გასართობიკრეატივისურათები

სურეალიზმი – ფოტოები რომლებიც დაგაფიქრებთ

ტერმინი სიურრეალიზმი სიტყვასიტყვით „ზერეალობას“ ნიშნავს ფრანგულ ენაზე და ეკუთვნის გიიომ აპოლინერს, რომელიც 1918 წელს გარდაიცვალა. სწორედ მის პატივსაცემად აიღეს ეს ტერმინი ანდრე ბრეტონმა და ფილიპ სუპომ ახალი მიმდინარეობის აღსანიშნავად. 1919 წელს მათ შეუერთდათ არაგონი და პოლ ელუარი.

სიურრეალიზმის უშუალო წინამორბედად ითვლება დადაიზმი, რომელმაც პირველმა გაუღო კარი არაცნობიერს ხელოვნებაში. თავიდან ბრეტონი და მომავალი სიურრეალისტები (არაგონი, სუპო) დადაისტებთან ერთად მოღვაწეობენ, მაგრამ 1922 წელს მათ შორის განხეთქილება ხდება. სიურრეალისტები, მართალია, ეთანხმებიან დადაისტების პროვოკატორულ დამოკიდებულებას, მაგრამ მათგან განსხვავებით, პროვოკაციას აძლევენ კონკრეტულ მიზანს, რაც სამყაროს შეცვლაში მდგომარეობს. მათი აზრით, მართალია შემოქმედება მოდის არა რეალობიდან, არამედ ქვეცნობიერიდან და არის სრულიად თავისუფალი, მაგრამ შემოქმედს აკისრია, როგორც პოლიტიკური ასევე მორალური პასუხისმგებლობა, ამიტომ მან აუცილებლად უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია. როგორც მიმდინარეობა, სიურრეალიზმი მტკიცდება ბრეტონის მანიფესტში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში „სიურრეალისტური რევოლუცია“, 1922 წელს.

ბრეტონი თავის მანიფესტში სიურრეალიზმს შემდეგნაირად განსაზღვრავს:

„წმინდა ფსიქიკური ავტომატიზმი, რომლითაც ვერბალურად, წერით თუ ნებისმიერი სხვა სახით გამოხატავენ ფიქრის რეალურ ფუნქციონირებას. ფიქრის მიერ ნაკარნახევი, გონების კონტროლისგან თავისულფალი, ყოველგვარი ესთეტიური თუ მორალური მნიშვნელობისგან განზე მდგომი.“

სიურრეალისტების მიზანია იმ ჭეშმარიტი ცხოვრების გამოხატვა, რომელიც არც რეალობაში, არც იდეალობაში, არამედ არაცნობიერში მდებარეობს. ამიტომ წინ სწორედ ამ არაცნობერის წინ წამოწევაა საჭირო. ამისათვის უნდა მოვხსნათ ძიების პროცესში გონების, ლოგიკისა თუ მორალის მხრივ ყოველგვარი კონტროლი. ამის საშუალებას კი ე.წ. ავტომატური წერა იძლევა. ესაა უკონტროლო სულიერი მდგომარეობის, შემთხვევით წარმოქმნილი ხატებისა და სიტყვების ჩაწერა. ხშირად მიმართავენ სიზმრებს, მითიურ ელემენტებს, შეშლილობას, იუმორსა და ირონიას, რაც არაცნობიერის შეცნობაში ეხმარება ადამიანს. (წყარო ვიკიპედია)

გთავაზობთ ფოტოებს











































 

ინფორმაციის წყარო : ka.wikipedia.org

loading...

მსგავსი ამბები

Close
Close