TECH & მეცნიერებაგართობა

ვარსკვლავების წარუმატებელი ფოტოები

4b52489f9d6e
1) იგი პოპი – (Iggy Pop)
იგი პოპი (ნამდვილი სახელი ჯეიმზ ნიუელ ოსტერბერგ უმცროსი) არის ამერიკელი როკ-მუსიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი. ზედმეტსახელი იგი შეიძინა კოლეჯში სწავლისას, როდესაც ადგილობრივ ჯგუფ The Iguanas-ში დასარტყმელებზე უკკრავდა. ის არის ჯგუფ The Stooges-ის წამყვანი ვოკალისტი, მისი მუსიკა სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრს მოიცავს. მათ შორის არის მძიმე როკი, ახალი ტალღა, პოპი, ჯაზი, არტ-როკი და ბლუზი. აღსანიშნვია ის ფაქტი, რომ 2010 წელს, The Stooges-თან ერთად შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.

1f14c8209c1e
2) ბიონსე ნოულსი – (Beyonce) (სცენაზე წაიქცა)
f81c241ab28f
ბიონისე არის ამერიკელი მოდის დიზაინერი, R&B-ის მომღერალი, მსახიობი,პროდიუსერი და მოცეკვავე. მან, როგორც ვიცით წარმატება მოიპოვა R&B ქალთა გუნდში Destiny’s Child, რომელიც დღემდე მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი ქალთა ჯგუფის ტიტულს ინარჩუნებს.

9d3a8ec6722e

3) ანჯელინა ჯოლი – (Angelina Jolie)
ab45153ab0c1
ამერიკელი კინომსახიობი, ანჯელინა ჯოლი მედიის მიერ ხშირადაა აღიარებული მსოფლიოს ერთერთ ულამაზესს ქალად, ხოლო მისი არაეკრანული, პირადი ცხოვრება ფართოდაა გაშუქებული. მას მიღებული აქვს სამი ოქროს გლობუსი, ორი კინომსახიობთა გილდიის პრემია და ოსკარი.
ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მაღალანაზღაურებადი მსახიობი ჰოლივუდში. მან თავისი ყველაზე დიდი კომერციული მოგება ნახა მძაფრსიუჟეტიანი კომედიური ჟანრის ფილმით „მისტერ და მისის სმიტი“. ანჯელინა დაშორდა თავის პირველ მეუღლეს და მეორესაც, ამჯამად მსახიობი ბრედ პიტთან ერთად ცხოვრობს, რითაც მსოფლიო მედიის ყურადღება დაიმსახურა. ჯოლის და პიტს ჰყავთ სამი აყვანილი ბავშვი და სამი ბიოლოგიური შვილი. ჯოლი დაკავებულია საქველმოქმედო საქმეებით მთელ მსოფლიოში და ასევე ის თანამშრომლობს UNHCR-სთან. (ლტოლვილთა ორგანიზაცია)

d9ed5d27f090

4) ჯიმ კერი – (Jim Carrey)
ჯეიმზ იუჯინ „ჯიმ“ კერი არის კანადელ-ამერიკელი მსახიობი და კომიკოსი, ასევე ის არის ორგზის ოქროს გლობუსის მფლობელი . ჯიმ კერი ცნობილი გახდა ფილმებით: „ეის ვენტურა – ცხოველების დეტექტივი“ , „ნიღაბი“ , „მეკაბელე“ . ჯიმ კერიმ მიიღო ოქროს გლობუსი ფილმებისთვის „ტრუმენის შოუ“ და „ადამიანი მთვარეზე“. წარმატებით სარგებლობდა კერის შემდგომი ფილმებიც, როგორიცაა „დიკის და ჯეინის გართობა“ და „ყოველთვის თქვი დიახ“ (2014).
ნახეთ ვიდეო:

d427512daf16
5) ვიქტორია სილვსტედტი – (Victoria Silvstedt)
4f0dba818d16
შვედმა მოდელმა, მომღერალმა და ტელეწამყვანმა ვიქტორია სილვსტედტმა ახლახანს 40 წლის იუბილე აღნიშნა. ტელეშოუ „იღბლიანი ბორბალი“-ის (Wheel of Fortune) წამყვანმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის თავისუფლად ფლობს იტალიურს, ფრანგულს, შვედურს და რუსულს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ “PlayBoy-ს” ყველა დროის 10 ყველაზე სექსუალური მოდელიდან, ვიქტორია სილვსტედტიც შესულია ამ ათეულში.

4db0fee0e987

6) უილიამ ბრედლი „ბრედ“ პიტი ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერია. პიტი მედიის მიერ აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მამაკაცი. პიტს ჯოლისთან ჰყავს ექვსი შვილი, აქედან სამი ბიოლოგიური. პიტი უფრო მეტად ჩართულია სოციალურ საქმეებში.
793950b9a8b2
ბრედმა მრავალ ფილმში ითამაშა, მათ შორის „ოუშენის 12 მეგობარი“, „ტროა“. 2005 წელს კი ითამაშა ფილმში „მისტერ და მისის სმითები“, სადაც მას პარტნიორობას უწევდა ანჯელინა ჯოლი- ისინი დაქირავებული მკვლელი ცოლ-ქმრის როლს ასრულებდნენ.
9dc81f9385d3
7) ჯესიკა სიმპსონი – (Jessica Simpson)
ჯესიკა სიმპსონი ამერიკელი პოპ მომღერალი და მსახიობია. მან შვიდი Billboard Top 40 ჰიტი გამოუშვა და სამი ოქროს და ორი მულტი-პალტინის ალბომის ავტორია.

c2e0f588775f
8) ჯონი დეპი – (Johnny Depp)
17810c025cc4
ჯონი ამერიკელი მსახიობი, მუსიკოსი და პროდიუსერია . ფლობს ოქროს გლობუსის და კინომსახიობთა გილდიის ჯილდოებს. მან ითამაშა წარმატებულ ფილმებში „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“ , ასევე „კარიბის ზღვის მეკობრეების“ ფილმებში , რომელიც გამოდის დღემდე.
ჯონი დეპს მიღებული აქვს ოქროს გლობუსი ფილმისათვის „სუინი ტოდი“ და კინომსახიობთა გილდია ფილმისათვის „კარიბის ზღვის მეკობრეები“. ჟურნალმა „People“ მსახიობი 2-ჯერ დაასახელა „ყველაზე სექსუალურ მამაკაცად“. 2012 წელს კი მ სახიობი შევიდა გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში, როგორც მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი, $75 მილიონზე მეტი დოლარით.

4cd5e66ebd0a
9) ჰიუ ჯეკმენი – (Hugh Jackman)
43a7bf169c44
ავსტრალიელი მსახიობი და დამსახურებული მომღერალი -ჰიუ ჯეკმენი არის ოქროს გლობუსის მფლობელი. სასცენო მიუზიკლების მსახიობი – ჯეკმენი მსოფლიოში უმეტესწილად ცნობილია მისი როლებით რამდენიმე მაღალბიუჯეტიან ფილმში, მათ შორის „იქს ადამიანები“, „პრესტიჟი“ და „ავსტრალია“. ხოლო ეს ფილმი „კეიტი და ლეოპოლდი“ ყველასათვის ცნობილი და ხილვადია…
eb7c8a6fba32
მისასალმებელია , 2009 წელს დამსახურებულად გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანზე.

603ae7a8bfc9
10) გოლდი ჰოუნი – ( Goldie Hawn)
ცოტა ხნის წინ 64 წლის კურტ რასელი და 70 წლის მსახიობი- გოლდი ჰოუნი კოლორადოდან დაბრუნდნენ, სადაც ზამთრის შვებულება გაატარეს. ჟურნალისტები წერდნენ, რომ 30 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილმა ოფიციალურად იქორწინა, ამას ადასტურებდა ჰოუნის ბეჭედიც, თუმცა თავად მსახიობები ამ ინფორმაციას უარყოფენ.
4127c58dee5a
11) ბილ კაულიტცი – (Bill Kaulitz)
ბილი და ტყუპის ცალი ძმა- ტომი დაიბადნენ ლაფციგში, გერმანია.
ბილი გერმანული ჯგუფის „Tokio Hotel“ ვოკალისტია. 2014 წელს ბილი პირველად გამოვიდა მოდელის როლში, მოდის სახლის Dsquared-ის ჩვენებაზე…

b603501bfd66
12) ჯესიკა ალბა – (Jessica Alba)
ამერიკელი მსახიობის და მოდელის , ჯესიკას სურათი ყველაზე პოპულარული მამაკაცების ჟურნალის, „Playboy“-ის მარტის ნომრის გარეკანზე იყო განთავსებული… როგორც მსახიობი ჯესიკა ძალიან ბევრი კინოპრემიის ლაურეატი და ნომინანტია, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ოქროს გლობუსის 2001 წლის ნომინაციაა.

blogerlady

age: 14
Back to top button