ასე რომ არ ვიყოთ უფრო მარტივი იქნებოდა ჩვენი ევროპიზირება.

 

a3d16562230b
1d97ec727319

მსგავსი ამბები

Back to top button