გართობაკულტურა

10 საუკეთესო პოლიციის ძაღლის ჯიში

2d7d751f76e4
ძაღლი უკვე დიდიხანია რაც ადამიანის მეგობარია. ის ოჯახის საყვარელი არსებაა, რომელთანაც გართობა და თამაში სახალისოა, მაგრამ თუკი ის მსახურობს პოლიციაში, მაშინ აუცილებლად უნდა ესადაგებოდეს ნორმებს და ასრულებდეს ბრძანებებს, ამგვარად კი ეხმარებოდეს ადამიანს. მსოფლიოში არსებობს ძაღლები 100-ზე მეტი სახეობა, ხოლო მე კი გთავაზობთ, რომ გაიცნოთ ათი საუკეთესო ჯიში, რომლებიც იდეალურად გამოდგებიან პოლიციაში სამუშაოდ.

გერმანული მოკლებეწვიანი პოინტერი
773e93b8ffbc
გერმანული მოკლებეწვიანი პოინტერი ან კურცჰაარი არის ძაღლის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ჯიში პოლიციაში სამუშაოდ. ჯიში გამოიყვანეს 19 საუკუნეში და ტანზე აქვს ლაქები, ზომებში ის არის პატარა, აქვს მოკლე რბილი ბეწვი, არის ენერგიული და მეგობრული ხასიათების მქონე. იმის გარდა, რომ ეს ჯიში კარგად ესადაგება პოლიციაში სამუშაოდ, ის ასევე არის იდეალური მონადირე.

ინგლისური მეძებარი ძაღლი
9b079245ffba
ინგლისურს მეძებარ ძაღლს აქვს გრძელი ყურები და ეს თავისებურება ჯიშის ექსტერიერს ქმნის ორიგინალურს. ეს არის მშვენიერი ჯიში პოლიციაში სამუშაოდ, რადგან ეს არის დისციპლინირებული, დაკუნთული და ძლიერი ძაღლი. ეს თითქმის ერთადერთი ჯიშია, რომელიც წყნარად ზის და ელოდება პატრონს დავალების შესასრულებლად. ინგლისური მეძებარი ძაღლი გამოიყვანეს, როგორც მონადირე ძაღლი და კურცჰაარისგან განსხვავებით ის ნადირობდა უფრო დიდ მსხვერპლზე, ვიდრე ფრინველებია, მაგალითად ირმებზე.

ბოქსიორი
2bd9af24de39
სახელიდან გამომდინარე მიხვდებოდით, რომ ეს არის კიდევ ერთი მებრძოლი ჯიში. არსებობს ბოქსიორების ორი ჯიში: მსახური ბოქსიორი და გერმანული ბოქსიორი. თავიანთი ათლეტური კონსტიტუციის წყალობით ბოქსიორებს შეუძლიათ სიგრძესა და სიმაღლეში ხტომა. ბოქსიორების მომენტალური რეაქცია და სიმკვირცხლე არის პოლიციის ძაღლის ნამდვილი თვისება.

რეთრივერ-ლაბრადორი
a9d0914a94a1
ჭკვიანი სახის მქონე ძაღლების ეს ჯიში ითვლება ყველაზე მეგობრულ ჯიშად, ამიტომაც ის არის გავრცელებული ოჯახებსა და ბავშვებში, ასევე მოხუც ადამიანებშიც. ამ ლეკვის ხასიათების მქონე ძაღლს შეუძლია ნებისმიერ დროს მოვიდეს დასახმარებლად და გემსახუროს ერთგულად. მიუხედავად ჩამოთვლილი ხასიათებისა, ლაბრადორები იდეალურად მუშაობენ პოლიციაში. ძაღლი ადვილად პოულობს ასაფეთქებელსა და ნარკოტიკს და არის პოლიციელის თვალები და ყურები, უნდა იყო თავდაჯერებული ძაღლი, რომ იპოვო ბომბები.

ჰოლანდიური ნაგაზი
2c313bb8b2a7
ჰოლანდიური ნაგაზის რეპუტაცია თავისას ამბობს. პოლიციაში მას იყენებენ სხვადასხვა ტიპის დავალებების შესასრულებლად. ეს არის ძალიან ძლიერი და ჭკვიანი ძაღლი. მსახურობიდან 10 წლის შემდეგ ჰოლანდიის პოლიციაში მათ ცვლიან ახალგაზრდებით, ხოლო ძველებს კი აგზავნიან დამსახურებულ დასვენებაში.

გიგანტური შნაუცერი
9bfc7bb30472
დიდი ძაღლი უკვე იმარჯვებს თავისი ზომებით და შეუძლია დამნაშავის დაკავება მარტივად. ცოტას თუ შეეშინდება პატარა დეკორატიული ძაღლისა, ხოლო გიგანტური შნაუცერი ერთი თავისი შეხედულებით იწვევს მოწინააღმდეგეში შიშსა და პატივისცემას. შნაუცერს სახეზე არის გრძელი ბეწვი და ის გამოიყურება როგორც დასვენებაში წასული გენერალი, რომელსაც მხრებზე აწევს მსახურობის წლები. ძაღლი იდეალურად ესადაგება პოლიციაში სამუშაოდ თავისი ზომების, ბასრი კბილების, ძლიერი ყბების და ერთგულების გამო. ამის გარდა ეს ძაღლი ადვილი გასაწრთვნელია.

დობერმან პინჩერი
484628834d7f
ზრდასრულ ძაღლს ასწავლო ახალი ტრიუკები და ბრძანებები ძალიან რთულია, მაგრამ დობერმანი არის ძაღლი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლობს. ეს არის საშუალო ზომის ძაღლი, რომელიც იდეალურად მსახურობს პოლიციაში. დობი არის ათლეტური და გრაციოზული ძაღლი, მსუბუქი, მაგრამ სწრაფი. ამ ძაღლებს პოლიციაში იმის გამო აფასებენ, რომ ისინი არიან ნამდვილი მაძებრები, მონადირეები და აქვთ გამძლეობა, რაც აუცილებელია დამნაშავეზე დევნისას.

ბელგიური თერვიურენი
e114dcf75d02
ბელგიური თერვიურენი არ არის ტრადიციული ჯიშის მქონე და მისი სახელის ფესვი არის სიტყვა “terror”, სწორედ ასეთი ასოციაცია უნდა გამოეწვია მას. ყველას ეშინია დიდი ძაღლისა თავისი ზომების გამო, თუკი სულით ის არის კეთილი. თერვიურენი არის გრძელი ბეწვის მქონე ძაღლი, რომელიც გარეგნულად წააგავს მგელს, ეს არის კეთილი და მეგობრული ძაღლი, რომელიც იქცევა ისე როგორც ლომი და მგელი, თუკი საჭიროა პატრონის დაცვა. თერვიურენი არის კარგი მეძებარი ძაღლი.

როტვეილერი
9b5a246100d7
როტვეილერები ცნობილები არიან თავიანთი აგრესიული ქცევებითა და ენერგიული ხასიათებით. სიაში ის არ არის ყველაზე დიდი ძაღლი, მაგრამ არის ყველაზე მამაცი ძაღლი. მას ადვილად შეუძლია მოგაჭამოთ თითი. დამნაშავე ორჯერ დაფიქრდება როტვეილერთან შეხვედრისას. თუკი ძაღლის საბრძოლო და აგრესიულ თვისებებს გავითვალისწინებთ, რომლებსაც ის იჩენს ჯერ კიდევ ლეკვობის ასაკში, წრთვნების დროს ფსონი კეთდება დისციპლინაზე. ამ ძაღლთან უნდა იყო მკაცრი და ფრთხილი.

გერმანული ნაგაზი
25abd327a99f
პოლიციაში სამუშაოდ შესაფერისი ძაღლის ყველაზე კარგი ჯიში არის გერმანული ნაგაზი. თავისი ფსიქოტიპის მიხედვით ის არის “ბოსი”. დიახ, არამხოლოდ ადამიანებს აქვთ პირადი მე, არამედ ძაღლებსაც. გერმანული ნაგაზი იქცევა როგორც ამხანაგი, როგორც ოჯახის წევრი, რომელსაც ყველაზე ესმის, მაგრამ ლაპარაკი არ შეუძლია. ეს არის ძალზედ ჭკვიანი და ბრძენი ძაღლი. ძაღლმა მიიღო ბევრი დადებითი თვისება მთელი თავისი სელექციის პერიოდში. გერმანული ნაგაზი პოლიციაში უყვართ სხვადასხვა მიზეზების გამო, მათ შორის ელვისებური თავდასხმის შესაძლებლობისა და მტრის განეიტრალებისა. მათ ძირითადად ასწავლიან დამნაშავეების მოძებნასა და დაკავებას. ეს ძაღლი დავალების შესრულებისას არ გაჩერდება ისეთი დაბრკოლებების წინაშე, როგორებიცაა წყალი და ღობე.

მსგავსი ამბები

Back to top button