NBA-ს ვარსკვლავის (National Basketball Association-კალათბურთის ნაციონალური ასოციაციის ) შაკილ ო’ნილის-ყოფილი ცოლი საუნი ნელსონი (Shaunie Nelson) ნახეთ ვიდეოები:
შაკილ ო’ნილს (Shaquille O’Neal) და საუნი ნელსონს ყავთ საერთო 4 შვილი: შარიიფ რაშაუნი, ამირაჰ სანაა, შაკირ რაშაუნი და მე’არაჰ სანაა.
საუნის ყავს კიდევ ერთი ვაჟი- მაილესი (Myles), რომლის მამის ვინაობა დღემდე უცნობია… ასევე შაკილ ო’ნილსაც ყავს ქალიშვილი ტაჰირა (Taahirah) მისი ყოფილი მეგობარი ქალისგან-ა’ნეტა იარდბოურისგან (A’rnetta Yardbourgh). ტაჰარი დაიბადა 1996 წლის 18 ივლისს, ზუსტად იმ წელს, როდესაც საუნი ნელსონმა იმშობიარა მე’არაჰ სანაზე.
შაკილ ო’ნილის მეგობარი ქალი-ა’ნეტა იარდბოური არის ОТР Life Coaching, Inc-ის დამფუძნებელი და შუამავალი ინსტრუქტორი.
ხოლო 2007 წლის 4 სექტემბერს შაკილ ო’ნილმა თავის ყოფილ ცოლთან -საუნი ნელსონთან განქორწინების თაობაზე განცხადება შეიტანა მაიამის სასამართლოში.
პეტიციის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისადმი მიმართვის საფუძველზე, პეტიციის ავტორები მოითხოვენ საუნი ნელსონის პირად ანგარიშზე ჩარიცხულ იყოს $57 მილიონი ამერიკული დოლარი, ხოლო სასამართლო ითხოვს საუნი ნელსონისგან , რომ მისცეს ყველა აქციების, ობლიგაციების, ჩეკების და სხვა ფასიანი ქაღალდების „სწორი საბუღალტრო“ ანუ ზუსტი აღრიცხვა , რაც შაკილ ო’ნილმა გადაურიცხა თავის ყოფილ ცოლს-საუნი ნელსონს. ეს პროცესი გრძელდებოდა 5 წლის განმავლობაში…
2002 წლის 26 დეკემბერს შედგა მათი ქორწილი.
ცნობილია ახალი ამბები, რომ კალათბურთელის ყოფილი ცოლი უეცრად გადავიდა ლოს ანჯელესში და არ ცხოვრობს შაკილ ო’ნილის ნაყიდ სახლში, ფლორიდაში. მოგვიანებით, როცა ჩამოვიდა შაუნი ფლორიდაში, განაცხადა პრესასთან, რომ ის აღარ ეყრება თავის „გოლიათ“ კალათბურთელს.
ნახეთ ვიდეო:
შაკილ ო’ნილის უფროსი შვილის, შარიიფის (16 წელი) დაბადების დღესთან დაკავშირებით, მამამისმა აჩუქა იტალიური ფირმის, ძვირადღირებული სპორტული ავტომობილი „ ლამბორგინი“ და ჯიპი -Mercedes-Benz G63 AMG 6×6 , ეს ახალი, 3-ხიდიანი მონსტრი ერთ-ერთი ყველაზე ბრუტალური ყველგანმავალია, რაც კი გამოუშვიათ. შესაბამისად მისი ფასიც შთამბეჭდავია და მოიცავს ექვს ნულს… შარიიფს, რომელიც სიმაღლით არ ჩამოუვარდება მამამისს, ჰქონდა 850 კაციანი დაბადების დღე.
Mercedes-Benz G63 AMG 6×6
შარიიფის ჰობია რალში მონაწილეობა და ასევე მას იზიდავს ექსტრემის საკმაოდ უცნაური სახეობები, როგორც ვიცით, ექსტრემი და ადრენალინი 21 საუკუნის “სენია” და სამწუხაროდ ბევრი ეწირება ამ სახის გართობას. შაკილ ო’ნილსაც ჰქონდა მეტად სერიოზული საუბარი ამ თემაზე შარიიფთან და თავის შვილთან საუბრით კმაყოფილმა შაკილმა, შეუკვეთა ტენისის ვისკებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო – Jack Daniel’s (ჯეკ დენიელსის) 2 ბოთლი. თვეები გადის და ალკოჰოლური სასმელი პროფესიონალური კალათბურთის მოთამაშესგან „შორს“ იყო, იმ დღეს კი, გახარებულმა- მარტომ დალია ეს 2 ბოთლი ვისკი. მეორე დღეს, გამთენიისას შაკილი ესტუმრა თავის ყოფილ ცოლს-საუნი ნელსონს და ახარა, რომ მათი შვილი თანახმაა გახდეს კალათბურთის ცნობილი მოთამაშე.
კალათბურთელის სიმაღლეა საშუალოდ-216 სმ, ხოლო მისი ცოლის-შაუნი ნელსონის სიმაღლეა 158 სმ, რომელიც 5 სმ-ით მაღალია, ვიდრე შაკილ ო’ნილის ამჟამინდელ საცოლეზე-ნიკი ალექსანდრიზე.
ეს წყვილი -შაკილ ო’ნილი და მისი საცოლე ნიკი ალექსანდერი (Nikki Alexander) გამოიყურება საკმაოდ არაჰარმონიულად, მაგრამ მიუხედავად ამხელა განსხვავებისა, და რა შუაშია ჰარმონიულობა? ამ წყვილს ხომ უყვართ ერთმანეთი…
ცნობისმოყვარე მკითხველისათვის : კალათბურთელის სიმაღლეა საშუალოდ-216 სმ, სიმაღლე, ხოლო მისი საცოლე ნიკი ალექსანდრის სიმაღლეა – 157 სმ .
მოგიწევთ ბევრი ასეთი ინფორმაციისათვის თვალის გასწორება …მაგალითად, მათთვის კოცნა არ არის ძალიან მოსახერხებელი და კომფორტული
ეს ფოტო ნიკი ალექსანდერმა დაამზადებინა
ნახეთ როგორ ცეკვავს შაკილის საცოლე ნიკი ალექსანდერი :
შაკილ ო’ნილი არის შეერთებული შტატების Newark, ნიუ ჯერსიდან, რომელმაც კარიერა 2011 წელს დაასრულა; ასევე შაკილი იყო ყოფილი რეპერი და ახლანდელი ანალიტიკოსი NBA-ის ტელევიზიაში. აღსანიშნავია , რომ NBA-ს ისტორიაში ერთერთი საუკეთესო ცენტრი, ყოფილი კალათბურტელი ატარებს შესანიშნავ კომპანიას სოციალურ მედიაში, ხოლო მისი ტვიტერი გამოწერილი აქვს 10 მილიონ ადამიანზე მეტს; ამერიკელი სპორტსმენებიდან ამ მაჩვენებლით, ის არის მეორე ლებრონ ჯეიმსის (LeBron James) შემდეგ.
216 სანტიმეტრი სიმაღლის და 147 კილოგრამიანი გოლიათი, რომლის ფეხის ზომა ამერიკულად 23-ია, ევროპულად კი 59 გამოდის. შაკილ ო’ნილი (Shaquille O’Neal) დიდ კალათბურთში გასული საუკუნის 90-იან წლებში გამოჩნდა და მალევე მსოფლიოს ცნობილი სახე გახდა. 20 წლიანი კარიერის განმავლობაში უამრავი გუნდური და ინდივიდუალური ჯილდო მოიხვეჭა; თავისი კარიერა მან დაიწყო ორლანდოში, მაგრამ 1996 წელს გადავიდა «ლოს-ანჯელეს ლეიკერსში» 120 მილიონი დოლარის კონტრაქტით ! ის იყო ერთერთი ყველაზე მძიმე მოთამაშე NBA-ის ისტორიაში.
ლეგენდარული კალათბურთელის- ო’ნილის მუდმივი სარეკლამო პარტნიორები არიან –ავტომწარმოებელი Buick, ფარმკომპანია IcyHot-ი და ყურთსასმენების მწარმოებელი Monster-ი. ასევე ის თანამშრომლობს საიუველირო კომპანია Zales-თან, Macy-სთან და სასმელების მწარმოებელთან AriZona Beverage Co. გასულ წელს, AriZona Beverage Co.-მ გაყიდვაში ჩაუშვა Shaq Soda, რაც გამოდგა კომპანიის არსებობის ისტორიაში ყველაზე მომგებიანი სასმელი. შაკმა ფეხსაცმელების ბიუჯეტური ხაზის – Shaq/Dunkman-ის შექმნაშიც მიიღო მონაწილეობა..
უნდა აღინიშნოს, რომ 20 წლის მანძილზე, შაკილმა მხოლოდ ერთხელ გაააკეთა 3 ქულიანი სროლა კალათბურთში …არცაა გასაკვირვი, რომ ბევრი მას უბრალოდ, იმ კალათბურთელად მოიხსენიებს, თამაშისას საკალათბურთო ფარი რამდენჯერმე რომ ჩამოუმტვრევია. ნახეთ ვიდეო, როგორ ჩამოამტვრია ფარი:
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ვეტერანმა კალათბურთელმა 2012 წლის მაისის თვეში პერსონალის მართვასა და კორპორატიული სწავლების სფეროში მეცნიერებათა დოქტორის წოდება მიიღო.
დოქტორანტმა- შაკილ ო’ნელიმ, რომელმაც დაამთავრა დოქტორანტურა- უმაღლესი აკადემიური განათლების მესამე საფეხური,
მიიღო მეცნიერებათა დოქტორის წოდება შრომისათვის “XP-ჯი პერსონალის მართვა”, რაზედაც მას გულში ეცინებოდა და გადაწყვიტა უარი ეთქვა დოქტორის წოდებაზე…
ხოლო 2 წლის შემდეგ, 2014 წელს შაკილ ო’ნილმა პოლიციელობა მოისურვა, ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ტესტირებაც გაიარა და 2015 წლის იანვარში, ფლორიდის პოლიციის რეზერვის ოფიცერი გახდა.
შაკილ ო’ნილს ყავს ახალი მეგობარი გოგონა ლატიცია როლი ( Laticia Rolle) და რაგინდ გასაკვირვიც არ უნდა იყოს, ლეტიცია მხოლოდ 2 სანტიმეტრით მაღალია შაკილის ყოფილ ცოლზე -საუნი ნელსონზე. საინტერესოა, რატომ ირჩევს ყოველთვის დაბალ გოგონებს?
ამ ფოტოზე ისინი ეწევიან ჩალიმს, რომელსაც თავდაპირველად, ინდოელები ეწეოდნენ- ლეგენდარულმა კალათბურთელმა რატომ დართო ნება , რომ ლატიცია როლის მოეწია ჩალიმი?
პასუხი მარტივია, შაკილ ო ‘ნილს თავისი ოჯახის ექიმისგან ქონდა გაგონილი, რომ ჩალიმი თამბაქოზე ნაკლებადაა მავნებელი, რადგან ჩილიმში ის თამბაქო არ გამოიყენება, რითაც სიგარეტს ამზადებენ. ცოტათი აბრუებს ადამიანს-ო, განსაკუთრებით- თუ კონიაკითაა დამზადებული, მაგრამ ორგანიზმსაც გააჩნია…
ნახეთ ვიდეო-შაკილ ო’ნილის გოგონები:
კალათბურთელი მაისურით 34- „ო’ნილ ლაკერსი“-ის პენსიაში გასვლის ცერემონია: ( O’Neal Lakers Retirement Ceremony )
და ბოლოს, ამ ვიდეოს ნახვით ვიხალისე, ნახეთ თქვენც:
შეჯიბრება ცურვაში, შაკილ ო’ნილი მაიკლ ფელპსის (Michael Phelps) წინააღმდეგ . მართალია სახალისოა, ჯერ ერთი ორივეს სხეულის წონა გავითვალიწინოთ და მეორე ის, რომ ფელიპსი გინესის რეკორდის ჩანაწერებშია შეტანილი.. .
27 წლის ამერიკელმა მოცურავე მაიკლ ფელპსმა ლონდონის ოლიმპიადაზე ერთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფელპს თავისი სპორტული კარიერის განმავლობაში უკვე 19 ოლიმპიური მედალი დაუგროვდა, აქედან 15 ოქროსი, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოსი, რაც ახალი გინესის რეკორდია. .?
და კიდევ ერთი ვიდეოც, თუ როგორ აწია საპატარძლომ -ნიკი ალექსანდერმა გოლიათი კალათბურთელი: