არქივი

მანიპულაციის ხელოვნება

3d0c94df0dcd

მინდა მოგითხროთ ემოციონალური მანიპულაციების მექანიზმების შესახებ, მეთოდებზე თუ როგორ ავიცილოთ თავიდან სხვისი მანიპულაციები.

იმისათვის, რომ სწორად აღვიქვათ, გავაცნობიეროთ და ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენოთ სხვისი მანიპულაციები, საჭიროა ურთიერთობის სტრუქტურა ვიცოდეთ.

კომუნიკაცია იყოფა ორ ჯგუფად: ვერბალური ურთიერთობა და არავერბალური ურთიერთობა. ვერბალური ურთიერთობა გულისხმობს: საუბარს, ხმის ტემბრისა და ინტონაციის ცვლილებას, ხოლო არავერბალური ურთიერთობა მოიცავს ჟესტიკულაციას ვიზუალურ კონტაქტს და ა.შ.

ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ადამიანი ხდება მანიპულაციის მსხვერპლი არის ის, რომ მას არ აქვს განსაზღვრული თუ რა არის ამ ურთიერთობის მიზანი.

კომუნიკაციისას იკვეთება ურთიერტობის სამი ძირითადი მიზაი:

  • ადამიანისაგან მატერიალური სარგებელის მიღება
  • ახალი შეგრძნებების ძიება
  • მომხდარი ფაქტების მოყოლა, მხარდაჭერის მიღება

დარწმუნებული ვარ თითოეულ თქვენგანს გისაუბრიათ ყოველგვარი მიზნები გარეშე ამა თუ იმ თემაზე. უბრალოდ იმისთვის, რომ ვიღაცასთან საუბარი ააწყოთ. ასეთი ურთიერთობა ხშირ შემთხვევაში ნაკლებად დასამახსოვრებელია ან კამათით მთავრდება, ან სულაც მანიპულირებენ თქვენით…

მოგეხსენებათ ადამიანის ჟესტებით, გამომეტყველებითა და ხმის ტემბრით შესაძლებელია დავასკვნათ თუ როგორ ხასიათზეა ადამიანი. ხშირად გაგვცემს ხოლმე ჩვენივე სხეული. იმისათვის, რომ არ მოვექცეთ სხვისი მანიპულაციების ქვეშ, უნდა დავიწყოთ საკუთარი თავის კონტროლირებით.

დააკვირდით საკუთარ თავს, როგორ გამოხატავთ ემოციებს. როდესაცკარგად შეისწავლით საკუთარ ემოციურ ჟესტიკულაციას დააკვირდით სხვის გამოვლინებებს.

ბევრ პოსტში წამიკითხავს, რომ თუ ადამიანების ჟესტიკულაციას დავაკოპირებთ უფრო მარტივია მისით მანიპულირება, ესე მარტივადაც არ არის საქმეს. საჭიროა მივხვდეთ თუ რატომ იყენებს ამ კონკრეტულ ჟესტებს. და ღირს თუ არა ვიქცედ მის სარკედ.

იმისათვის, რომ დავარეგულიროთ ურთიერთობა, არ გავხდეთ მანიპულაციის მსხვერპლი ან თავად ვმართოთ ურთიერთობა საჭიროა

  1. შევისწავლოთ ჩვენივე ქმედებები ვერბალური თუ არავერბალური ურთიერთობისას და შემდეგ დავიწყოთ სხვისი ქმედებების ანალიზი
  2. ურთიერთობის დასაწყისშივე დავსახოთ მიზანი, თუ რას ველით ამ ურთიერთობისგან და რა უნდა მოგვიტანოს მან.
  3. ვაკონტროლოთ ჩვენი ემოციონალურობა და მივცეთ ჩვენი ტვინის შესაბამისმა ნაწილმა დარწმუნების მექანიზმი გაააქტიუროს ;)

8890a5bf4cf8
841233137bcf

მსგავსი ამბები

Back to top button