გართობაკულტურაუცნაური

ნიდერლანდების მკვიდრმა გააკეთა ჰელიკოპტერი თავისი კატის ფიტულისგან

f479fd601a51
ჰოლანდიელმა მხატვარმა, ხელოვანმა და ფერმწერმა დაამზადა თავისი საყვარელი, მკვდარი კატისგან ფიტული და მის კიდურებზე მიამაგრა 4 პროპელი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ , მან დაამზადა როტორიანი საფრენი აპარატი, სადაც ამწევი და მამოძრავებელი ძალები იქმნება როტორების მიერ. ეს აძლევს ჰელიკოპტერს, ამ შემთხვევაში კი „მკვდარ“კატას ვერტიკალურად აფრენა-დაჯდომის, ცაში ლივლივის, წინ, უკან და გვერდულად ფრენის საშუალებას, რომელსაც ოსტატი სპეციალური პულტით მართავს.
ამჟამად, ქალაქ ამსტერდამში (Amsterdam) კატის ფიტული დაფრინავს ხელოვნების ფესტივალის პავილიონებში, რომელიც აშინებს მნახველებს, ხოლო დიდ სიამოვნებას გვრის თავად, მის მფლობელს.

a025b7658a3b
დაღუპული კატის ხსოვნის პატივსაცემად, ნიდერლანდების მკვიდრმა ბარტ იანსენმა (Bart Jansen) მკვდარი ცხოველის ფიტულისაგან რადიო-კონტროლირებადი ობიექტი გააკეთა, უფრო ზუსტად კი კვადრო- კოპტერი.
c17ebb032a69
ამჟამად კი, იანსენის საყვარელი კატა, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა ავტომობილის ბორბლების ქვეშ წარმოგვიდგება მფრინავ ჰელიკოპტერად თანამედროვე ხელოვნების „KunstRAI Arts“-ის ფესტივალზე, ამსტერდამში.

ec7cd05cdb1e

იანსენმა დაარქვა ახალგამოგონილ ობიექტს «Orvillecopter» – ორვილკოპტერი და თუ რატომ დაარქვა „ორვილკოპტერი“? ვიდეოს ნახვის შემდეგ გაიგებთ…
ნახეთ ვიდეო:

ფერმწერის თქმით, რომ მკვდარი კატა გადაექცია ვერტფმფრენად აზრად მოუვიდა რამდენიმე წლის წინ, როცა კატა ჯერ კიდევ ცოცხალი ჰყავდა და ანცობდა ფრინველებთან, ინტერესით აღსავსე თვალები ჰქონდა, როცა ისინი აფრინდებოდნენ …
281a69986e13
საქმე იმაშია, რომ ბარტ იანსენმა საყვარელ ცხოველს, ცხოვრებაშივე დაარქვა ორვილ რაიტი (ან მარტო ერთი სიტყვით „ორვილ“) ცნობილი ავიატორის ორვილ რაიტის (Orville Wright) პატივისცემის ნიშნად. ორვილ რაიტი და მისი ძმა უილბურ რაიტი არიან ორი ამერიკელი ძმა- გამომგონებლები, ავიაციის პიონერები რომელებიც ცნობილნი არიან, მსოფლიოში პირველი წარმატებული აეროპლანის შექმნით. ძმები რაიტები იყვნენ პირველები, რომლებმაც გამოიგონეს თვითმფრინავის კონტროლის სისტემა, რამაც ფრენის საშუალება მისცა უძრავფრთიან ძრავიან თვითმფრინავებს.
და, აქედან გამომდინარე, რომ გავაგზავნოთ კატა საფრენად სიკვდილის შემდეგ – მგონი, ყველა დამეთანხმება, რომ ლოგიკური იდეაა ! აუხდა „ ნატვრა“, ფრინველივით ფრენის ნატვრა …

1f3b9d3a01bb
იანსენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამჟამად ორვილ რაიტი (ორვილი) აფრინდება ჰაერში სხვა ფრინველებთან ერთად – არსებებთან, რომლებიც ასე ძალიან აინტერესებდა მას, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა კატას.

5398f2f35458
მფლობელის სიტყვებით, რომ მის მიერ შექმნილი “orvilkopter” (ორვილ-კოპტერი) დაფრინავს არც თუ ისე დახვეწილად და მარჯვედ, მან საყვარელი ცხოველის დაბადების დღის აღსანიშნავად, დააყენა უფრო ძლიერი ძრავები და უფრო მეტი პროპელერები.
და რომ ვიხილოთ მკვდარი კატას ფრენა უფრო ძლიერი ძრავებით, შესაძლებელი იქნება მხოლოდ ხელოვნების ფესტივალზე.
402c3f12847f
კატის მფლობელს-იანსენს ყავს მეგობარი ფოტოგრაფი, სახელად ჯერალდი (Gerard), რომელთანაც ადრე ქონდა საუბარი თავისი კატის ორვილის (Orville) შესახებ, მის სიცოცხლეშივე. ფოტოგრაფთან გულითადი საუბრების დროს იანსენი აღნიშნავდა, რომ მის კატაში იყო რაღაც იდუმალი, ერთდროულად მომნუსხველიც და საშიშიც. ბევრი ადამიანისგან ქონდა გაგონილი, რომ ზოგი მას (კატას) არაამქვეყნიურ არსებად მიიჩნევს და ზოგიც სამყაროთა შორის საზღვრის მცველად აღიარებს. და, როცა მისგან გააკეთა მფრინავი ფიტული, შინაგანად დამშვიდდა და მხნეობაც მოემატა, თითქოს გაახალგაზრდავდა 10 წლით.
4a2172bbf681
b1b0865c95cf
c405d40aaa8e
იანსენი ამ გამოგონების გამო ამსტერდამის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალზეც მიიწვიეს და დააჯილდოვეს ფულადი თანხით.
კატა-შვეულმფრენს რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე შეუძლია აფრენა. ამ ვიდეოში ნახავთ, თუ რიგორ დააფრთხო საქონელი ორვილკოპტერმა , ძირითადად კი, ძროხები … ნახეთ ვიდეო:

blogerlady

age: 14
იხილეთ ასევე
Close
Back to top button