არქივი

უცხოური ლეგიონი (Légion étrangère)

e313adc8319f
უცხოური ლეგიონი (Légion étrangère) საფრანგეთის სახმელეთო ჯარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. სხვადასხვა პერიოდში მის რიგებში ორმოცი ათასზე მეტი მეომარიც კი ირიცხებოდა, მაგალითად 1914 წ. ლეგიონში 52 ქვეყნის წარმომადგენელი 42 883 ჯარისკაცი მსახურობდა. დღეს კი ჯარის ეს შენაერთი 136 ეროვნების 7,7 ათას მეომარს აერთიანებს. ისინი ლეგიონის 11 პოლკში არიან განაწილებულები.ლეგიონის დევიზია:  “Legio Patria Nostra” – ლეგიონი ჩვენი სამშობლოა, “Honneur et Fidélité” – ღირსება და რწმენა და “Marche ou crève” – წინ, მარშით ან მოკვდი! ხოლო ჰიმნს(მარშს) ეწოდება Le Boudin.
e8615104f698
საფრანგეთს უცხოური ლეგიონი შეიქმნა 1831 წ. 9 მარტს,მეფე ლუი ფილიპ I-ის მიერ რამდენიმე რაზმის ბაზაზე მათი გაერთიანების მიზნით.ამ რაზმთაგან ერთ-ერთი (Régiment de Hohenlohe) იყო გერმანელი თავადის და საფრანგეთის მარშალის ლუდვიგ ალოის ფონ ჰოჰენლოეს დაქვემდებარებაში.ეს პოლკი როიალისტებთან ერთად იბრზოდა რევოლუციურ ომებში, ამის შემდეგ კი ემსახურებოდა საფრანგეთს მეფეს კარლ X-ს.

რამდენადაც საფრანგეთი ალჟირის კოლონიზაციას გეგმავდა,ამისთვის შესაბამისი არმიაც სჭირდებოდა. უცხოური ლეგიონის შექმნაც შწორედ ამ ფაქქტორმა განაპირობა.ამ დროს საფრანგეთში, განსაკუთრებთ პარიზში მრავლად იყვნენ უცხოელი მაცხოვრებლები, მათი საშუალებით მეფე  როგორც კოლონიზაციისთვის საჭირო ჯარს კრებდა, ასევე ანთავისუფლებდა ქვეყანას უცხოელი “არასასურველი სტუმრებისგან”.სწორედ ამ მიზნით ლუი-ფილიპმა გამოსცა კანონი რომლის მიხედვითაც “უცხოური ლეგიონი”-ს საბრძოლო მოქმედებებში გამოყენება  შესაძლებელი იყო მხოლო საფრანგეთის საზღვრებს გარეთ.მეთაურები ახაალშექმნილი არმიისთვის შეარჩიეს ნაპოლეონის  ჯარის ოფიცრებიდან. ახალწვეულებს კი მთელი ქვენის მასშტაბით აგროვებდნენ, მასში შედიოდნენ თითქმის ყველა ევროპული ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის, თვითონ საფრანგეთის მოქალაქეებიც, რომელთაცპრობლემები ჰქონდათ კანონთან.მას შემდეგ მოდის ტრადიცია – ახალწვეულს სახელს ნუ ჰკითხავ.
487c5d1d81b9
პირველად უცხოურმა ლეგიონმა იომა ყირიმის ომში, ინკერმანის ბრძოლის დროს 1854 წ. ნოემბერში.ლეგიონის უდიდეს მარცხად ითვლება დიენ ბენფუს ბრძოლა 1954 წელს.ლეგიონის დიდების დღედ კი 1863 წ. 30 აპრილი ითვლება,როდესაც 65  კაციანმა სადაზვერვო რაზმმა  კაპიტან დანჟუს მეთაურობით,სოფელ კამერონში, წარმატებით შეძლო 2000 მექსიკელის(მათ შორის 1200 ქვეითი და 800 ცხენოსანი) იერიშისგან, პუებლუს საალყო ჯარისთვის გაგზავნილი ტყვია-წამლის და ფულის დაცვა.

1980 წლისთვის უცხოურ ლეგიონში მსახურობდა 600 000 სამხედრო, დედამიწის სხვადასხვა კუთხეებიდან.პოლკოვნიკ მორელონის განცხადების თანახმად,ამ დროისთვის 36 000 ლეგიონერი იყო დაიღუპული ბრძოლებში.

დღეს უცხოურ ლეგიონს იყენებენ საფრანგეთის ინტერესების დასაცავად ევროკავშირის და ნატო-ს(NATO) მისიებში.ლეგიონი ემორჩილება მხოლოდქვეყნისმეთაურს,ამჟამად ქვეყნის პრეზიდენტს.
433cc9911530
უცხოური ლეგიონი ომობდა:

1.საფრანგეთის ალჟირი- 1832-1882

2.ესპანეთი – 1835-1839წ

3.ყირიმის ომი – 1853-1856

4.იტალია – 1859

5.საფრანგეთ-მექსიკის ომი – 1863-1867

6.ალჟირი – 1882-1907

7.ვიეტნამი ( ტონკინი) – 1883-1910

8.ტაივანი ( ფორმოზა ) – 1885

9.დაგომეა –  1892-1894

10.სუდანი – 1893-1894

11.მადაგასკარი – 1895-1901

12.მაროკო – 1907-1914

13.პირველი მსოფლიო ომი – 1914-1918

14.ახლო აღმოსავლეთი – 1914-1918

15.ვიეტნამი ( ტონკინი) – 1914-1940
f37f5b54af48
16.მაროკო – 1920-1935

17.ნაციონალურ-გამანთავისუფლებელი აჯანყება სირიაში – 1925-1927

18.მეორე მსოფლიო ომი – 1939-1945

19.ინდოჩინეთის ომი – 1945-1954

20.მადაგასკარის აჯანყება – 1947-1950

21.ტუნისი( ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის) – 1952-1954

22.მაროკო( ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის) – 1953-1956

23.ალჟირი – 1954-1961

24.ზაირი( ბრძოლა აჯანყებულებთან) – 1978

25.ლიბანი – 1982-1983

26.ომი სპარსეთის ყურეშ ( ერაყის აეროპორტის-“ელ სალმანი”-ს აღება) – 1991

27.ბოსნია,სომალი ( სამშვიდობო ოპერაციები ) – 1992-1996

28.კოსოვო-1999

29.მალი-2013

30.ერაყი-2016

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button