გასართობისაკითხავისასარგებლო

ქსანტიპა

af7e13cfb241

ქსანტიპა გახლდათ ბერძენი ფილოსოფოსის სოკრატეს მეუღლე. მითების მიხედვით ის გახდლათ საშინელი, ანჩხლი მეუღლე, რომელმაც არა თუ სათანადოდ, საერთოდ ვერ დააფასა მეუღლის ნიჭიერება და სიბრძნე. ეს მხოლოდ მითებზე დაყრდნობით, ხოლო სოკრატეს მოსწავლის ქსენოფონტეს ნაშრომში “მოგონებები სოკრატეს შესახებ”- სრულიად სხვა რამ არის ნახსენები. ის აღნიშნავდა, რომ ქსანტიპა იყო მზრუნველი დედა და მეუღლე. ამას მოწმობს სოკრატეს სიკვდილის წინ წამოსროლილი ფრაზა “როგორ უმოწყალოდ ეწირები უსამართლობას”. ის ძალიან ემოციური იყო, რაც ზოგჯერ იწვევდა მისი ხასიათის უხეშ გამოვლინებებს, სწორედ ამიტომ აქილიკებენ ძველი დროის ბერძენი ისტორიკოსები.

თუმცა ამბობდნენ, რომ ქსანტიპა დიდად ამბიციური და მატერიალისტი გახლდათ. ის მიხვდა, რომ მიუხედავად მეუღლის გამჭრიახობისა და  ცოდნისა ის ვერ შესძენდა ოჯახს დიდ ქონებას, რაც მუდმვად გახლდათ კამათის მიზეზი. როდესაც სოკრატეს ეკითხებოდნენ თუ რატომ მოიყვანა ესეთი ანჩხლი დედაკაცი, ის პასუხობდა, რომ “როდესაც ადამაინი ცდილობს გახდეს გამარჯვებული დოღში, ის არ იცხებს მეცადინეობას მორჩილ მშვიდ ცხენთან, ის ყველაზე ცხელ ცხენს ირჩევს, ვინაიდან გაუმკლავდება რა ესეთ ცხენს ნებისმიერი ტიპის ცხენს მოათვინიერებს… მეც სწორედ ესე ვარ, დავქორწინდი რა ყველაზე რთული ხასიათის მქონე ქალზე, თუ მე მას გავუმკლავდები, მე შევძლებ ნებისმიერი ტიპის ადამიანთან ურთიერთობას”.
cad43c99d2a4

ერთხელაც სოკრატეს ჰკითხეს ესეთი დაბალი ცოლი რატომ მოიყვანეო, მან კი უპასუხა “ეშმაკებს შორის ყველაზე პატარა ამოვარჩიე” _  ეშმაკის ეპითეტი მეტყველებს სწორედ იმაზე, რომ ქსანტიპა მართლაც ძალიან ანჩხლი გახლდათ.
b7ea0fce44b2

სოკრატე და ქსანტიპა ძალიან ხშირად კამათობდნენ. ერთი მორიგი კამათის შემდეგ გულგაცრუებული სოკრატე ჩქარი ნაბიჯით გამოვიდა სახლიდან, ქსანტიპამ კი ფანჯრიდან ცივი წყალი მიაწია და თავზე გადაასხა.  სოკრატეს რეაქცია ყოვლად მოულოდნელი იყო. მან თქვა “ვიცოდი ამ ჭექა-ქუხილს წვიმა აუცილებლად მოჰყვებოდაო”.
01395985cb71
006877a14fd2

 

მსგავსი ამბები

Back to top button