გასართობისაკითხავისასარგებლო

თავისუფლება – სულის ეგზისტენციალური მოთხოვნილება თუ უხეშად დარღვეული სხვისი უფლებები

თავისუფლება არის, ყველაფრის კეთების უფლება რაც კანონით არ არის აკრძალული. ეს გახლავთ თავისუფლების სამართლებრივი განმარტება, თუმცა მხოლოდ ამ განმარტების მიხედვით თუ ვიმოქმედებთ მივალთ არაეთიკურ უტოპიამდე. თავისუფლება უფრო სუბიექტის მდგომარეობაა, როდესაც თავად არის თავისი ქმედებების ინიციატორი, როდესაც მისი ქმედებები ხორციელდება კანონების, საზოგადოებრივი და ეთნიკური განვითარების გათვალისწინებით. მაიას ტომებში ან აცკეტებში როდესაც იბადებოდა ბავშვი მას არ თვლიდნენ მონად ან თავისუფალ ადამაინად. ის იბადებოდა ინდივიდად, რომელიც თავისი ქმედებებით თავად ავლენდა მის სტატუსს. თუ მას გააჩნდა მიზნები, იყო ამბიციური და აქტიურად ცდილობდა ცხოვრების სტრატეგირებას ის ითვლებოდა თავისუფალ ადამაინად.  ეს თანამედროვე ცხოვრებაში გადატანითი მნიშვნელობით ბრწყინვალე მაგალითს გვაძლევს. ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ ჩვენი თავისუფალი გზა, მივიღოთ გადაწყვეტილებები თავად, თვითონ გადავწყვითოთ რა გვინდა მომავალში, რისკენ უნდა ვილტვოდეთ და რა გზით მივაღწიოთ წარმატებებს, ან დავემორჩილოთ სხვის მითითებებსა და სურვილებს.   თავისუფლებას ყველა ჩვენგანისთვი ინდივიდუალური მნიშვნელობა აქვს.  შეუძლებელია თითოეული ინდივიდი იყოს აბსოლიტურად თავისუფალ განზომილებაში, მაშინ ხომ ვერ დავაღწევთ თავს სისხლიან ომს, რომელსაც გამოიწვევს ჩვენი თავისუფლების გამოვლინებით სხვისი დაზიანება.  მივდივართ დასკვნამდე, რომ ჩვენი თავისუფლება მთავრდება იქ სადაც იწყება სხვისი უფლება.


თანამედროვე მოზარდები, და არამხოლოდ მოზარდები ძალიან ბევრის უფლებას აძლევენ საკუთარ თავს. სოციალურ ქსელებში აზრის გამოთქმის ნეგატიური ფორმები ძალიან მომრავლდა. ყველას გაქვთ ნანახი ამა თუ იმ ადამიანის ფოტოზე საკმაოდ უხეში და ბილწი კომენტარები. იტყვით რომ ეს სიტყვის თავისუფლებაა? ასეთი ადამაინები ახდენენ ადამიანის ძირითადი უფლებებით დაცულ სფეროში ჩარევას. მათი საქციელი გაუმართლებელია და სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში თავისუფლების კონცეფცია არასწორად ესმით. გაურკვეველი მიზეზების გამო ადამიანები საკუთარ თავს სხვებზე უფრო მაღლა აყენებენ და ,,ბოროტად იყენებენ” ე.წ. თავისუფლებას.

ავიღოთ სამეზობლო სამართალი. ალბათ გაწუხებთ ხოლმე მეზობლების ხმაური, კარაოკე ბარები კორპუსების პირველ სართულზე, ამ ბოლო ხანებში სადარბაზოებში აბაზანიდან გასანიავებელი სისტემებიც შევნიშნე.. დიახ ეს ნორმალურია თავისუფლების ნაწილია. რათქმაუნდა საქართველოს კანონმდებლობა აწესრიგებს ამ ხარვეზებს, თუმცაღა რამდენად აღსრულებადია ეს ცალკე თემაა.

 

ამ პოსტის გაკეთება იმიტომ გადავწყვიტე, რომ დავრწმუნდი თანამედროვე ადამიანები არ უწევენ ანგარიშს სხვის აზრს და მუდმივად აყენებენ სხვებს მორალურ ზიანს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ თავისუფლება ცხოვრების აუცილებელი კომპონენტია, მაგრამ თქვენ მარტო არ ხართ დედამიწაზე. ნუ ფიქრობთ მხოლოდ თქვენთვის პრიორიტეტულ ღირებულებებზე.

loading...

მსგავსი ამბები

Close
Close