გართობაკულტურა

პოლიტიკური პარტიები იტალიაში

228909d22256
დემოკრატიული პარტია – იტალიის დემოკრატიული პარტია დაარსდა 2007 წელს მათ ამჟამად პარლამენტში 304 დეპუტატი ჰყავთ რითიც ფლობენ უმრავლესობას სენატში დემოკრატებს 114 სენატორი ჰყავთ ხოლო რეგიონალურ პარლამენტში 15 ადგილს ფლობენ რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია რეგიონებში. დემოკრატიული პარტიის დაფუძნებიდან დღემდე მათ არასოდეს გასჭირვებიათ პარლამენტში მოხვედრა და მეტიც ყოველთვის საკმაოდ დიდი ძალით იყვნენ წარმოდგენილნი იქიდან გამომდინარე რომ დემოკრატებმა 2007 წლიდან მოყოლებული 2015 წლამდე არჩევნები ორჯერ მოიგეს მათ ორი პრემიერ მინისტრი ჰყავდათ ისტორიაში რომელიც დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი იყო აქვე უნდა აღინიშნოს ის რომ ახლად დაფუძნებულმა დემოკრატებმა აქტიური კონკურენცია გაუწიეს მანამდე არსებულ უფრო მძლავრ პარტიებს რაც ბუნებრივია მათ პოლიტიკურ სიძლიერეზე და გადაწყვეტილების სისწორეებზე მიუთითებს.
b13c124e0d32
ფორზა იტალია – პოლიტიკური პარტია რომელიც დაფუძნდა 2013 წელს მისი ამჟამინდელი ლიდერი არის იტალიის ყოფილი პრემიერი სილვიო ბერლუსკონი ფორზა იტალია ერთ-ერთი პოპულარული პოლიტიკური პარტიაა იტალიაში მათ რეიტინგს ძირითადად სილვიო ბერლუსკონი განაპირობებს თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ანუ 2011-წლიდან ბერლუსკონი აქტიურად ჩაერთო ამ პარტიის ფორმირებაში შესაბამისად პარტიის რეიტინგზე იმოქმედა მისმა გამოხტომებმა და მასზე აგორებულმა სკანდალებმა რომელიც არასასიამოვნო გარიგებებთან იყო დაკავშირებული სწორედ ამ არასასიამოვნო გარიგებების და აგორებული ჭორ-მართალის გამო პარტიის რეიტინგმა მნიშვნელოვნად იკლო ამჟამად ფორზა იტალია პარლამენტში 54 კაცითაა წარმოდგენილი სენატში 42 სენატორით ხოლო რეგიონალურ პარლამენტში 1 დეპუტატით.
c2d91d8bad8e
ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა – პოლიტიკური პარტია იტალიაში რომელიც მეტად სასაცილო და უცნაური სახელით გამორჩევა მიუხედავად იმისა რომ პარტიას სასაცილო სახელი აქვს ისინი მეტად სერიოზულად გამოიყურებიან და პარლამენტში 91 დეპუტატი ჰყავთ სენატში კი 35 სენატორი ჰყავთ ხოლო რეგიონალურ პარლამენტში მათ საერთოდ არ ჰყავთ წარმომადგენელი ეს პარტია 2009 წელს დაარსდა და მას შემდეგ მოყოლებული არასდროს უჭირს პარლამენტში შესვლა მათი მხარდამჭერების რიცხვიც შესაბამისად საკმაოდ დიდია.
1c0203d4450d
პოპულარული არეა – პარტია რომელიც დაარსდა 2014 წელს ამჟამად მათ პარლამენტში 31 ადგილი აქვთ სენატში 31 სენატორი ჰყავთ ხოლო რეგიონალურ პარლამენტში საერთოდ არ ჰყავთ წარმომადგენელი. პარტიას არც თუ ისე ბევრი მხარდამჭერი ჰყავთ მაგრამ მინიმალური რეიტინგით ისინი მაინც ახერხებენ პარლამენტში მოხვედრას იქიდან გამომდენარე რომ პარტია ახალი შექმნილია ასეთ ცოტა დროში მათ მაინც საკმაო პოპულარობა მოიპოვეს ბუნებრივია წლების გასვლის შემდეგ მათი პოპულარობა უფრო გაიზრდება რადგან ასეთ მოკლე დროში მაინც კარგი წარმატების მიღწევა მოახერხეს და შევიდნენ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.

მსგავსი ამბები

Back to top button