15 უცნაური ცხოველი
წარმოგიდგენთ 15 ყველაზე უცნაურ ცხოველს, რაც კი ოდესმე გინახავთ.
ფოთლოვანი ზღვის დრაკონი
სახელი დაერქვა ჩინური მითოლოგიის მიხედვით. იგი იყო მშვიდობის სიმბოლო. მისი სხეული დაფარულია ფოთლის მსგავსი გამონაზარდებით, რაც საოცრად ნიღბავს წყალქვეშ და მხოლოდ პატარა ფარფლებითა და მოძრავი თვალებით შეიძლება მისი ამოცნობა.
ზღვის ცხენის მსგავსად მამრი ძღვის დრაკონი უვლის 150-200 კვერცხს. მდედრის მიერ დადებული კვერცხები 8 კვირის განმავლობაში ინახება ფიჭის მსგავს ტერიტორიაზე მამრის კუდის ქვეშ. ძღვის დრაკონებს არ აქვთ კბილები და კუჭი. ფოთლოვანი ძღვის დრაკონები დაცულია ავსტრალიის მთავრობის მიერ 1982 წლიდან.
მზის დათვი
ძირითადად ბინადრობს სამხრეთ აზიის ტროპიკულ ტყეებში. იგი ყველაზე პატარა დათვია (1,2მ). მისი პატარა სიმაღლის გამო ხშირად უწოდებენ ძაღლისებრ დათვს. მას აქვს 5 სმ კუდი და საშუალოდ იწონის 65 კგ-ს. მამრი მდედრზე შედარებით დიდი მასისაა.
სხვა დათვებისგან განსხვავებით მზის დათვების კუდი მოკლე და გლუვია. ზურგს უფარავს შავი, ან ყავისფერი, მკერდს კი ნარინჯისფერი, ან ყვითელი, ნალის ფორმის ბეწვი.
მეცხვარე ძაღლი
მდედრი დაახლოებით 69 სმ, მამრი კი 72-76 სმ სიმაღლისაა. მათი სხეული სულაც არ არის ისეთუ უხეში და მძიმე, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს.
მათი სქელი, გრძელი ბეწვი (რომლისგანაც ქურქსამზადებენ) დრედებს მოგაგონებთ. ლეკვის ბეწვის ქურქი რბილი და ფუმფულაა. ასეთი ქურქი რთული მოსავლელია და რეგულარულად სჭირდება გარეცხვა.
ანგორული კურდღელი
ეს არის შინაური კურდღელი, რომლის ჯიშიც გამოიყვანეს გრძელი, რბილი თმის გამო. მისი პირველი წინაპარი, ანგორულ კატასა და ანგორულ თხასთან ერთად, გვეხვდება თურქეთში, ანკარაში. პოპულარული იყო 1700-იან წლებში, საფრანგეთში, იქიდან კი გავრცელდა მთელ ევროპაში. შეერთებულ შტატებში პირველად 1900-იან წლებში გამოჩნდნენ.
არსებობს ანგორული კურდღლის მრავალი ინდივიდუალური ჯიში, მაგ: ფრანგული, გერმანული, გიგანტური, ფინური, ინგლისური, ატლასისებრი, ჩინური, შვეიცარიული და სხვ.
წითელი პანდა
წითელი პანდა (კაშკაშა პანდა) ძირითადად ბალახისმჭამელი ძუძუმწოვარია. იგი სიგრძით ოდნავ აღემატება შინაურ კატას (55 სმ). სქელი ბეწვი იცავს სიცივისგან. ძირითადად ბინადრობს ნეპალსა და სამხრეთ ჩინეთში.
ზარმაცა
ბინადრობს ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. ძირითადად იკვებებიან კვირტებითა და ნაზი ფოთლებით, თუმცა ასევე შეუძლიათ ჭამონ მწერები, ხვლიკები და ლეში.
იმპერატორი ტამარინი
სახელი შეარქვეს მისი გერმანიის იმპერატორ ვილჰელმ მეორესთან მსგავსების გამო. ბინადრობს აღმოსავლეთ პერუში, ჩრდილოეთ ბოლივიასა და დასავლეთ ბრაზილიაში. ცხოველის სიგრძეა 24-26 სმა, კუდი-35 სმ. იწონის დაახლოებით 300-400 გრამს.
თეთრ სახიანი საკი-მაიმუნი
ასევე ცნობილია, როგორც ოქროს სახიანი საკი. ბინადრობს სურინამში, გაიანაში, ვენესუელაში, საფრანგეთსა და ბრაზილიაში. ძირითადად იკვებება ხილით, მცენარეთა თესლითა და მწერებით.
ტაპირი
უხეში, ღორის ფორმის მსგავსი ძუძუმწოვარა. ბინადრობენ ჯუნგლებსა და ტყის რეგიონებში სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკასა და სამხრეთ აზიაში.
მიქსინა
მეცნიერები მას ყველაზე ამაზრზენ ზღვის ცხოველს უწოდებენ. მიქსინას შეუძლია გამოყოს დიდი რაოდენობის წებოვანი ლორწო, რომლის დახმარებითაც იგი ხელიდან უსხლტება მტაცებელს.
ვარსკვლავცხვირა მოლი
ბინადრობს აღმოსავლეთ კანადასა და ჩრდილოეთ შტატებში. იკვებება პატარა უხერხემლოებით, წყლის მწერებით, ჭიებითა და მოლუსკებით. კარგად შეუძლია ცურვა და გვირაბების გათხრა. მისი კუდი ცხიმების რეზერვია. პირზე გამოზრდილ საცეცებს იყენებს ჭიების, კიბოსნაირებისა და მწერების დასაჭერად.
აქსოლოტლი
ბინადრობს მექსიკაში. ხშირად ჰყავთ შინაურ ცხოველებად სახლში აშშ-ში, იაპონიაში, ბრიტანეთსა და ავსტრალიაში.
ალპაკა
შინაური ცხოველი, რომელიც გავრცელებულია სამხრეთ ამერიკაში. მისი ბეწვისგან ამზადებენ საბნებს, სვიტრებს, წინდებს ქუდებს, ხელთათმანებს, შარფებსა და ქურთუკებს.
იეტი კრაბი
აღმოაჩინეს 2005 წელს, წყნარი ოკეანის სამხრეთით. არის დაახლოებით 15 სმ სიგრძის და აქვს აბრეშუმის მსგავსი ბეწვი. იკვებება მწვანე წყალმცენარეებით.
სქელი თევზი
ბინადრობს ღრმა წყლებში, ავსტრალიასა და ტასმანიაში. მისი ხორცი არის ჟელატინის მასა, რომელიც სიმკვრივით ოდნავ ნაკლებია წყალზე. ეს ეხმარება მას, გამოყოს ენერგია ცურვისთვის. კუნთების ნაკლებობა მისთვის ნაკლი არ არის, იგი ყლაპავს ყველაფერს, რაც მის წინ გაცურავს.