არქივი

,,ვენი ვედი ვიცი” პოტენციურ სამსახურში

6a7b8f58864d

უცნაური სათაურია არა?! ეს პოსტი ეხება იმის განხილვას თუ როგორ ვიბრწყინოთ გასაუბრებაზე. ;)

როდესაც დაგვირეკავენ სასურველი კომპანიიდან და გიბარებენ გასაუბრებაზე შეეცადეთ შეარჩიოთ დღე, როდესაც იქნება კარგი ამინდი. ასეთ დროს ადამინები დადებითად იმუხტებიან.

უპირველეს ყოვლისა დავზვეროთ ტერიტორია ;) დავგულოთ მთელი ინფორმაცია იმ დაწესებულებაზე სადაც მიგვიწვიეს გასაუბრებაზე.

როგორც დავგეგმეთ დილა მზიანია. ვიღვიძებთ პოზიტიური განწყობით. მოვახდინოთ ჩვენი სურვილების ვიზუალიზაცია. ღრმად ჩავისუნთქოთ და დავიწყოთ მზადება.

ვიზუალური მხარე _ ჩაიცვით კონსერვატულად, მაგრამ ღია ფერის ტანსაცმელი. მაშინვე შავ ან ლურჯ კოსტუმსა და ქვედაბოლოში ნუ გამოიწკიპებით. გოგონებმა შეარჩიეთ მსუბუქი მაკიაჟი და აქსესუარებს ნუ გადააჭარბებთ.

რეზიუმე _ აუცილებლად იქონიეთ თან სოლიდური საქაღალდე, რომელშიც მოათავსებთ რეზიუმეს ორ ეგზემპლარს. (ყოველი შემთხვევისთვის)

მომლოდინეთა წრე _ შესაძლოა მიმღებში რამოდენიმე კონკურენტთან ერთად ლოდინი მოგიწიოთ. ნუ განეწყობით სკეპტიკურად. ნუ შეეცდებით ვინმეს დაუმტკიცოთ, რომ მასზე ჭკვიანი ხართ. მეგობრების გაჩენასც არ გირჩევთ. თუ რაიმე კითხვები დაგისვეს მოკლედ მშვიდი ტონითუპასუხეთ, დიალოგის გაწელვა არ ღირს. ესეთ მომენტებშია ადამიანები ცდილობენ ერთმანეთის მორალურად განადგურებას. ნუ მისცემთ მათ ამის გაკეთების საშუალებას.

როდესაც დაგიძახებენ ნურც დაიბნევით და ნაძალადევ ღიმილსაც ნუ აიწეპებთ სახეზე. თვალები ოდნავ გააფართოვეთ და ოდნავ გაიღიმეთ. ნერვიულობა და თან მისი დაფარვა ;) არ გინდათ. წარმოიდგინეთ რომ დიდი ხნის უნახავ ნაცნობს უნდა ესაუბროთ და უნდა მოუყვეთ თქვენს წარსულ მიღწევებზე და შეხედულებებზე. როდესაც დამსაქმებლის წინ მოკალათდებით ინტერიერის თვალიერებას ნუ დაიწყებთ, კარგად დააკვირდით ინტერვიუერს. წამებში უნდა მოასწროთ მისი ფიზიოგნომიკური შესწავლა (მისი სიმაღლის და სახის ნაკვთების დაკვირვება. გაითვალისწინეთ დაბალი ადამიანები ცოტა არ იყოს კომპლექსიანები არიან და უცნაური თავისებურებებით ხასიათთებიან. თუ თქვენი სიმაღლე მისას აღემატება შესაძლოა მისი ქვეცნობიერი ცოტათი გაღიზიანდეს. სახის ნაკვთებით კი შეიძლება დავასკვნათ როგორი ხასიათის ადამაინთან გვაქვს ურთიერთობა და შესაბამისად გადავწყვიტოთ იუმორის დოზა საუბრისას). მნიშვნელოვანია მხედველობითი კონტაქტის დამყარება. თქვენი თვალები უნდა იღიმებოდეს. პოზიტივი და კიდევ ერთხელ პოზიტივი! არავის სჭირდება დეპრესიული თანამშრომელი. მოეშვით და მოემზადეთ სასაუბროდ.  თუ მაინც ცოტათი ნერვიულბთ შეგიძლიათ გულახდილად აღიაროთ რომ ცოტა არ იყოს ნერვიულობთ და გაიღიმოთ ;) ეს მაშინვე შეცვლის მის თქვენდამი დამოკიდებულებას, შეიძლება გაიხუმროს კიდეც. როდესაც თქვენს მიღწევებზე ჩამოვარდება საუბარი დაიწყეთ მოყოლა თავიდან, მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტები განიხილეთ, თქვით თუ რა სარგებელი მოგიტანათ ამა თუ იმ პოზიციაზე მუშაობამ. ჩამოაყალიბეთ რატომ გინდათ ამ კომპანიაში მუშაობა და  მოიყვანეთ არგუმენტები თუ რა სარგებელს მოუტანთ თქვენ მას. ისაუბრეთ თავდაჯერებულად გულახდილად. არ მოგერიდოთ შეკითხვების დასმა,  დაე დამსამებელმაც იბრძოლოს იმისთვის რომ დაგითანხმოთ მასთან მუშაობაზე.  თქვით რომ კონკურენციის არ გეშინიათ, პირიქით აფასებთ ძლიერ კონკურენციას. თუ გკითხავენ რა ხელფასს ელოდებით დაასახელეთ ორი ციფრი. ვინაიდა თქვენ წინასწარ მოიძიეთ ინფორმაცია დაახლოებით რა ხელფასებია, თქვით მოცემულიდან ორასით მეტი. მაგალითად თუ იცით, რომ დაახლოებით 1100 ლარია ხელფასი თქვით რომ ელოდებით 1000 დან 1300 მდე. თუ ვერ მოიძიეთ ინფორმაცია, უბრალოდ გადახედეთ ავტოსადგომზე რა მარკის მანქნაები დგანან ;) თანამედროვე ადამაინებს  უყვართ გასაუბრებებზე პატარა დავალების მიცემა, იმის დასადგენათ თუ რამდენად სხარტად აზროვნებთ და რამდენად კრეტიული ხართ. ამისათვის მზად უნდა იყოთ. არ დაიბნეთ ითხოვეთ სამი წუთი დასაფიქრებლად და ჩართეთ ფანტაზია. იყავით პოზიტიური დ აგამოავლინეთ თვქენი ნიჭი!  არ გამოამჟღავნოთ სისუსტე, ნუ დაიწყებთ იმაზე საუბარს რომ გიჭირთ და სასწრაფოდ გჭირდებათ სამსახური. თქვენ სამსახური გჭირდებათ კარიერული წინსვლისთვის, და არა იმისთვის რომ პურის ფული არ გაქვთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან პროფესიონალები ემოციებს არ მიჰყვებიან. დამშვიდობებისას წარმატებული დღე უსურვეთ.

9a4666003c56
28a5ea78158e
7dbd37f8a415

მსგავსი ამბები

Back to top button