საკითხავისასარგებლოსურათები

ლუდოვიკო მეთოთხმეტის დღის განრიგი

14a2642dc5c6

რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს ჩემი პოსტის სათაური, გადავწყვიტე აგიღწეროთ ლუდოვიკო მეთითხმეტის დღის განრიგი. ვინაიდან ხშირად მსმენია ფრაზა “რა აქვთ სადარდებელი მეფეებს”, გადავწყვიტე დაგფიმტკიცოთ რომ მათი დღის განრიგი საკმაოდ დატვირთულია.

ცოტა რამ ლუდოვიკოს შესახებ. ეს სწორედ ის მეფეა, რომელმაც 15 წლის ასაკში თქვა “სახელმწიფო ეს მე ვარ!”, ის 76 წლამდე იყო პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც  მის ქვეყანაში ხდებოდა.

მას წინასწარ ჰქონდა გაწერილი ყოველი დღე და ყოველი საათი, თუ რაზე უნდა დაეთმო მისი უძვირფასესი დრო.

fa07783653a8

მეფეს ყოველ დილით აღვიძებდნენ 08:30. ადგომის პროცედურის შემდეგ, რომელიც უამრავი ადამაინის თანდასწრებით ხდებოდა, იგი მიემართებოდა თავის მრჩეველტა ერთ-ერთ სექციაში.

სახელმწიფო მრჩეველები, მინისტრები, ფინანსისტები, საეკლესიო პირები ვალდებულნი იყვნენ მოეხსენებინათ მისთვის მიმდინარე საქმეების შესახებ, ყველაფრის მოსმენის შემდეგ მეფე ღებულობდა გადაწყვეტილებებს ამათუიმ საკითხთან დაკავშირებით. ის ხშირ შემთხვევაში ითვალისწინებდა უმრავლესობის აზრს. მოგეხსენებათ ეს ბჭობა ცოტა ხანს არ გრძელდებოდა, მაგრამ არა უმეტეს 12:30 რადგან ამ დროს ლუდოვიკო ეკლესიაში მიდიოდა. ეკლესიის შემდეგ მას ჰქონდა ვიზიტი “ოფიციალურ საყვარელთან” მარკიზე დე მონტესპანთან. შემდეგ მას ჰქონდა სადილი ოჯახთან და ნათესავებთან ერთად. აქვე მოვიყვან ერთ ცნობილ ფაქტს, ის არასდროს ჯდებოდა მაგიდასთან თუ 13 ადამაინი არ შეიკრიბებოდა.

სადილის შემდეგ ის გაისეირნებდა ხოლმე ვერსალის პარკში და კვლავ უბრუნდებოდა სახელმწიფო საქმეებს.

სამშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს მეფის სასახლეში ტარდებოდა მიღებები 19:00 საათისთვის. მიღებებზე წარდგენილი იყო სპექტაკლები, მასკარადები, შემდეგ კი “ავთერ ფართი”, ცეკვა, სიმღერა და ა.შ. :D

ამ მიღებებს ამართლებდა მისი ცნობილი ფრაზა “ჩვენ ხომ კერძო პირები არ ვართ ჩვენ მთლიანად ვეკუთვნით საზოგადოებას”.

საღამოს საათებში მეფე კვლავ ინახულებდა მის მონტენოლს, რომლეიც შემდგომ მისი მეორე მეუღლე გახდა.

შემდეგ ჰქონდა ვახშამი და ვახშმის შემდეგაც უბრუნდებოდა სახელმწიფო საქმეებს, ამოწმებდა დღის განმავლობაში სამეფო კარის მიერ განხორციელებულ ე.წ. ტრანზაქციებს.

ლუდოვიკო ასწრებდა არქიტექტორებსა და დიზაინერებთან იმის განხილვას თუ როგორი უნდა ყოფილიყო მისი საყვარელი ვერსალი. თითონ არჩევდა მარმარილოს, ყვავილებს, რომლებსაც უნდა დაეშვენებინათ ბაღები.

დასაძინებლად მეფე მხოლოდ 01:00 მიდიოდა.

ასე და ამგვარად არცერთი წუთი ის არ რჩებოდა საკუთარ თავთან მარტო, მთელი დღე იყო რუტინაში.

და დილით ისევ “გაიღვიძეთ მეფეო თქვენ დიდებული საქმეები გელით”
e9c4a6486566

მსგავსი ამბები

Back to top button