არქივი

რატომ უნდა დავაყენოთ ანტივირუსი?

3b885db2129f
მოკლედ ამ კითხვაზე პასუხი შემდეგია:

ანტივირუსი ეს არის პროგრამული უზრუნველყოფა რომელიც გვეხმარება თავი დავიცვათ სხვადასხვა სახის მავნე არსებებისაგან რომელსაც ზოგადად “ვირუსები” ეწოდება.

ვირუსები ცდილობენ მაქსიმალურად დააზიანონ ჩვენი კომპიუტერი, მოიპარონ ჩვენგან რაიმე ინფორმაცია ან გამოგვიყენონ მისი ავტორის სურვილების შესაბამისად მოკლედ ვირუსები გვიფუჭებენ კომპიუტერს, თუმცა კომპიუტერის (უფროსწორედ ოპერაციული სისტემის, ჩვენს შემთხვევაში “ვინდოუსის” გაფუჭების მიზეზი ყოველთვის ვირუსები არ არის, ანუ ჩვენ თუ კომპიუტერზე ხშირად ვაყენებთ სხვადასხვა თამაშებს, პროგრამებს, ვწერთ ბევრ ფაილებს და ვასრულებთ ათასგვარ სხვა ქმედებას, ამ ჩვენს მოქმედებებში ჩვენი სისტემა თანდათან ნაგვიანდება და თავს იჩენს სხვადასხვა ტიპის შეცდომები რაც საბოლოო შედეგს გვაძლევს: სისტემა ჭედავს, შეცდომებს აგდებს, ამა-თუ-იმ სამუშაოს აღარ ასრულებს და ა.შ. მოკლედ ნერვებს გვიშლის და დგება მომენტი როდესაც ჩვენი სისტემა უნდა წავშალოთ და თავიდან დავაყენოთ… ანუ ჩვენი საყვარელი
“ვინდოუსი” გადავაყენოთ მემგონი აზრი გასაგებია.

დასკვნა: კომპიუტერზე მუშაობისას სისტემის გაჭედვაში და გაფუჭებაში მარტო ვირუსებს არ ურევია ხელი, ზოგჯერ ამაში ჩვენც დიდი წვლილი მიგვიძღვის ამიტომ

ანტივირუსი გვიხანგრძლივებს დროს თვიდან-თვემდე რათა არ დადგეს ჟამი იმ ბედკრული სამუშაოსი რომელსაც ჩვენებურად “ვინდოუსის გადაყენება” ქვია..

P.S. ვირუსებისაგან დავდაცვა “სასტიკად” აუცილებელია შეიდზლება windows-ზე ვთქვათ, დიდი ამბავი წავშლი და თავიდან დავაყენებო მაგრამ ზოგჯერ გვხვდება ვირუსების ისეთი კატეგორიაც რომელიც ერთ დღეს ჩვენი ვინჩესტერიდან სრულიად გააქრობს მთელ ინფორმაციას… წაიშლება ჩვენი საყვარელი ფოტოები, ფილმები, მუსიკა და სხვა ტიპის საჭირო ინფორმაცია

აი რატომ უნდა გვეყენოს ანტივირუსი

წყარო:pcmania.ge/articles

მსგავსი ამბები

Back to top button