არქივი

10 კლასიკური ავტომობილი, რომლებიც აღფრთოვანებას იწვევენ

e090306f0b2d
იმის შემდეგ, რაც 1908 წელს კონვეირიდან გადმოვიდა Ford Model T – პირველი სერიული ავტომობილი – მანქანები გახდნენ ერთ-ერთი ყველაზე სასურველი შენაძენები. ავტომობილები ყოველწელს დიზაინის და ტექნიკური მახასიათებლების მხრივ იხვეწებიან და უმჯობესდებიან, მაგრამ მიუხედავად ამისა დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობენ კლასიკური ავტომობილები – კომფორტის, სიჩქარის და წარმოუდგენელი დიზაინერული ფანტაზიების განსახიერებები.

1908 Ford Model T
164094625144
მწარმოებელი: აშშ
მართალია “თინ ლიზზი” კლასიკად ითვლება უკვე თითქმის ასი წელია, მაგრამ ეს კლასიკური სილამაზე ასაკთან ერთად კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება. ითვლება, რომ სწორედ ამ ავტომობილმა გამოიყვანა ზოგადად ავტომობილები საზოგადოებაში. Ford Model T იყო პირველი ავტომობილი, რომლის წარმოებაც დაიწყო კონვეირზე, რამაც დააჩქარა წარმოების დრო და დაზოგა ფული წარმოებისთვის. დღეს ეს ავტომობილი ჰყავს თითქმის ყველა მდიდარ კოლექციონერს მისი გარეგნული ნიშნის გამო და იმის გამოც, რომ ამ მანქანას აქვს შეტანილი ლეგენდარული წვლილი მანქანათმშენებლობის ისტორიაში.

1925 Rolls-Royce Phantom I
7a16c4b6022a
მწარმოებელი: დიდი ბრიტანეთი
Rolls-Royce-ის კომფორტული სედანების ხაზის ჯერ კიდევ პირველმა გამოცემამ დააწესა მაღალი კლასის ავტომობილის სტანდარტი. Rolls-Royce-ის ფლაგმანურმა მოდელმა მისი გამოშვების შემდეგ 1925 წელს სახელი გაითქვა თავისი სისწრაფით, საიმედოობით, მასალების ხარისხით და აწყობით, რამაც Phantom-ს შემოუნახა ლეგენდარული ავტომობილის სტატუსი დღემდე. ამ კლასიკური ავტომობილის საჭესთან დაჯდომა ალბათ აუხდენელი ოცნებაა, რადგან Phantom-ის პირველი მოდელი თანამედროვე ბაზარზე შეფასებულია 1,2 მილიონ ამერიკულ დოლარათ.

1931 Bugatti Type 41 “Royale”
5ca19a61a8f1
მწარმოებელი: საფრანგეთი
ეტორე ბუგატის სურდა შეექმნა ყველაზე კომფორტული ავტომობილი ისტორიაში და მას ეს გამოვდია. Bugatti Type 41 თავდაპირველად განკუთვნილი იყო სამეფო ოჯახისთვის. შექმნილია ესეთი სულ რაღაც ექვსი ავტომობილი, რომლის ზომებიცაა 6,5 მეტრი სიგრძეში და 3 ტონა წონაში, მაგრამ ამათგან არცერთი არ მოხვდა სამეფო ავტოფარეხში. თუკი გავითვალისწინებთ მის იშვიათობას და ელეგანტურობას, ბუგატის კომფორტული კუპე გახდა ნამდვილი წმინდა გრაალი ავტომობილების მოყვარულებს შორის. ზოგიერთი კოლექციონერი მზადაა დახარჯოს 20 მილიონი დოლარი, რომ შეიძინოს “სამეფო” ავტომობილი.

1938 Delahaye 165 Cabriolet
5678dfd7f4c7
მწარმოებელი: საფრანგეთი
პირველად ეს მოდელი წარდგენილი იქნა პარიზის ავტოსალონში 1938 წელს. შექმნილი არის მხოლოდ ექვსი ამგვარი კაბრიოლეტი. 165 Cabriolet, რომელიც შექმნილია სარბოლო ავტომობილ Delahaye 135-ის საფუძველზე არის რამდენიმე ავტომობილიდან ერთ-ერთი, რომელსაც შეუძლია თავი მოიწონოს იშვიათი ძრავით Delahaye V12-ით.

1938 Alfa Romeo 8C 2900B
6ce9d13504bf
მწარმოებელი: იტალია
გრძელი, ელეგანტური და უნიკალური იტალიური ავტომობილი Alfa Romeo 8C 2900B დღეს ითვლება კლასიკად მისი მაღალხარისხიანობის და შესანიშნავი სტილის გამო. ავტომობილი შეიქმნა სპეციალურად რბოლებისთვის იტალიაში Italy’s Mille Miglia, მისი პირველი გამოჩენის შემდეგ გზატკეცილზე 1938 წელს მოახერხა პირველი სამი საპრიზო ადგილების დაკავება. მომდევნო წელს Alfa Romeo 8C 2900B-მ კვლავ მოახერხა 1 და 2 ადგილების დაკავება. მოგვიანებით გამოვიდა ამ მოდელის “B” გამოცემა, რომელშიც Alfa Romeo-მ უარი თქვა სარბოლო მახასიათებლებზე მგზავრების კომფორტის სანაცვლოდ. Alfa Romeo პერიოდულად აგრძელებს “8C” აბრევიატურის გამოყენებას თავის სპორტულ ავტომობილებში, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ავტომობილს შეხვდა ელეგანტურობის და სისწრაფის ასეთი კარგი ნაზავი.

1940 Vauxhall Wyvern Caleche
49be803ac843
მწარმოებელი: ავსტრალია
არ ღირს აურიოთ ეს მოდელი Vauxhall Wyvern-ში, რომლის გამოშვებაც დიდ ბრიტანეთში დაიწყეს 10 წლის შემდეგ. მოდელი “Caleche” იყო 2 კარიანი როდსტერი, რომელიც შეექმნეს ავსტრალიაში 1938 წელს.

1955 Mercedes-Benz 300SL
f8e75bbe54fb
მწარმოებელი: გერმანია
თავისი კარებებით ის მოგვაგონებს “თოლიას ფრთებს” და მართლაც 1955 Mercedes-Benz 300SL მოგვაგონებს ფრინველს ჰაერში და მართლაც ის ფაქტიურად დაფრინავდა გზაში. ეს მოდელი არუს სარბოლო ავტომობილ Mercedes-Benz W194-ის კომერციული ვერსია. ეს Mercedes იყო ყველაზე სწრაფი სერიული ავტომობილი თავის დროზე. 300SL-ის სული დღესაც ცოცხლობს Mercedes-Benz SLS AMG-ის მოდელშიც, რომლის გრძელი კორპუსი და “თოლიის ფრთები” მოგვაგონებენ კლასიკურ სპორტულ კუპეს.

1958 Ferrari 250 Testa Rossa
20d5aa256504
მწარმოებელი: იტალია
მოდელი 250 Testa Rossa არის Ferrari-ს ყველაზე კლასიკური მოდელი. 250 Testa Rossa დომინირებდა გზებზე თავის დროს, დააწესა მაღალი სტანდარტები მომავალი მოდელებისთვის. მანქანა გამოვიდა როგორც ხარისხიანი, ასევე საიმედო და კარგი იყო რბოლებისთვის. აღსანიშნავია, რომ 250 Testa Rossa-მ დაამყარა მსოფლიო რეკორდი ავტომობილის ღირებულების მხრივ: 2011 წლის აგვისტოში ერთ-ერთი ამგვარი Ferrari აუქციონზე გაიყიდა კოლოსალურ 16,4 მილიონ დოლარათ.

1961 Jaguar E-Type
36f085455fc7
მწარმოებელი: დიდი ბრიტანეთი
ბევრი თვლის, რომ 1961 წელს შექმნილი Jaguar E-Type არის ყველაზე ლამაზი ავტომობილი. ავტო შექმნილია ქალაქ უესტ-მიდლენდსში, ეს თითქოსდა სპორტული კუპე შექმნილია სპეციალურად ინგლისის სასოფლო გზებისთვის. E-Type შექმნილია არა რბოლებისთვის, არამედ “მძღოლის ყველამხრივი სიამოვნებისთვის”.

1964 Ford Mustang
4ea96d537f1f
მწარმოებელი: აშშ
მართალია პირველი მუსტანგები გაყიდვაში ჩაეშვა “1965 წლის მოდელის” მარკებით, მაგრამ ყველაზე ადრინდელი ავტომობილები ფაქტიურად წარმოებული იქნა 1964 წლის 9 მარტიდან 31 ივლისამდე. მათ ხშირად უწოდებენ “1964 1/2 Mustang”. კუპემ აგრესიულ სტილში გამოიწვია ნამდვილი რევოლუცია. დღეს Mustang ითვლება ამერიკულ მასლ-ქარების იკონად და რჩება პოპულარულ ავტომობილად დამწყების კოლექციონერებისთვის თავისი დაბალი ფასისა და მაღალი ხელმისაწვდომობის გამო.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button