გართობა

ცხვირსახოცის ისტორია

Image Hosted by ImageShack.us

 

 

შეიძლება ახლა ყველას უცნაურად მოეჩვენოს, რომ ცხვირსახოცი, ურომლისოდ თანამედროვე ადამიანის ცხოვრება წარმოუდგენელია, მხოლოდ XIII საუკუნეში გამოიგონეს. მის სამშობლოდ იტალია მიიჩნევა. პირველი, ვისაც ხელში ცხვირსახოცი სჭერია, იშვიათი სილამაზის დიდგვაროვანი, ვენეციელი მანდილოსანი ყოფილა.

საფრანგეთში ერთერთი პირველი, ვის ხელშიც ცხვირსახოცი დაინახეს, მშვენიერი სეფექალი, დიანა დე პუატიე იყო. მისი მიბაძვით სხვა პარიზელმა მანდილოსნებმაც დაიწყეს ცხვირსახოცის ხმარება.

1595 წელს ცხვირსახოცმა გერმანიასა და ინგლისშიცშეაღწია¨. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ცხვირსახოცი ფუფუნების საგანი იყო და დაბალი ფენის წარმომადგენლებს მისი ტარება ეკრძალებოდათ.

აღმოსავლეთის ქვეყნებში ცხვირსახოცს მამაკაცები ქამრებზე იკეთებდნენ.

როდის შემოვიდა ცხვირსახოცი საქართველოში, ზუსტად ვერ ვიტყვით, მაგრამ სულხანსაბა ორბელიანი თავის ლექსიკონში ცხვირსახოცსსაცხვირო მანდილს¨ უწოდებდა. ჩვენში მასკნეინები¨ იყენებდნენ.

XIX . დასასრულს ფრანგმა პროფესორმა გიუიომ ქაღალდის ცხვირსახოცის იდეა წამოაყენა, უფრო ადრე ქაღალდის ცხვირსახოცი გამოიგონეს იაპონიაში.

XIX . დამლევს ამერიკაში გამოდიოდა გაზეთიცხვირსახოცი¨, რომელიც ტილოზე იბეჭდებოდა დაწაკითხვის შემდეგ ცხვირსაწმენდად გამოიყენებოდა.

მსგავსი ამბები

Back to top button