კულტურაუცნაური

მეფე არტური – მითი თუ რეალობა?

მეფე არტური

მეფე არტურის პერიოდი – ეპოქა კეთილშობილი რაინდებისა, დრო კეთილშობილების გაბრწყინებისა და თავდადებისა საკუთარი ქვეყნისა და მეფისთვის. არა არსებოს ლეგენდა ამაზე მშვენიერი, თუმცა შუასაუკუნეებზე საუბრობენ როგორც ბნელ ეპოქაზე. პირველად მეფე არტუტი მოიხსენიება, ლათინურ ქრონიკებში – „ბრიტების ისტორია“ რომლის ავტორადაც ითვლება უელსის მოქალაქე, ნენიი, რომელიც ცხოვრობდა ქრისტეს შობიდან 800 წელს. ასეთია მეფე არტურის ცხოვრების ისტორია დაწერილი ჯეფრი მონმაუთლის მიერ თხზულებაში „ბრიტანეთის მეფეების ისტორია“ :


ამ ისტორიის თანახმად, არტური იყო უთერ პენდრაგონის შვილი. ბავშვობის წლებიდან ბიჭი იზრდებოდა ბრძენ ჯადოქარ მერლინთან, რომლის დანიშნულებაც არა მარტო მემკვიდრის სიცოცხლის გადარჩენა იყო, რაც სამეფო კარის ინტრიგებიდან მისი მოშორებით უნდა მოეხერხებინა, ასევე მერლინს იგი უნდა აღეზარდა ღირსეულ ინგლისის მეფედ. მერლინს მეფის განათლებაში ეხმარებოდა ერთგული მეგობარი – რაინდი ჰექტორი. ამავდროულად არტურის უფროსი და – მორგანა, შეისწავლიდა მაგიას და ჯადოქრობას, მისი მასწავლებელი ტბის ქალწული იყო. როცა უთერი გარდაიცვალა, არტური 16 წლისა იყო. მერლინმა გაუმხილა არტურს, თავისი წარმოშობის საიდუმლო და ასწავლა საიდუმლოებანი საბრძოლო ხელოვნებისა. მენტორი თვლიდა, რომ ამით არამარტო არტურს დაეხმარებოდა თავის დაცვაში, არამედ გახდებოდა გადამრჩენელი მთელი ქვეყნისთვის.
არტური და ესკალიბური
არტურის მეფობის აუცილებლობის ყველასთვის დამტკიცების მიზნით, მერლინმა და ეპისკოპოსმა კენტერბერიელმა, დიდებულთა შეკრებაზე წარმოადგინეს ჯადოსნური ხმალი, რომლის ქვიდან ამოღება მხოლოდ მომავალ ინგლისის მეფეს შეეძლო. არცერთ იქ მყოფ რაინდს ეს არ გამოუვიდა, მხოლოდ ახალგაზრდა არტურმა შეძლო ხმლის განთავისუფლება.  მისი მეფედ დანიშვნის შემდეგ, სამეფო კარი დიდი ხნით ჩაწყნარდა.

გავიდა ხანი. არტურმა ერთ-ერთ შერკინებაში გატეხა ქვიდან განთავისუფლებული ხმალი, მაგრამ ელფებმა ავალონიდან, გამოუჭედეს ახალი. ხმალმა მიიღო სახელი – ესკალიბური. იარაღს გააჩნდა მაგიური ძალა – მტრის განადგურება აუცილებად. მაგრამ ელფებმა მას ერთი პირობა დაუწესეს – ესკალიბურის გამოყენება მხოლოდ კეთილი საქმისთვის შეიძლებოდა, როცა კი დრო მოვიდოდა ხმალი უნდა დაბრუნებულიყო ავალონში.

არტური, ინგლისის მაცხოვრებლებისთვის დაცმველი გახდა.

ერთხელ ახალგაზრდა მეფემ გაიცნო, მისი გადარჩენილი მეფე ლონდეგრანსის ქალიშვილი – ჟინევროი. არტურს ეს გოგონა დანახვისთანავე შეუყვარდა. ახალგაზრდები დაქორწინდნენ. არტურმა ცოლი კამელოტში ჩამოიყვანა, მაგრამ სამწუხაროდ მათ შვილი არ ეყოლათ. ამბობენ რომ ეს ბოროტი ჯადოქარის ბრალი იყო, რომელსაც არ უნდოდა ინგლისის მეფეს თავისი შტამომავალი დაესვა ტახტზე, ამიტომაც მის ცოლს უშვილობის წყევლა დაადო.

კამელოტში, არტურმა, შეაგროვა ყველაზე მამაცი და თავდადებული რაინდები – ლანსელოტი, გალაჰადა, ჰევეინა, პერსივალია, და სხვები. ისტორიული ჩანაწერებიდან ვიგებთ , რომ რაინდების რიცხვი 100-მდე ადამიანს აღწევდა. ჯადოქარმა მერილინმა არ მიატოვა თავისი აღზრდილი და ხშირად სტუმრობდა მას კამელოტში. მერილინი რაინდებს მოუწოდებდა კეთილი საქმისკენ, და იცავდა მათ ბოროტებისგან და ღალატისგან. მრგვალი მაგიდის რაინდებმა არ უღალატეს მეგობარსა, და მასწავლებელს – დიდებულ მერლინს, ყოველმა მათგანმა გამოიჩინა თავი, საკუთარი საქმიანობით.

მათ ანგარიშზეა გამარჯვება დრაკონებსა და ჯადოქრებზე, დაცვა მეფეებისა და პრინცესების, და მოსახლეობის გადარჩენა დამონებისგან. მაგრამ მათი მთავარი მიზანი გრაალის თასის ზებნა იყო, რომლისგანაც იესო სვამდა, საიდუმლო სერობისას, და რომელშიც შემდგომ ჩაიღვარა მისი სისხლი. მაგრამ გადიოდა წლები და თასის პოვნა სულ უფრო შეუზლებელი ჩანდა. და მხოლოდ ლანსელოტის არაკანონიერმა შვილმა – რაინდმა გალაჰარადმა – მოახერხა მისი აღმოჩენა.

ითვლება, რომ არტურის ცოლის – ჟინევრის ღალატი, გახდა მიზეზი ბრიტანეთის არეულობისა. მან რაინდი ლანსელოტი უფრო ადრე გაიცნო, ვიდე არტურს შეხვდებოდა. ლანსელოტს ძალიან უყვარდა ჟინევრა და მან არც მეფის წინაშე დაიხია უკან. ლანსელოტი იზრდებოდა ტბის ქალწულთან, რის შედეგადაც მიიღო ზედმეტსახელი „ტბისკაცი“. მისი უსაზღვრო, ცოდვილი, სიყვარული ჟინევრას მიმართ, ხელს უშლიდა რაინდს, ეპოვა სრულყოფილი რელიქვია.

ჟენევრას შესახებ არის უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტები. მაგალითად, კამელოტის რაინდებს იგი არ უყვარდათ რადგან ფიქრობდნენ, რომ იგი ღალატობდა მეფეს თავისი ცოდვილი სიყვარულით. და მისი ქცევაც არ იყო შესაფერისი – ხშირად ეჩხუბებოდა მეუღლეს და ლანსელოტიც კი არაერთხელ გააძევა კამელოტიდან.

ამბობენ, რომ ერთხელ ლანსელოტი აღმოჩნდა მეფე პელესას სტუმრად, რომელიც ითვლებოდა წმინდა თასის მცველად. მეფემ შესთავაზა მას ცოლად მოეყვანა მისი ქალიშვილი ელეინე, თუმცა ლანსელოტმა უარი თქვა ამ ღირსებაზე. მეფისკარზე, ერთერთმა ქალბატონმა იცოდა ვინ იყო ლანსელოტის გულში და ამიტომ ელეინეს მისცა ჟინევრის შესახედაობა. ლანსელოტმა ამის გამო ღამე გაატარა პრინცესას საძინებელში. იმის მიუხედავად, რომ ლანსელოტი მაინც არ დაქორწინდა ელეინზე, მან მიიღო უდიდესი საჩუქარი, მომავალი რაინდი კამელოტისა, შვილი – გალაჰარდი. 14 წელი ლანსელოტი ცხოვრობდა ელეინთან შორეულ სასახლეში, შორეულ კუნძულზე. მხოლოდ მაშინ როცა შვილი გაიზარდა, ლანსელოტი დაბრუნდა კამელოტში და კონტაქტი მასა და მეფეს შორის აღდგა.

ასევე არტურსაც ჰყავდა არაკანონიერი შვილი. – მორდრედი. ლეგენდა ამბობს, რომ ჯადოქარმა მერილინმა და ტბის ქალწულმა უამრავი ძალა მოახმარეს იმას, რომ არტური და მისი და შემდგარიყვნენ სასიყვარულო ურთიერთობებში. მისი შვილი აღიზარდა ბოროტი ჯადოქრების მიერ, და ოცნებობდა იმაზე, რომ მოეკლა მამამისი და ქვეყნის მმართველობა ხელში ჩაეგდო.

მეფე არტურმა იცოდა ლანსელოტისა და მისი ცოლის ურთიერთობის შესახებ, მაგრამ თვლიდა, რომ მთავარი იყო ქვეყნის სიმშვიდა და არა პირადი ურთიერთობები. მორდრედმა გადაწყვიტა დაესუსტებინა მეფე, და ეჩვენებინა ყველასთვის დედოფლის ნამდვილი სახე. მრგვალი მაგიდის რაინდებთან ერთად, შეიჭრა ჟინევრის საძინებელში, სადაც იმ დროს ლანსელოტი იყო. ლანსელოტი ჩაება ბრძოლაში, რომელსაც ბევრი მისი ამხანაგი შეეწირა. შემდეგ კი გაიქცა კამელოტიდან ჟენევრასთან ერთად. ამბობენ რომ, გზაზე დედოფალმა გააცნობიერა თავისი შეცდომა და მონასტერში წავიდა, სადაც მთელი თავისი დარჩენილი სიცოცხლე გაატარა. არტურმა კი პანიკაში, დატოვა სამეფო თავის შვილზე – მორდრედზე, და თავად მოღალატე ცოლის საძებრად გაემართა.

არტურის კამელოტში არ ყოფნის დროს, მორდრედმა გადაწყვიტა ხელში ჩაეგდო მმართველობა. კამელოთსი სიმშვიდის დასაცავად ქალაქში ჩამოვიდნენ ჯადოქრები, მერილინის და ტბის ქალწულის ჩათვლით. მაგებმა ვერ შეძლეს მოლაპარაკება და დაიწყეს ბრძოლა ერთმანეთის წინააღმდეგ. და ამ დროს უკვე ვეღარავინ გადაარჩენდა ქვეყანას მეფე არტურის გარდა. და როდესაც თვითონაც მიხვდა თავისი ძებნის უშედეგობას, დაბრუნდა უკან კამელოტში. მაგრამ გზაზე, მოხვდა საქსების არმის მოწყობილ დავდასხმაში, რომლებიც მოლაპარაკებულები იყვნენ მორდრედთან. შერკინებაში მორდრედმა თავისი მამა სასიკვდილოდ დაჭრა, მაგრამ თვითონაც საკადრისი პასუხი მიიღო. ამბობენ, ლანსელოტი მცირე არმიით გამოეშურა მეფის დასახმარებლად, მაგრამ უკვე გვიან იყო. მომაკვდავი არტური საკუთარმა დამ – მორგანამ – წაიყვანა ავალონში, სადაც არტურმა შეასრულა თავისი პირობა და დაუბრუნა ელფებს ესკალიბური.

ესკალიბური ავალონში

დღემდე, ბევრ ინგლისელს სჯერა, რომ ისტორია კეთილშობილი რაინდისა არტურის ჯერ კიდევ არ დასრულებულა. და ახლა ის ისვენებს ლეგენდარულ ავალონში, მაგრამ მზად არის საფრთხის დროს დაბრუნდეს და გადაარჩინოს ინგლისი.


არაა გამორიცხული, რომ მეფე არტური გამოგონებული გმირია, რომელსაც ისტორიული საფუძველი აქვს. მის ისტორიაში ხომ სამი პროტოტიპის ბიოგრაფიაა გაერთიანებული: ლუციი ართური კასტი – რომაელი მთავარსარდალი (საბრძოლო გმირობები), ამბროსი ავრელიანი (ისტორიის დასაწყის, ასევე რამდენიმე საბრძოლო გმირობა და სიკვდილი), რომაელი, საქსების თავზარდამცემი და ბრწყინვალე კარლი (მეფობის პერიოდი).

 

ამბროსი ავრელიანი. ამ ადამიანს ვაკავშირებთ ლეგენდასთან, როგორც ჯადოსნური ხმალის, ესკალიბურის მფლობელს. რათქმაუნდა არა არსებობდა არანაირი ჯადოსნური ხმალი, ეს იყო დამსახურება იმ პერიოდისთვის ახალი ჭედვის მეთოდის, როდესაც რკინის სქელი „არმატურის“ ფორმის ნაჭედობების, ერთმანეთთან დახვევა და ხმალის ფორმის გამოჭედვა ხდებოდა რომელიც გახურებისა და გაცივების შემდეგ წყალში იდებოდა და ქმნიდა თითქოს ჯადოსნურ ნატვიფრს ხმალზე. ასეთ ჭედვის მეთოდით ასევე ვიღებდით საოცარი სიმძიმის და ეფექტურობის მქონე იარაღს. რითაც კარგ მეპატრონის ხელში ნამდვილად ჯადოსნურად იქცეოდა. ავალონის კუნძული შეიძლება მივიღოთ როგორც სამოთხე, ელფები კი ანგელოძები. თითქოსდა ხმალი ანგელოძებმა გამოჭედეს და როცა არტური გარდაიცვალა იგი თან გააყოლეს, შემდეგი ცხოვრებისთვის, რითაც ინგლისელების რწმენასაც ავხსნით.

ასევე ამბროსი ავრელიანის სახელს უკავშირდება ლეგენდაში, ორი მორდრედის არსებობა (ისტორიის მიხედვით 5 საუკუნეში არსებობდა მამა-შვილი, ბრიტების მმართველები). და მასვე უკავშირდება მერილინის არსებობა ამ ლეგენდაში. ამდენი თანხვედრის არსებობის მიზეზია ის რომ მის შესახება არათუ ახლა არამედ XV საუკუნეშიც ცოტა რამ იყო ცნობილი, ამიტომ ავტორს სამუშაო მასალა არ ქონდა შეზღუდული.
ლუციი ართური კასტი
ლუციი ართური კასტი და ბრწყინვალე კარლი. ამ ორი გმირის შერწყმით, მან ლეგენდაში შემოიტანა საქსებთან დაპირისპირბა ასევე საბრძოლო გმირობები და სამეფო კარის შეთქმულებები თუ არტურის თავდადება ხალხისთვის, და პირადი ცხოვრების უკანა პლანზე გადატანა.

ასევე ლეგენდაში რამდენიმე ადამიანის ერთში გაერთიანებას, ამტკიცებს ისიც, რომ მწერალი უშვებს რამდენიმე შეუთავსებელ შეცდომას. ასევე იყენებს ისეთ ნივთებს, იარაღებსა თუ ჩვეულებებს, რომლებიც მოცემული არტურის პერიოდში ვერ იარსებებდა, არამედ სხვადასხვა პერიოდებიდანაა გაერთიანებული მათგან ერთ-ერთი კი თავად ავტორის პერიოდია.
მაგრამ თუ ეს ასეა, უნდა ვაღიაროთ რომ ავტორმა შეძლო შეექმნა ძლიერი კარკასი მითისთვის, ლეგენდარული მეფესა და მისი რაინდების შესახებ.

საბა ციბაძე

ზარმაცი იმერელი.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button