არქივი

ოლიმპია

http://www.picz.ge/img/s2/1501/4/2/241aa22c084c.jpg

საუკუნეების განმავლობაში მორწმუნეებს ოლიმპიაში მდგარი ზევსის ქანდაკებისთვის ძღვენი მიჰქონდათ, ძვ. წ. მე-5 საუკუნისთვის ოლიმპია საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე წმინდა ადგილად ითვლეობდა . აქ ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდებოდა რელიგიური დღესასწაულები , რომელთა ნაწილიც ოლიმპიური თამაშები იყო . თამაშებში სპორტის მრავალი სახეობა შედიოდა , მათ შორის სირბილი , ხტომა , ბადროსა და შუბის ტყორცნა, ჭიდაობა , კრივი და ეტლებით რბოლა, ოლიმპიური თამაშები იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ იმ დროს ადგილობრივი ომებიც კი წყდებოდა და მეტოქე ქალაქები ერთმანეთს სპორტულ მოედნებზე ეჯიბრებოდნენ, თამაშებში მონაწილეობის მიღება მხოლოდ თავისუფალ ბერძნებს შეეძლოდ , სპორტმენები თამაშებისთვის ბავშვობიდანვე ემზადებოდნენ,  გამარჯვებულ ათლეტებს უფლება ჰქონდათ ღმერთებისთვის ქანდაკება მიეძღვნად, უკანასკნელი ოლიმპიური თამაშების შემდეგ 3000 ასეთი ქანდაკება იდგა წმინდა ადგილზე , რომელსაც ალტიის უწოდებდნენ, სწორედ იქ სადაც ზევსის და მისი ცოლის , ჰერას ტაძრებიც მდებარეობდა . უკანასკნელი ოლიმპიური თამაშები ახ.წ. 393 წელს ჩატარდა და მხოლოდ 1500 წლის შემდეგ განახლდა თანამედროვე ოლიმპიური თამაშების სახით.

http://www.picz.ge/img/s1/1501/4/b/bc95c31dcd6f.jpg

ოლიმპია დღეს: მიწისვრებმა, მტრის შემოსევებმა და დროის მსვლელობამ ერთ დროს დიდებული ქალაქი ოლიმპია ნანგრევებად აქცია, რომლებიც ბოლოს მდინარის მოტანილი შლამის 5 მეტრიანმა ფენამ დაფარა, მიუხედავად ამისა, თანამედროვე არქეოლოგიური გათხრები და უძველესი მწერლების მონათხრობები მეცნიერებს დიდძან ინფორმაციას აძლევს ქალაქ ოლიმპიასა და ოლიმიური თამაშების შესახებ.

http://www.picz.ge/img/s1/1501/4/0/0e97a5035281.jpg
ოლიმპიის გეგმა: არქეოლოგებმა ოლიმპიის მრავალი შენობა გათხარეს და შეისწავლეს. ოლიმპიური თამაშების მონაწილე თითოეული ქალაქი საკუთარ ბრწინვალე საგანძურს ან სალოცავს აგებდა , რომელთა ნანრევებიც ალტისის ჩრდილოეთით მდებარე კრონოსის მთის ფერდობზე აღმოაჩინეს. არქეოლოგებმა სასტარტო ხაზების ნაკვალევიც აღმოაჩინეს. ეტლებით რბოლა ოლიმპიურ თამაშებში მოგვიანებით ჩართეს ამიტომ ოლიმპიაში აღმოჩენილი სპორტული ნაგებობებიდან იპოდრომი ყველაზე ახალი იყო.
სპორტი: ბადროს ტყორცნა სირბილთან , ხტომასთან, სიბის ტყორცნასა და ჭიდაობასთან ერთად ქმნიდა პენტატლონს , სპორტის სახეობას , რომელსაც უძველესი ათლედი უნდა გემოევლინა, ეს სახეობა ოლიმპიურ თამაშებში ძვ.წ. 708 წელს ჩართეს ათლეტები ერთმანეთს დედიშობილა ეჯიბრებოდნენ.

fridrix

რიგითი პიროვნება, რომლის მთავარ მიზნად შეილება დაისახოს იმ ისტორიებსი გადმოცემა, რომლებიც ამ ხნის მანძილზე დააგროვა და მზადაა ხალხის ინტერესის ობიექტად გამხადოს ისინი.

მსგავსი ამბები

Back to top button