გასართობისაკითხავისასარგებლო

10 ფაქტი თეოდორ რუზველტის შესახებ

Image and video hosting by TinyPic

#1 რუზველტის დედა და მეუღლე ერთ დღეს გარდაიცვალა

1884 წლის ვალენტინობის დღეს თეოდორის დედა ტიფმა იმსხვერპლა, იმავე სახლის ზედა სართულზე კი რუზველტის პირველი ცოლი ალისა მშობიარობას გადაჰყვა. “სინათლე გაქრა ჩემი ცხოვრებიდან”-წერდა იმ ღამით თეოდორი თავის დღიურში.

#2 რუზველტი ნიუ-იორკის პოლიციის კომისარი იყო

1995 წელს მისი დანიშვნის შემდეგ რუზველტმა სცადა ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული პოლიციის განყოფილების რეფორმირება. მომავალი პრეზიდენტი რეგულარულად გადიოდა შუაღამით, რათა დარწმუნებულიყო, რომ ოფიცრები თავიანთ ქვედანაყოფებს ამოწმებდნენ. მისმა სურვილმა, კვლავ აეკრძალათ კვირაობით სალონებში ალკოჰოლური სასმლის გაყიდვა, თეოდორი ძალიან არაპოპულარულ ადამიანად აქცია ნიუ-იორკში, მაგრამ ის კვლავ იბრძოდა ამ კანონისთვის მას შემდეგაც კი, რაც ორი მუქარის წერილი მიიღო.

#3 რუზველტი შიშველი ცურაობდა პოტომაკის მდინარეში

პრეზიდენტობის დროს რუზველტი ხშირად იპარებოდა თეთრი სახლიდან, საპრეზიდენტო იახტით დაცურავდა პოტომაკის მდინარეში და რეგულარულად აწყობდა ექსპედიციებს კლდოვან სანაპიროებზე და იქ რევოლვერით სამიზნეში სროლაში ვარჯიშობდა, დაძაბული გასეირნების შემდეგ კი სრულიად შიშვლდებოდა და მდინარეში გრილდებოდა.

#4 რუზველტმა მოიგო ნობელის მშვიდობის პრემია
პრეზიდენტმა სახელი გაითქვა ამერიკა-ესპანეთის ომის დროს. 1906 წელს მას ნობელის პრემია გადასცეს თავისი როლისთვის პორტსმუთის ხელშეკრულების მედიატორობაში, რომელიც დასრულდა რუსეთ-იაპონიის ომით. რუზველტი იყო პირველი ამერიკელი, რომელმაც მიიღო ჯილდო, თავისი ფულადი პრიზი კი  გამოიყენა სამრეწველო მშვიდობის შენარჩუნებისთვის.

#5 რუზველტი იყო პირველი პრეზიდენტი, რომელმაც დატოვა ქვეყანა

1906 წლის ნოემბერში რუზველტი ლუიზიანას გემით გაემგზავრა, რათა პირადად შეემოწმებინა პანამის არხის მშენებლობა.

#6 კრივის დროს იგი ცალი თვალით დაბრმავდა

რუზველტი მონაწილეობდა ჰარვარდის უნივერსიტეტის კრივის ჩემპიონატებში და ბრძოლა თავისი პოლიტიკური კარიერის დროსაც არ შეუწყვიტავს. თეთრ სახლში ყოფნის დროს იგი ხშირად გამოდიოდა პროფესიონალ მოკრივეთა წინააღმდეგ სანამ ერთ-ერთმა არტილერიის ოფიცერმა ცალი თვალით არ დააბრმავა.

#7  რუზველტი იყო მწერალი

ახალგაზრდობაში რუზველტი გატაცებული იყო კითხვითა და წერით. მან თავისი პირველი წიგნი “საზღვაო ომი 1812 წელს” 23 წლის ასაკში დაწერა და სერიოზული ისტორიკოსის რეპუტაცია შეიქმნა. თავისი სიცოცხლის განმავლობაში თეოდორმა 38 წიგნი დაწერა, მათ შორისაა ავტობიოგრაფია, ოლივერ კრომველის ბიოგრაფია და ნიუ-იორკის ისტორია. იგი ასევე წერდა საჟურნალო სტატიებს ნადირობისა და საზღვაო აღმოჩენების შესახებ.

#8 იგი იყო კლუბის “სწრაფი პუდინგი” წევრი

მიუხედავად იმისა, რომ რუზველტი ჯერ ჰარვარდის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტი იყო, კლუბში მაინც მიიღეს არჩევნების გზით, შემდეგ კი მდივნადაც აირჩიეს. ამ კლუბის წევრები ასევე იყვნენ ჯონ ადამსი, ჯონ კუინსი ადამსი, ფრანკლინ რუზვენდი და ჯონ კენედი.

#9 რუზველტმა დალაშქრა მატერჰორნი

მიუხედავად იმისა, რომ ჰარვარდის დოქტორმა სარჯენტმა იგი გააფრთხილა, რომ მისი გადაწყვეტილება არასწორი იყო და სუსტი გულის ქონის გამო შეიძლებოდა სიცოცხლე ფატალურად დაესრულებინა, თეოდორი მაინც არ დანებდა: “ექიმო, მე ვაპირებ იმ ყველაფრის გაკეთებას, რასაც მეტყვით, რომ არ უნდა გავაკეთო”. უნივერსიტეტის დამთავრებიდან ერთი წლის შემდეგ მას თაფლობის თვე ჰქონდა ალისასთან და მათ ორ გიდთან ერთად დალაშქრეს შვეიცარიის ალპები.

#10 მას სურდა ქვეითი ჯარის ლიდერობა პირველი მსოფლიო ომის დროს
პირველი მსოფლიო ომის დროს 58 წლის ექს-პრეზიდენტმა სურვილი გამოთქვა კვლავ ებრძოლა ფრონტის ხაზზე. იგი სტხოვდა ვუდრო ვილსონს გაეგზავნა საფრანგეთში 20 ათასი მეომრისგან შემდგარი ქვეითი ჯარის ლიდერად. მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართებოდა რუზველტის მხარდასაჭერი აქციები, მაგრამ იგი არ გაიწვიეს იმ ომში, რომელმაც მისი ვაჟის-ქუენტინის სიცოცხლე შეიწირა. ქუენტინ რუზველტის თვითმფრინავი საფრანგეთში ჩამოაგდეს 1918 წელს.

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close