ახალი ამბებიგასართობისაკითხავი

პოლიტიკური პარტიები ესპანეთში


სახალხო პარტია – დაარსდა 1989 წელს და ამჟამად არის ესპანეთის მთავარი პარტია დაარსებიდან დღემდე ისინი სულ ხვდებიან პარლამენტში ამჟამად კონგრესში 119 დეპუტატი ხოლო სენატში 145 ადგილი აქვთ. პარტიამ არჩევნებში მონაწილეობა სულ 8-ჯერ მიიღო აქედან 4-ჯერ პირველზე ხოლო 4-ჯერ მეორე ადგილზე გავიდა ეს მათთვის ძალიან კარგი შედეგია რაც იმის მანიშნებელია რომ მათი პოპულარობის ზრდა თუ კლება ამა თუ იმ მოვლენებთან არის დაკავშირებული და პარტიას მხარდამჭერები არ ელევა ყველაზე კარგი შედეგი მათ 2011 წელს გამართულ არჩევნებში დააფიქსირეს როდესაც სახალხო პარტიამ 186 მანდატი მოიპოვა და დაეუფლა აბსოლიტურ უმრავლესობას. სახალხო პარტია დაარსების დღიდან მონაწილეობს სხვადასხვა კოალიციებში და ასე ცდილობს პარლამენტში მოხვედრას.

სოციალისტური შრომის პარტია – დაარსდა 1879 წელს და დღემდე აქტიურად მოღვაწეობს ამჟამად მათ კონგრესში 89 დეპუტატი ხოლო სენატში 66 ადგილი აქვთ შრომის პარტია პოპულარობით მეორეა ესპანეთში პარტიამ ყველაზე ცუდი მაჩვენებელი 2015 წელს გამართულ არჩევნებში დააფიქსირა როდესაც პარლამენტში 90 ადგილი მოიპოვა ეს პარტიის ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მაგრამ ამის და მიუხედავად სოციალისტები მაინც გავიდნენ მეორე ადგილზე მათ ხმები ძირითადად პარტია ჩვენ შეგვიძლია-სთან დაკარგეს რომელიც პოლიტიკაში სულ ცოტახნისწინ გამოჩნდა და თანაც ძალიან აქტიურად.

ჩვენ შეგვიძლია – ყველაზე მზარდი რეიტინგის მქონდე პარტია ესპანეთში რომელიც 2015 წელს დაარსდა და ბევრისთვის მოულოდნელად არაჩვეულებრივი შედეგი აჩვენა ამჟამად კონგრესში 65 კონგრესმენი ხოლო სენატში 23 სენატორი ჰყავთ. პარტიის წევრთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება რაც მათ პროგრესირებად რეიტინგზე მიუთითებს ჩვენ შეგვიძლია ძირითადად ორიენტირებულია სოციალურ პრობლემებზე და მათ პარტიულ რიგებში ასევე არის რამოდენიმე უნარშეზღუდული ადამიანი რამაც მე ვფიქრობ პარტიის რეიტინგი მნიშვნელოვნად გააუნჯობესა ეს ყველა პარტიისათვის ნამდვილად კარგი მაგალითია. პარტიამ უმოკლეს დროში ძალიან კარგი შედეგი აჩვენა ამიტომაც მომავალში ისინი სერიოზულ კონკურენციას გაუწევენ სახალხო და შრომის პარტიებს.

დემოკრატია და თავისუფლება – ახალი პარტია რომელიც დაარსდა 2015 წელს და პირველი არჩევნების კვალობაზე რომელიც ასევე 2015 წელს გაიმართა ასე თუ ისე კარგი შედეგი აჩვენა ამჟამად პარტიას კონგრესში 8 დეპუტატი ჰყავს ხოლო სენატში 6 სენატორი პარტია კატალონიაში ჩამოყალიბდა ამიტომაც ძირითადად კატალონიელი ხალხის ინტერესებს ეფუძნება პარტიას მომავალში მე ვფიქრობ უფრო მზარდი რეიტინგი ელოდება და ესპანეთის ერთ-ერთ ძლიერ პარტიად უნდა ჩამოყალიბდეს რასაც მომავალი საპარლამენტო არჩევნები გვიჩვენებს რომელიც ესპანეთში 2019 წელს გაიმართება.

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close