სასარგებლოსურათები

დიდი ზომა არ ნიშნავს არაესთეტიურობას

83a3327b5ca2

ჭარბი წონა ბევრი ადმაიანისთვის ქმნის გარეგნულ კომპლექსს, რომელიც ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას აუარესებს, ახშობს განვითარებისა და თვითრეალიზაციის უნარს. მუდმივი დიეტები, უარყოფითი შეგრძნებები და სტრესი კი ჯანმრთელობისთვის მავნებელია.

 

 

3862b43dd5c8

დიდი ზომები არ ნიშნავს არაესთეტიურობას.

ყველას გვსმენია გაცვეთილი ფრაზა ,,ყველა ქალი თავისებურად ლამაზია”.  რომ დავფიქრდეთ ეგრეც არის. ჭარბი წონის მიუხედავად ყველას შეუძლია იყოს ლამაზი, მიმზიდველი და სექსუალური. გთავაზობთ ეტაპობრივ გარდაქმნას თვითსრულყოფილებისათვის.
fe00cdc1822d

პირველ რიგში თვითშთაგონება _ შევეშვათ სტერეოტიპულ აზროვნებას. არავის უთქვამს, რომ ყველა მამაკაცის ოცნებაა ტანწერწეტა გოგონები. შუა საუკუნეებში საერთოდ ითვლებოდა, რომ ყველაზე მიმზიდველი ფუმფულა ქალები იყვნენ. ცნობილი მხატვრების ობიექტებიც იშვიათად თუ იქნებოდნენ თხელი ქალბატონები. ვინ დააწესა სილამაზის ეტალონი? ვინ განსაზღვრა რა არის იდეალური და რა არა? ცხადია არავინ. ჩვენ ვართ ლამაზები ისეთები როგორებიც გავჩნდით.

bad0660c4326

 

ყოველივე ეს არ ეხებათ მათ ვინც არაადეკვატური რაოდენობით საკვებს ღებულობს და ფუქსავატურ ცხოვრებას ეწევა. ფართოძვლიანობა ნიშნავს დიდ ფორმებს და არა ზედმეტ წონას. ასე რომ დავგეგმოთ რა არის საჭირო საუკეთესო შედეგის მისაღწევად.

  1. დავიცვათ წყლის ბალანსი ორგანიზმში (გაღვიძებისას მივიღოთ წყალი დიდი ჭიქით. დღეში საჭიროა საშუალოდ 2-3 ლიტრი წყალი საჭმლისგან 20-30 წუთით დამოუკიდებლად) წყლის ბალანსირება ორგანიზმში ხელს უწყობს სახის კანის გაუმჯობესებას, თმის სწრაფ ზრდას, მეტაბოლიზმის დაჩქარებას, ზედმეტი წონის კლებას.
  2. დიეტა არ ნიშნავს შიმშილს _ აუცილებელია ცხოვრების წესის მწყობრში მოყვანა. სწორი კვება უნდა გავიხადოთ ჩვევად.  რას ნიშნავს სწორი კვება – ეს არის ბალანსირებული კვება. უნდა მივირთვათ კერძები ცალ-ცალკე. არ დავაყოლოთ სადილს ხილი ან ტკბილეული. შევქმნათ პატარა ბლოკნოტი, რომელშიც შევქმნით ყოველდღიურ მენიუს. ნუ მოიკლებთ ხორცს და ტკბილეულს უბრალოდ სწორად შეარჩიეთ. (მაგალითად ხორცი მოამზადეთ გრილზე ან ღუმელში, მიირთვით შავი შოკოლადი, მოამზადეთ ნუშის ბლითები, მზესუმზირის ზეთი ჩაანაცვლეთ ზეითუნის ზეთით, კარაქი მცენარეული კარაქით და ა.შ) მიირთვით დიდი რაოდენობით ხილი. სასურველია ხილის მიქსი; გამოიყურება მიმზიდველად და ბრწყინვალეა ჩვენი ორგანიზმისთვის.
  3. მხიარული ვარჯიში _ ჩავრთოთ საყვარელი მუსიკა და ვიცეკვოთ ან ვივარჯიშოთ (შენაცვლებით)
  4. ორმაგი რელქასაცია _ შეარჩიეთ ადგილი სადაც სასიამოვნო ჰაერია, არ ისმის ქალაქის ხმა, არის ლამაზი ხედები და ბევრი ხეები. შეარჩიეთ კვირში ერთი თბილი დღე, მოიმარჯვეთ დიდი ბოთლი წყლით და პატარა კალათი ხილით. გაისეირნეთ შერჩეულ ადგილას, მოძებნეთ დასაჯდომი ადგილი მოსასვენებლათ. წამოწექით და ღრმად ისუნთქეთ. შეგიძლიათ წაიხემსოთ ხილით, რომელიც თან წამოიღეთ. მოახდინეთ თქვენი ოცნებების ვიზუალიზაცია. წარმოიდგინეთ თქვენი თავი სასურველ გარემოში სასურველ მდგომარეობაში და განიცადეთ ამით ნამდვილი სიხარული. აამუშავეთ მიზიდულობის ძალა.
  5. იპოვეთ თქვენი სტილი _ კარგად გადაათვალიერეთ Tumblr -ის Pinterest -ის ან Instagram-ის ბლოგები. შეარჩიეთ თქვენთვის შესაფერისი სამოსი, ვარცხნილობა მაკიაჟი და დიდი ყურადღება მიაქციეთ ამ ყველაფერს.
  6. Fuck google I am smarter  _ ვაგროვებთ მაქსიმალურ ცოდნას ისეთ რამეებზე რაზეც ადრე წარმოდგენაც არ გვქონდა. მაგალითად: სპორტი, არქიტექტურა, ხელოვნება, მეცნიერება, პოლიტიკა, ტექნოლოგიები, ლიტერატურა.. რაც მთავარია ვკითხულობთ ucnauri.com – ს :D დამატებითი ცნობები არავის აწყენს პირიქით შეძლებთ ნებისმიერ თემაზე საუბარს ადამიანებთან, გახდებით უფრო კომუნიკაბელურები და ყველასთვის საინტერესო იქნება თქვენთან ურთიერთობა.
  7. მოსპეთ პარაზიტები! _ ყველას ცხოვრებაში არსებობს ვიღაც დაკომპლექსებული ვიგინდარა პარაზიტი, რომელიც თავისი უხამსი უადგილო შენიშვნებითა თუ ე.წ. სიმართლით გულსაც გვტკენს და ნელ-ნელა გვიმსხვრევს ასე რთულად აგებულ თავდაჯერებულობას. არ გესიამოვნათ ვინმეს წამოსროლილი კომენტარი? სხარტად მოიფიქრეთ ძლიერი პასუხი. მიუჩინეთ თავისი ადგილი და მოახსენეთ, რომ ნაკლებად გაინტერესებთ მათი შემაწუხებელი აზრები და შეახსენეთ რომ ,,სიტყვის თავისუფლება” არ ნიშნავს ყველაფრის წამოყრანტალების უფლებას. რაც მთავარია ეს ყველაფერი გააკეთეთ მაქსიმალურად მშვიდი და სასიამოვნო ხმით და ფართო ღიმილით ;) თავს ნურავის დააჩაგვრინებთ!

 

f40cd77c3c84

ირგვლივ უამრავი გოგოა აიფონით ხელში, დაბერილი ტუჩებითა და მკვრივი უკანალით, რომელთა უშინაარსო სელფებით გადაჭრელებულია მათი გვერდები სოციალურ ქსელებზე, მაგრამ ძალიან ცოტა ვისთანაც საინტერესოა პოლემიკა და მსჯელობა ამათუიმ საკითხზე, ვისაც აქვს კარგი გემოვნება, დახვეწილი სტილი და ძლიერი შეხედულებები. იყავით თავდაჯერებულები, ძლიერები და აღმოაჩინეთ თქვენ თავში ახალ-ახალი თვისებები, ნიჭი. მიხვდებით რომ არა თუ სხვების მსგავსნი არამედ ბევრად უფრო საინტერესოები დახვეწილები და კონკურენტუნარიანები ხართ!

მიჰყევით რჩევებს ზედმიწევნით და აუცილებლად მიაღწევთ შედეგს.

PS. ეს პოსტი არ არის მათთვის ვინც ხვალიდან იწყებს ყველაფერ ამას. ან დიდი შემართებით დაიწყებს ახალ ცხოვრებას, ხვალ ვიღაც  ნეგატივს მოახვევს თავს და ამის გამო დანებდება თეთრი დროშით ხელში!
08963993c9fd
2450362e2325
d97927088d57
c911e400968b
1f86f9d15358
98fef90ded52

 

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close