გამოგონებარეკლამებისაკითხავი

Coca-Cola-ს ანტოლოგია, თუ როგორ გახდა ღვინისგან და კოკაინისგან დამზადებული კოქტეილი პოპულარული სასმელი


ალბათ ადამიანების უმეტესობას სმენია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამაგრილებელი სასმელის – Coca-Cola-ს წარმოშობის ისტორია, რომელიც ოდესღაც შეიცავდა კოკაინის დიდ დოზას(ეს ინგრედიენტი რეცეპტიდან ამოიღეს მხოლოდ 1903 წელს), მაგრამ ცოტამ თუ იცის ის ისტორია, რომ Coca-Cola წარმოიშვა კოკაინზე დაფუძნებული ალკოჰოლური სასმლისგან და ბორდოს მარკის ღვინისგან.


ეს ალკოჰოლურ-ნარკოტიკული ნარევი, რომელიც ცნობილი იყო როგორც Coca Wine მე-19 საუკუნეში სვამდნენ თითქმის ყველგან. ამბობენ, რომ რომის პაპიც მიირთმევდა კოქტეილს, რომელიც მომდევნო საუკუნეებში უნდა გამხდარიყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდი მსოფლიოში.


Coca Wine პირველად შეიქმნა 1863 წელს ფრანგო-კორსიკელი ანჯელო მარიანის მიერ, რომელიც ცხოვრობდა პარიზში. მისი საფირმო სასმელი “Vin Mariani” მზადდებოდა პერუული კოკაინის ხის ფოთლებისგან და ბორდოს ღვინისგან. ეს “მარიანის ღვინო” მალე გახდა პოპულარული პარიზულ ელიტაში.


რეკლამა ევროპაში და შეერთებულ შტატებში ამტკიცებდა, რომ “მატონიზირებელ ღვინოს შეუძლია განკურნოს მელანქოლია … აღადგინოს ჯანმრთელობა, ენერგია და სიცოცხლის ძალა”. სინამდვილეში ალკოჰოლის და კოკაინის შერევა აყალიბებს ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც იწვევს ეიფორიის გრძნობას, რომელიც არის უფრო ძლიერი, ვიდრე ის რომელიც ჩნდება სუფთა კოკაინის მოხმარებისგან.


ალკოჰოლი ორგანიზმს ხელს უშლის, რომ ადამიანმა შეეშვას კოკაინს, ის ცირკულირებს სისხლში და მოქმედებს როგორც ნარკოტიკული საშუალების კატალიზატორი. იმის შემდეგ, რაც ალკოჰოლი შედის რეაქციაში კოკაინთან ორგანიზმში გამოიყოფა ქიმიური ნივთიერება კოკაეთილენი, რომელიც რჩება ორგანიზმში სამჯერ უფრო დიდხანს, ვიდრე კოკაინი და 30 პროცენტით უფრო ტოქსიკურია. მეცნიერები თვლიან, რომ ეს ქიმიური ნივთიერება იწვევს ბევრი ადამიანის აუხსნელ სიკვდილს, რომლებიც მოიხმარენ კოკაინს. ახალი კვლევების მონაცემების თანახმად, ადამიანები რომლებიც მოიხმარდნენ კოკაინს და ალკოჰოლს ერთდროულად, ხშირად ხვდებოდნენ კოკაინის ხანგრძლივ “დღესასწაულზე”.


მიუხედავად ამისა Coca Wine-ს აღმერთებდა ბევრი ცნობილი ადამიანი, მათ შორის ტომას ედისონი, ჟიულ ვერნი, სარუ ბერნარი, ულის გრანტი და დედოფალი ვიქტორია. პაპმა ლეო XIII პირადად მოიწონა კოკაინის ღვინო და გახდა ამ ბრენდის სარეკლამო კამპანიის სახე და ის დააჯილდოვა ვატიკანის ოქროს მედლითაც.


ანჯელო მარიანიმ გაატარა Coca Wine-ის მარკეტინგული კამპანია, რომელშიც სასმელი პოზიცინირებდა როგორც ცნობილი ადამიანების არჩევანი. გამოშვებული იქნა ცნობილი ადამიანების ფოტოებით და ციტატებით სავსე ბროშურა, რომლებიც იყვნენ სასმელის თაყვანისმცემლები. ამგვარად Coca Wine-ის მოხმარების ბაზარი მუდმივად იზრდებოდა და ჩნდებოდა მსგავსი რეცეპტის მქონე სასმელებიც.


1880-იან წლებში ფარმაცევტმა ჯორჯიიდან სახელად ჯონ პემბერტონმა შექმნა ცნობილი ამერიკული სასმელი, რომელიც ეფუძნებოდა მარიანის რეცეპტს და მან მიიღო შემდეგი სახელწოდება – “პემბერტონის ფრანგული კოკა-ღვინო”. როდესაც მის მშობლიურ შტატში 1886 წელს აიკრძალა ალკოჰოლი, პემბერტონმა გადაწყვიტა შეექმნა სასმლის უალკოჰოლო ვარიანტი და ღვინო შეცვალა სიროფით. ახალმა პროდუქტმა მიიღო სახელწოდება Coca-Cola. აღსანიშნავია ის, რომ კოკაინი რჩებოდა ერთ-ერთ ძირითად ინგრედიენტად მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში.


მიუხედავად იმისა, რომ ატლანტაში ალკოჰოლი აკრძალული იყო, “ფრანგული კოკა-ღვინოს” წარმოება გრძელდებოდა პემბერტონის სიკვდილამდე, ის მოცულობით ბევრად ჯობდა მის უალკოჰოლო ვარიანტს Coca-Cola-ს. პემბერტონი, რომელიც დამოკიდებული იყო მორფზე მას შემდეგ რაც ის დაჭრეს სამოქალაქო ომში, აქტიურად პროპაგანდირებდა თავის პროდუქტს საზოგადოების მაღალ წრეში. მან მას ასევე უწოდა “სასქესო ორგანოების შესანიშნავი აღმგზნები”, მან დაუმატა სასმელს ინგრედიენტები, რომლებიც არ იყო “მარიანის ღვინოში”, ეს ნივთიერებები ითვლება კარგ საშუალებებათ იმპოტენციის წინააღმდეგ, მან ასევე დაამატა კოლას არაქისი და კოფეინი.


მომხმარებლებს ეტაპობრივად უჩნდებოდათ შიში ნარკოტიკების მოხმარებისადმი, ამიტომაც 1903 წლიდან პემბერტონის მემკვიდრეებმა ამოიღეს კოკაინი სასმლის რეცეპტიდან, ხოლო 11 წლის შემდეგ 1914 წელს ამერიკაში და საფრანგეთში კოკაინი ოფიციალურად აიკრძალა და Coca Wine სამუდამოდ გაქრა გაყიდვიდან. Coca-Cola დღემდე აგრძელებს არსებობას და არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი გამაგრილებელი სასმელი.

loading...

მსგავსი ამბები

Close
Close