TECH & მეცნიერებაგართობა

წიგნები მოზარდებისთვის (ნაწილი 2)

literature books 584

მოგესალმებით რადგან იყო სურვილი, მე ვამატებ წიგნების პოსტის მეორე ნაწილს.წინა პოსტში რათქმაუნდა ყველა ის წიგნი არ დამიწერია რომელიც ძალიან მომწონს და არაფრით არ ჩამოუვარდება წინა წიგნებს, ამიტომ ეხლა შემოგთავაზებთ რამოდენიმე წიგნს.

257ddb8292b3

  • ”მადამ ბოვარი”-შეუდარებელი მწერლის გუსტავ ფლობერის ნაწარმოები,ძალიან ცნობილი წიგნია ასევე ცნობილია ის ფაქტი,რომ  ეს ნაწარმოები პირველი იყო გუსტავ ფლობერის,რომელმაც დიდი აღიარება მოუტანა მწერალს ასეთი ფაქტი კი ძალიან იშვიათობაა როცა პირველივე ნაწარმოებით გაღიარებენ უმაგრეს მწერლად.იმის შემდეგ რაც მონასტერში აღზრდილი ემა რუო გაყვება ცოლად ერთ უბრალო არაფრითგამორჩეულ ექიმს მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება. წიგნი არის რომანტიული ჟანრის ამიტომ ვისაც მოგწონთ რომანტიული ჟანრის წიგნები ”მადამ ბოვარი საუკეთესო არჩევანია.ჩემი აზრით მადამ ბოვარი ყველა ადამიანს უნდა  ჰქონდეს წაკითხული იმიტომ რომ ძალიან ცნობილი წიგნია და უბრალოდ ყველას უნდა ჰქონდეს მადამ ბოვარზე წარმოდგენა.

48d2e604ba34

  • ”მოუთმენლობა გულისა”-ძალიან ცნობილი მწერლის შტეფანცვაიგის თავბრუდამხვევი რომანი უსაზღვროდ გულისამაჩუყებელი და დამაფიქრებელი. წიგნი არ არის რთულად გასაგები. ახალგაზრდა ყმაწვილი კავალერისტი ტონი ჰომფილერი მოხვდება ძალიან მდიდარი კაცის წვეულებაზე და ამ წვეულებაზე თავს დაატყდება დიდი უხერხულობა და სირცხვილი. სწორედ ამ უხერხულობიდან დაიწყება თავბრუდამხვევი და ამაღელვებელი ამბავი.ეს ის შემთხვევაა როცა წიგნის შინაარს ღრმად აღარ გაგაცნობთ რადგან ეს სიამოვნება მხოლოდ წიგნის კითხვის დროს უნდა შეიგრძნოთ, მაგრამ გეტყვით რომ ნამდვილად არ ინანებთ.

0a908e690d69

  • ”მგლის ბილიკი”-არ შემეძლო წიგნების პოსტში არ შემეტანა ქართული ნაწარმოები კერძოდ მგლის ბილიკი. წიგნი არის დეტექტიური ჟანრის მე ძალიან მიყვარს დეტექტივი.”მგლის ბილიკი”საკმაოდ საინტერესო წიგნია და ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ იგი ქართველმა მწერალმა ალექსანდრე იასაღაშვილმა დაწერა.გამომძიებელი ტყეში იპოვის ადამიანის თითს. სწორედ თითის პოვნიდან დაიწყება მთელი საგამომძიებლო თავგადასავალი და საიდუმლოებით მოცული ამბავი.

მე ამ პოსტში მეტ წიგნს აღარ გთავაზობთ  თუ თქვენ მოგეწონებათ ჩემს მიერ შერჩეული წიგნების მეორე ნაწილი აუცილებლად დავდებ მესამე ნაწილსაც იმედი მაქვს მოგეწონებათ.

მსგავსი ამბები

Back to top button