არქივი

7 ტიპის ადამიანები, რომლებსაც უნდა მოერიდოთ

20d072808fbb
7 ტიპის ადამიანები, რომლებსაც უნდა მოერიდოთ.

სკანდალების დედოფალი
ზოგიერთ ადამიანს უყვარს ისტერიკების და სკანდალების მოწყობა ყოველგვარი განსაკუთრებული მიზეზების გარეშე. არ წამოეგოთ მათ პროვოკაციებს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, არ ჩაებათ სხვის სკანდალებში და თქვენთვითონ არ მოაწყოთ სკანდალები. რაც უფრო ხმამაღლა ყვირის თქვენი ოპონენტი, მით უფრო ძლიერ სურს სკანდალის გაბუქება, თქვენ კი უფრო წყნარი და საკუთარ თავში დარწმუნებული უნდა იყოთ, ხოლო თუკი ვინმე შეეცდება თავისი ნეგატივი თქვენ მოგახვიოთ თავს, მაშინ უბრალოდ შემობრუნდით და გაიარეთ თქვენს გზაზე.

ყოველთვის და ყველგან უკმაყოფილო თქვენით
ყველას ჩვენს ცხოვრებაში შეხვედრია ადამიანი, რომელიც გვამცირებს, არანაირად არ გვცემს პატივს და საერთოდ ჩვენ დაგვყურებს ზემოდან ყოველგვარი მიზეზის გარეშე. არ დახარჯოთ დრო მათზე, არ შეეცადოთ მათი შეცვლა ან მათი პატივისცემის მოპოვება და მითუმეტეს არ დაეცეთ სიძულვილამდე. ზოგიერთ ადამიანს ვერასოდეს ვერ ასიამოვნებთ ვერანაირად. უბრალოდ მიიღეთ ეს ფაქტი და გაატარეთ.

პესიმისტი, რომელიც თქვენს ოცნებებს აჭრის ფრთებს
არ იურთიერთოთ იმ ადამიანთან, რომელიც თქვენს ოცნებებს დასცინის. ეს ადამიანები ამცირებენ თქვენს პოტენციალს და ნელა, მაგრამ ნამდვილად აქრობენ თქვენს შინაგან რწმენას თავიანთი უაზრო და დამამცირებელი კომენტარებით. ისინი ამით უბრალოდ სიამოვნებას ღებულობენ. გახსოვდეთ, რომ თქვენს შესაძლებლობებს არ განსაზღვრავს სხვისი აზრი. ასე, რომ იყავით ოპტიმისტი, არ მიაქციოთ ყურადღება სხვის აზრს და შეეცადეთ დაინახოთ საკუთარი თავი იმაზე მეტად, ვიდრე ვიღაც თვლის.

მანიპულატორი
მოერიდეთ მანიპულატორებს, რომლებიც არიან თქვენი აზრის მოსპობის მოყვარულები და ცდილობენ თავიანთი ნეგატივით მართონ თქვენი გონება. ასეთი ადამიანების გარჩევა ძალიან მარტივია, რადგან ისინი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ, სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, მათ გარშემო მყოფ ადამიანებს ისინი მხოლოდ იყენებენ იმისთვის, რომ ნახონ პირადი მოგება მათგან და თუკი თქვენ დაგჭირდებათ მათი დახმარება ისინი გეტყვიან, რომ “არ მცალია” ან უბრალოდ უარს გეტყვიან.

ჯიუტი, რომელიც თვლის, რომ თქვენ უნდა იყოთ ვიღაც სხვა
სამწუხაროდ, ხშირად ოჯახის წევრები და ძველი მეგობრები ვერ ხედავენ თუ რამდენად შეიცვალეთ და რამდენად გაიზარდეთ ბოლო წლების განმავლობაში. ისინი თქვენ გაწებებენ იარლიყს, რომელიც დაფუძნებულია იმ ადამიანზე, რომელიც თქვენ ოდესღაც იყავით და ეს ყველაზე სახიფათოა. ამ მტკიცებებს ადვილად დაეთანხმებით, რადგან გახსოვთ, რომ ოდესღაც სწორედ ასეთი ადამიანი იყავით, როგორსაც აგღწერავენ. სინამდვილეში რა ხდება თქვენს გონებაში იცით მხოლოდ თქვენ. თქვენ არ უნდა დაემორჩილოთ იმას, თუ რას ფიქრობენ სხვა ადამიანები, მაგრამ აი როგორ მოექცევით მათ აზრებს მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია. გააკეთონ რაც სურთ და დაე ილაპარაკონ, თქვენ ვალდებული არ ხართ, რომ რაიმე რეაგირება გქონდეთ.

მომთხოვნი მეგობარი, რომელიც არ გპატიობთ შეცდომებს
სინდისიერი ადამიანი – ეს არ არის ადამიანი, რომელიც არასოდეს არ უშვებს შეცდომებს, ასეთი ადამიანები არც არსებობენ, არამედ ეს არის ადამიანი რომელიც თავის შეცდომებს აღიარებს და ცდილობს გამოასწოროს. ჩვენ ვსწავლობთ ჩვენს შეცდომებზე, მაგრამ თუკი ვინმე უარს გეუბნებათ შეცდომების გამოსწორებაში, მაშინ ეს არის უპატიებელი შეცდომა მისი მხრიდან. გამოეკიდო წარსულს, რომელშიც უკვე ვეღარაფერს ვეღარ შეცვლი – ეს არის ძალების უაზრო დახარჯვა, ძალებისა რომლებიც დაგეხმარებათ უკეთესი მომავლის შექმნაში და თუკი ვიღაცა ყოველთვის განგსჯით თქვენ თქვენი წარსულის გამო, გახსენებთ დაშვებულ შეცდომებს და უარს გეუბნებათ მათ პატიებაზე, მაშინ რატომ არ უნდა შეიქმნათ ოდნავ უკეთესი მომავალი ამ ადამიანის წარსულში დატოვებით?

შინაგანი კრიტიკოსი
შინაგან კრიტიკას თან მოჰყვება ბედნიერების არ ქონა და საკუთარი თავით ყოველთვის უკმაყოფილება. რატომ უნდა გააკრიტიკოთ საკუთარი თავი და დაფიქრდეთ ყოველ ნაკლზე? ერთადერთი რაც თქვენ გჭირდებათ არის სიმამაცე, რომ იყოთ ის ვინც ხართ. თქვენი ფასეულობები იმაშია, თუ ვინ ხართ და არა იმაში თუ ვინც არ ხართ, ხოლო ეს “ნაკლები”, რომლებსაც თქვენ თქვენს თავში პოულობთ ეს შეიძლება არის უბრალოდ თქვენი ინდივიდუალორობა, რადგან თქვენში აუცილებლად არის რაღაც განუმეორებელი და უნიკალური. თქვენ განსხვავდებით სხვებისგან. თქვენ ვერასოდეს იქნებით ისეთი როგორებიც ისინი არიან, ხოლო ისინი ვერასოდეს იქნებიან ისეთები როგორებიც თქვენ ხართ, ზუსტად ისე, როგორც თქვენი თითის ანაბეჭდებია. თქვენ განსხვავდებით სხვებისგან – ეს ნორმალურია. სწორედ ამისთვის მოევლინეთ მსოფლიოს, რომ ანახოთ მას თუ ვინ ხართ თქვენ და როდესაც თქვენ ამას მიიღებთ, თქვენ გაიგებთ, რომ არ გაქვთ მიზეზი შეედაროთ კიდევ ვიღაცას.

იხილეთ ასევე
Close
Back to top button