არქივი

9 შოკისმომგვრელი ფაქტი XVIII საუკუნის ევროპელების პირადი ჰიგიენის შესახებ

395ce0957c0f
9 შოკისმომგვრელი ფაქტი XVIII საუკუნის ევროპელების პირადი ჰიგიენის შესახებ.

პირადიი ჰიგიენა
fc53e40220c2
18-ე საუკუნეში ევროპაში ყველას არ შეეძლო ჰქონოდა თავისი პირადი სააბაზანო და ცხელი წყალი. ბევრ უბრალო ადამიანს ეგონა, რომ სხეულის დასველება წყალში, განსსაკუთრებით კი ცხელ წყალში გამოიწვევდა ორგანიზმში ინფექციების და დაავადებების შეჭრას. აბაზანები სახლში ჰქონდათ მხოლოდ მდიდარ ადამიანებს, მაგრამ ისინიც ბანაობდნენ მხოლოდ ტანსაცმელში. ეს ჩვევა გაგრძელდა 19-ე საუკუნემდე.

დეზოდორანტი
3b41652cb3d4
კოსმეტიკური საშუალებას, რომელსაც თანამედროვე ადამიანები უწოდებენ დეზოდორანტს ევროპაში გამოჩნდა მხოლოდ 1880-იან წლებში. მდიდარი ადამიანებს, რომ მოეშორებინათ ოფლის სუნი იყენებდნენ სხვადასხვა სუნამოებს, მაგრამ ეს მეთოდი ყოველთვის არ მუშაობდა. ცნობილია, რომ ჯერ კიდევ 9-ე საუკუნეში ვიღაც ზირიაბმა შეეცადა დეზოდორანტი შეეტანა მავრიტანიულ იბერიაში, მაგრამ მისმა იდეამ მხარდაჭერა ვერ ჰპოვა.

დეპილაცია
6b71000ea9df
ევროპელი ქალები 18-ე საუკუნეში არანაირ ყურადღებას არ უთმობდნენ თმებს მათ ტანზე 1920-იან წლებამდე. ალბათ, ეს არავის არ აწუხებდა.

ტუალეტები
2a14345b420f
ხშირად სახლებში იდგა საზიზღარი სუნი. საქმე იმაშია, რომ კანალიზაციები წყალგაყვანილობები 18-ე საუკუნის ევროპულ ქალაქებში არ იყო და ადამიანების უმეტესობა ბუნებრივ მოთხოვნილებას იკმაყოფილებდნენ პირდაპირ ოთახში და ქოთნიდან ყრიდნენ პირდაპირ ქუჩაში, ხოლო როდესაც თანამედროვე ტუალეტების მსგავსი ტუალეტები შემოვიდა ევროპაში, ვიქტორიანულ ეპოქაში ქოთნები კვლავ გამოიყენებოდა ღამ-ღამობით.

ტუალეტის ქაღალდი
24342e98e519
ტუალეტის ქაღალდი ევროპაში გამოჩნდა 1800-იან წლებში, მანამდე კი ადამიანები იყენებდნენ სხვადასხვა დამხმარე საშუალებებს. მდიდარი ადამიანები იყენებდნენ ნაქსოვ ნაჭრებს, ხოლო ღარიბები ძველ ტილოებს, ხავსს და ფურცლებს.

ბაღლინჯოები
80e1103bb442
18-ე საუკუნეში ბაღლინჯო იყო ნამდვილი უბედურება. ამის მიზეზი იყო ალაბათ ჭუჭყიანი თეთრეული. მართალია ვიქტორიანულ ეპოქაში ქალებს ურჩევდნენ, რომ გამოეცვალათ და გაერეცხათ თავიანთი საწოლის თეთრეული, ხოლო საწოლის ქვეშ იატაკი კი მოეწმინდათ კეროსინით, რომ მოეკლათ მწერები.

ჭუჭყიანი ქუჩები
7dc1a1a65822
ქუჩები მსხვილ ქალაქებში ყარდა ნაკელის, ადამიანური ფეკალიების და ამ სუბსტანციების ქვეშ არსებული მყრალი ბალახის. სწორედ, რომ აქედან გაჩნდა ტრადიცია, რომ ჯენტლმენი უნდა დადიოდეს გზის ნაპირას. ეს აუცილებელი იყო იმისათვის, რომ დაიცვა გვერდით მყოფი ქალბატონი ახლო-მახლოს მიმავალი ეკიპაჟების სუნისგან.

პირისღრუს ჰიგიენა
0e117f0df6b3
ღარიბი ადამიანები კბილებს იხეხავდნენ სხვადასხვა ქსოვილებით. მდიდარი ადამიანებისთვის კი იტალიურმა კომპანიამ მარვისმა დაიწყო კბილის პასტების გამოშვება ჯერ კიდევ 1700-იანების დასაწყისში.

ვერცხლისწყალი როგორც ჰიგიენის საშუალება
0570a9a0f4b1
18-ე საუკუნის კიდევ ერთი უბედურება – ტილები. მათი მოშორების მეთოდები იყო იმ დროს ძალზედ ექსტრავაგანტური. ტილების მოკვლის ერთ-ერთი მეთოდი იყო ვერცხლისწყალი. ამ თხევად მეტალში ადამიანები ასევლებდნენ თავიანთ სხეულებს, ან უბრალოდ სვამდნენ. ბევრი ადამიანი რწყილზე სწრაფად კვდებოდა.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button