გართობაკულტურა

პოლიტიკური პარტიები უკრაინაში

2b3bbce04982
სახალხო ფრონტი – პარტია დაარსდა 2014 წელს და მისი ლიდერია არსენ იაცენუკი რომელიც უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრია და სულ ცოტახნისწინ საკუთარი ნებით გადადგა.

პარტიამ 2014 წლის ანუ ბოლო არჩევნების დროს პარლამენტში 82 მანდატი მოიპოვა რითიც რიგით მეორე პარტია გახდა უკრაინაში ის მხოლოდ პეტრო პოროშენკოს ბლოკს ჩამორჩა ხმების რაოდენობით ამჟამად სახალხო ფრონტს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 81 კაცი ჰყავს. ბოლო დროს უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო უკრაინული პოლიტიკა კრიზისშია რაც ხალხის უკმაყოფილებას ზრდის სწორედ ამიტომ სახალხო ფრონტმა მნიშვნელოვნად დაკარგა მხარდამჭერები ასევე გაიზარდა პარტიის მიმართ უარყოფითი მოწოდებები სწორედ ამ ფაქტების გამო არსენ იაცენუკს მოუხდა პრემიერმინისტრის პოსტის დატოვება მის მაგივრად აირჩა ახალი პრემიერმინისტრი ვლადიმერ გროისმანი რომელიც ამჟამადაც პრემიერია.
00a13824b4a4
პეტრო პოროშენკოს ბლოკი “სოლიდარობა” – მმართველი პარტია უკრაინაში რომლის ლიდერები არიან პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და ცნობილი უკრაინელი მოკრივე ვიტალი კლიჩკო. პეტრო პოროშენკო ადრეც აქტიურად მონაწილეობდა პოლიტიკურ მოვლენებში და იყო რამოდენიმე პარტიის ლიდერი მათ შორის ჩვენი უკრაინა რომელიც 2002 წელს მონაწილეობდა არჩევნებში და მაშინდელ პარლამენტში 5 ადგილი მოიპოვა. ბოლო დროს უკრაინაში განვითარებული მოვლენების და მაიდანის შემდეგ გამართულ არჩევნებში პეტრო პოროშენკოს ბლოკმა იმარჯვა რომელიც რამოდენიმე ოპოზიციური პარტიის გაერთიანებაა მოიპოვა პარლამენტში 132 ადგილი და დაეუფლა უმრავლესობას არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პარტიას კიდევ 4 პარლამენტარი შეურთდა რამაც რადაში ადგილების მომატება განაპირობა ბლოკი ამჟამად 136 დეპუტატითაა წარმოდგენილი და არის მმართველი მაშასადამე პირველი პარტია უკრაინაში. პეტრო პოროშენკოს ბლოკი ემხრობა ევროკავშირში ინტეგრაციას პარტია აქტიურად თანამშრომლობს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან რათა მოხდეს უკრაინის გაძლიერება პარტია არ ემხრობა პრორუსულ კურსს და მთლიანად გადართულია ქვეყნის ევროპულ ფორმირებაზე.
7dfbfe5e6cf2
ბატკივშინა – ოპოზიციური პოლიტიკური პარტია უკრაინაში რომელიც დაარსდა 1999 წელს და მისი ლიდერია უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრი იულია ტიმოშენკო. 2002-წლიდან 2007-წლამდე იულია ტიმოშენკოს ჰქონდა რამოდენიმე პარტიისგან შემდგარი ბლოკი რითიც პარლამენტში 2002 წელს 22 კაცით შევიდა 2006 წელს 129 კაცით რითიც იყო მთავარი ოპოზიციური ძალა ხოლო 2011 წელს შევიდა 156 კაცით რითიც გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში და დაეუფლა უმრავლესობას. 2012 წელს პარტიამ არჩევნებში 101 მანდატი მოიპოვა და იყო ოპოზიციაში ხოლო 2014 წელს გამართულ ბოლო არჩევნებში პარტიის რეიტინგი მნიშვნელოვნად დაეცა და ბატკივშინა მხოლოდ 19 კაცით მოხვდა პარლამენტში. იულია ტიმოშენკო უკრაინაში ძალიან ცნობილი პოლიტიკური ფიგურაა შესაბამისად უნდა ვივიარაუდოთ რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ბატკივშინა კვლავ ძლიერ პარტიულ ძალად წარმოჩინდება და შესაბამისად ბევრ მანდატს მოიპოვებს პარლამენტში.
5d9a055ef6bc
ოპოზიციური ბლოკი – ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტია უკრაინაში რომელიც პარლამენტში 43 კაცითაა წარმოდგენილი პარტია დაარსდა 2010 წელს და ოპოზიციურ ბლოკში რამოდენიმე პარტიაა გაერთიანებული. პარტია ღიად პრორუსულ კურსს ატარებს ამის გათვალისწინებით კი პარტია იმ რეგიონებში და ადგილებში იღებს ხმებს სადაც ეთნიკურად რუსები ცხოვრობენ იმის მიუხედავად რომ უკრაინის ახალი მთავრობა ღიად ევროპულია პრორუსული პარტიები მაინც მრავლობს.

მსგავსი ამბები

Back to top button