ახალი ამბებიგასართობისაკითხავი

პოლიტიკური პარტიები გერმანიაში


ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი – მთავარი პარტია გერმანიაში რომელიც 1945 წელს დაარსდა და ამჟამად პარლამენტში 254 ადამიანითაა წარმოდგენილი რაც უმრავლესობას წარმოადგენს. დაარსების დღიდან პარტიამ 18 არჩევნებში მიიღო მონაწილეობა საიდანაც 12-ჯერ აბსოლიტური უმრავლესობა მოიპოვა პარტიის ამჟამინდელი ლიდერი გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელია რომელიც ბუნებრივია პარტიის წარმატებაში დიდ როლს თამაშობს. დაარსებიდან დღემდე პარტიას ყველაზე კარგი მაჩვენებელი 1990 წლის არჩევნებში ჰქონდა როდესაც 268 პარტიის წევრით იყო პარლამენტში წარმოდგენილი ხოლო ყველაზე ცუდი შედეგი მათ 1949 წელს დადეს როდესაც 115 კაცით იყვნენ წარმოდგენილნი აქვე უნდა აღვნიშნო ის რომ 1949 წელს გამართული არჩევნები პარტიისთვის პირველი იყო და მას შემდეგ ისინი სულ ახერხებენ პარლამენტში მოხვედრას. პარტიას ისტორიაში 5 კანცლერი ჰყავდა.

სოციალ-დემოკრატიული პარტია – დაარსდა 1875 წელს და დღესდღეისობით პარლამენტში 193 კაცითაა წარმოდგენილი ის მხოლოდ ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს ჩამორჩება ის გერმანიის რიგით მეორე პარტიაა და სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან ასევე ქრისტიან-სოციალურ კავშირთან ერთად მონაწილეობას იღებს და წარმოადგენს აბსოლიტურ უმრავლესობას. პარტიას ისტორიაში 8 კანცლერი ჰყავდა. სწორედ სოციალ-დემოკრატიული პარტია არის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ძირითადი კონკურენტი.

ქრისტიან-სოციალური კავშირი – რიგით მესამე პარტია გერმანიაში რომელიც 56 კაცითაა წარმოდგენილი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ეს პარტია დაარსდა 1945 წელს და მას შემდეგ არასდროს გასჭირვებია პარლამენტში შესვლა. ქრისტიან-სოციალური კავშირიდან არასოდეს არავინ ყოფილა კანცლერი რაც იმას ნიშნავს რომ მათ აბსოლიტური უმრავლესობა ვერასდროს მოიპოვეს პარლამენტში ისინი საკმაოდ მძლავრ პარტიად მიიჩნევიან.

მემარცხენე პარტია – გერმანიის მემარცხენე პარტია დაარსდა 2007 წელს და ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა პარტიაა გერმანიაში მემარცხენეები დაარსების დღიდან ყოველთვის ხვდებიან უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და ამჟამად წარმოდგენილნი არიან 64 კაცით. პარტიას ყველაზე კარგი შედეგი საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირებული აქვს 2009 წელს როდესაც 76 ადგილი მოიპოვეს პარლამენტში მემარცხენეებს სულ 3 არჩევნებში აქვთ მონაწილეობა მიღებული სადაც 2005 წელს 54 მანდატი მოიპოვეს 2009 წელს 76 ხოლო 2013 წელს ანუ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში 64 როგორც ხედავთ პარტია ძალიან ახალგაზრდაა და სულ რამოდენიმე წელს ითვლის მაგრამ ამას მათი პოპულარობისთვის ხელი არ შეუშლია და მეტიც ასეთ მოკლე დროში მემარცხენეებმა მანამდე არსებულ უფრო მრავალწლიანი ისტორიის მქონე პარტიებსაც აჯობეს.

ალიანსი 90/მწვანეები – გერმანიის მწვანეთა პარტია დაარსდა 1979 წელს ხოლო 1993 წლიდან გადაკეთდა ალიანსი90/მწვანეებად ისინი საკმაო პოპულარობით სარგებლობენ და ბევრი აქტიური მხარდამჭერი ჰყავთ. დაარსებიდან დღემდე პარტია ყოველთვის იღებდა არჩევნებში მონაწილეობას სულ 10 ჯერ აქედან 9-ჯერ მოახერხეს პარლამენტში შესვლა პარტიის ისტორიაში ყველაზე კარგი თარიღი 2009 წელია როდესაც 69 კაცით იყვნენ პარლამენტში ახლა კი 63 მანდატი აქვთ ყველაზე ცუდი თარიღი კი 1980 წელია როდესაც მათ პირველად მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა და ვერ შევიდნენ პარლამენტში.

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close