TECH & მეცნიერება

იყიდება საქართველო!!!

8bab2982259c

აქ მინდა შემოგთავაზოთ, ერთი შესანიშნავი მოთხრობა, რომელიც მე პირადად ძალიან მომეწონა. წაიკითხეთ და ცოტა დაფიქრდით…

მოთხრობა ლაშა გვილიასი

იყიდება საქართველო

– იყიდება საქართველო !
– რა ღირს ?
– რაც გსურთ.
– ეგ როგორ?
– როგორც გსურთ.
– თუ იყიდება, ფასი არ გააჩნია ?
– კი, მაგრამ თქვენ სამშობლოს ფასი იცით ?
– რომ არ ვიცი რა ღირს მაგიტომაც გეკითხებით.
– მეც გპასუხობთ, აი ფასი !
– უკაცრავად, ვერ გავიგე, რას ნიშნავს “აი ფასი” ?
– არა, ბოდიში რა საჭიროა ? რომ ვერ გაიგეთ, ამიტომაც იყიდება.
– მე რომ ვერ გავიგე სამშობლოს ფასი, მაგიტომ იყიდება ?
– ბრავო ! ბრავო ! მიხვედრილი ბრძანდებით, მაგრამ უგუნური !
– შეურაცხყოფას რატომ მაყენებთ ?
– უკაცრავად, მაგრამ მე თქვენთვის შეურაცხყოფა არ მომიყენებია, უბრალოდ გითხარით ის,
რაც თქვენ მითხარით.
– და მე როდის გითხარით, უგუნური ვარ–თქო ?
– აბა, თქვენ არ მითხარით წერან, ვერ გავიგე სამშობლო რა ღირსო ?
– დიახ, მე გითხარით, მაგრამ ეგ უგუნურებაა ?
– ადამიანმა რომ სამშობლოს ფასი არ იცის, გონიერებაა მაგრამ…
– რა მაგრამ ?
– იქნებ ადამიანი არ ხართ ? დიახ, დიახ, იქნებ ადამიანი არ ხართ ?
–როგორ თუ ადამიანი არ ვარ, აბა ვინ ვარ ?
– მეც ეგ არ მაინტერესებს ?!
– თქვენ გიჟი ხართ, გიჟი–ი ! დამანებეთ თავი ! ვიღაც არანომრალური ხართ !
– კარგით, როგორც გენებოთ, თუ “სამშობლოს ფასის ცოდნა” სიგიჟეა… კარგად ბრძანდებოდეთ გენიოსო.

მორიგი მყიდველი, თუ გამვლელი გატრიალდა აუქციონის ტრიბუნაზე მდგარ “სამშობლოს ფასის მცოდნე”
ადმიანთან საუბრის შემდეგ.

მოდის მორიგი მყიდველი.

– გამარჯობა.
– კაი გამარჯობა შენი.
– უკაცრავად, რაღაც მაინტერებს.
– დიახ, გისმენთ პატივცემულო.
– ამ აუქციონის მეპატრონე ვინ არის ?
– მეპატრონე რას ნიშნავს ? ანი ვის გამოაქვს გასაყიდად ?
– დიახ
– აა, გასაგებია. თქვენი სახელი ?
– ვაჟა.
– ერთი წუთით, – თქვა აუქციონის ტრიბუნაზე მდგარმა “სამშობლოს ფასის მცოდნე” კაცმა, გააჩერა გამვლელები და
ეკითხება: რა გქვიათ ? პასუხები კი შეუწყვეტლივ ისმის : გიორგი. ლევანი, გიგი, მაკა, ნინო, ქეთი, ნანა და ა.შ. შემდეგ
მობრუნდა და ვაჟას ეკითხება:
– გავაგრძელო ?
– რა უნდა გააგრძელოთ ? ვერ გავიგე.
– კი, მაგრამ რა არის გაუგებარი ? თქვენ არ მთხოვეთ, მეთქვა თქვენთვის გამყიდველების ვინაობა ?
– კი, მაგრამ ეს გამვლელები რა შუაში არიან ?!
– და ვინ თქვა, რომ შუაში არიან, თავში არიან თავში ! თავიდან იწყება ყველაფერი, თავი აუფუჭებს აზროვნებას.
– ვერაფერი ვერ გავიგე, რა გინდათ, რას მეუბნებით ?
– მე რა მინდა, თქვენთვის რთული გასაგებია ? მე უბრალოდ გითხარით, რომ შენ, გიორგი. ლევანი, გიგი, მაკა, ნინო, ქეთი, ნანა
და სხვანი ხართ გამყიდველები.
– მე არ ვარ გამყიდველი ! ალბათ ვიღაცაში გეშლებით, პატივცემულო.
– და ნიცშესაც ეშლებოდა : ხალხის ბრბოში, დღისით, მზისით ანთებული ლამპრით, დააყენა კაცი და უთხრა ხალხს:
თქვენ მოკალით ღმერთი. განა იმ ხალხმა იცოდა, რომ ღმერთს მკვლელები იყვნენ ? არა. აბა რა აუცილებელია თქვენ იცოდეთ,
რომ გამყიდველები ხართ ?!
– უკაცრავად, მაგრამ მე რა შუაში ვარ ? ან ღმერთის სიკვდილთან ან სამშობლოს გაყიდვასთან ?
– ე–ე–ე , ხედავ, კაცმა სამშობლო მოკლა, გვამი გაყიდა და ღმერთს ცოცხალს დატოვებდა ? მაგრამ, ისე ეგეთს ღმერთი სადა ჰყავს ?
გულში ? არაა ! მანდ რომ ჰყავდეს, ადამიანი იქნებოდა.
ვაჟას არაფერი უთხვამს, ან რა უნდა ეთქვა რო ? , მაგრამ ირგვლივ შეკრებილი “მსმენელები” ნელ–ნელა აზრზე მოდიან და
მიიწევენ წინ. ტრიბუნაზე მდგარ კაცს “რომელსაც სამშობლოს ფასი ესმოდა ” “ბაზრის გამყიდველებმა” “სიბინძურეში მოაქციეს.
ნელ–ნელა პრიზმიდან გამომავალი სინათლე ქრებოდა. ტრიბუნაზე მდგარი კაცი “რომელსაც სამშობლოს ფასი ესმოდა” გაქრა !
ოღონდ სად ?
– x ერთი, x ორი, x სამი, გაყიდულია ! მძიმე ბრახუნის ხმა გაისმა… ” x ყველამ საკუთარ თავში ეძებეთ, ოღონდ ჯერ თავი ეძებეთ”
– თქვა და გაქრა. ოღონდ ვინ ?

ოღონდ ვინ ?

საიტზე დადო თურმანამ და მეორეჯერ არ წაიშალოს და ვინ წაშალა საერთოდ?!

მსგავსი ამბები

Back to top button