რატომ გადავწყვიტე ამ პოსტის დაწერა? რეალობა ასეთია,რომ თითქმის ყოველდღე მიწევს მტკიცება იმისა,რომ ჩვენ ვცხოვრობთ XXI საუკუენში და მკვლელობა გაუმართლებელია, არა რელიგიურია, არა ჰუმანურია და მსგავსი ბლა ბლა ბლა.. თუმცა ძნელია დაუმტკიცო რამე ადამიანს,რომელსაც უბრალოდ სძულს ძაღლები და მისთვის აბსოლუტურად სულერთია მათ მოკლავენ,მოწამლავენ, დაახრჩბენ თუ რას უზამენ. ცხოველების სიყვარული თუ სიძულვილი ,ეს თქვენი ნებაა,თუმცა მისი მკვლელობა არა რელევანტურია რამდენიმე თვალსაზრისიხ მიხედვით.
მაშ ასე რატომ არის გაუმართლებელი ძაღლების მოკვლა?
თუ კი ესწრებოდით ბიოლოგიის გაკვეთილებს უფროს კლასებში , აუცილბლად გეცოდინებათ,რომ ბუნებაში არსებობს კვებითი ჯაჭვი და თუ ხდება მისი ერთი წევრის ამოვარდნა(ამ შემთხვევაში ძაღლების) ,შეიძლება მოყვეს ცუდი შედეგბი. ბუნებაში ძაღლიც, როგორც ერთ ერთი კვებითი ჯაჭვის წევრი, გარკვეულ ფუნქციებს კისრულობს. რომლის შესახებ ,სამწუხაროდ, მოასახლეობის მცირე ნაწილმა თუ იცის. მინდა განვიხილო რამოდენიმე მათგანი.
1. ხშირად მეზობლებისგან მესმის ,რომ წუხდებიან ძაღლების ყეფით .სამწუხაროდ ხალხის ცნობიერება და განათლების დონე ძალიან დაბალია და მათ არ იციან ელემენტარულად ის ,რომ ძაღლების ყეფას თავისი მიზეზი აქვს. ეზოს მოკედლებული ძაღლი ტერიტორიას იცავს და ყეფით(განსაკუთრებით ღამის საათებში) ისინი სხვა ძაღლებს ატყობინებენ,, ეს ტერიტორია დაკავებულია! აქ არ მოხვიდე თორემ!”
2. რაში გვჭირდება ,რომ ძაღლები იცავდნენ ტერიტორიას? ყველა ძაღლის მოკვლა ქვეყნის მაშტაბით შეუძლებელია , ქუჩაში მაინც იქნებიან ძაღლები. თუ მოხდება იმ,,მაწანწალა” ძაღლებს მოკვლა ,რომლებიც მოკედლებულები არიან ეზოს , ამ ტერიტორიაზე აუცილებლად მოვლენ ახალი ძაღლები(ქლაქის გარეუბნებიდან, დაუსახლებელი ტერიტორიებიდან, სოფლებიდან) ,რომლებიც არ არინ შეჩვეული ადამიანებთან სიახლოვეს, არიან უფრო აგრესიულები და ბევრად მეტი დაავადების მატარებლები ანუ ისინი არიან ადამიანებისთვის პოტენციური საფრთხე. შესაბამისად ქალაქში მცხოვრები ძაღლები მოქმედებენ ჩვენს სასიკეთოდ.
3. ქუჩის ძაღლები უმეტეს შემთხვევაში იკვებებიან სანაგვეებიდან . თუ მოხდება ძაღლების განადგურება საკვები ,რომლითაც ისინი იკვებებოდნენ გახდება ვირთხების, თაგვების, ტარაკნებისა და სხვა მღრნელების თუ ხოჭოებბის საკვები. რაც შეუწყობს მათი რაოდენობის სწრაფ ტემპში ზრდას და მალე ახალი პრობლემა გაუჩნდება მოსახლეობას-მღრღნელების.
4. რამდენიც არ უნდა ვკლათ ძაღლები, მათი რიცხვის შემცირება შეუძლებელია (ეს მრავალწლიანმა პრაქტიკამ დაამტკიცა ), რადგან პოპულაციის სწრაფად შემცირებას აქვს უკუეფექტი .რაც უფრო ბევრ ძაღლს მოვკლავთ , მით უფრო მეტი ახალი ლეკვი დაიბადება.ისინი ცდილობენ აანაზღაურონ დანაკლისი და ორმაგ ტემპში ცდილობენ გამრავლებას. ეს ბუნების კანონია.
5. თუ ჩვენ გვსურვს შევქმნათ ჰუმანური საზოგადოება, ყველანაირი მკვლელობა და წამება უნდა გამოვრიცხოთ.
6 .მკვლელობა გაუმართლებელია რელიგიური თვალსაზრისითაც. თუ კი ცხოველი არ გვჭირდება საკვებად და არ გვესხმის თავს(არაა ავი) მკვლელობა, წამება-ითვლება ცოდვად. და თუ კი ღმერთმა შექმნა ძაღლი ესეიგი ის რაღაცისთვის საჭიროა.
,,ერის სულერი განვითარების შესახებ შეგვიძლია ვიმსჯელით იმის მიხედვით თუ როგორ ეპყრობა ეს ერი ცხოველებს, მოხუცებსა და ბავშვებს” მაჰათმა განდი.
……………………………………………………………………………………………………………………………………………………………….
მინდა გიპასუხოთ იმ კითხვებზეც, რომლებსაც ხშირად უსმევენ ცხოველთა დამცველებს/მოყვარულებს. გარშემოყოფი ხალხისგან არაერთხელ გამიგია ფრაზა
,,კაით რა რა გააჭირეთ მაგ ძაღლებით! ჯობია ხალხს დაეხმაროთ .საქართველოში ბევრ ხალხს უჭირს და რაღა მაგ ძაღლებს ეხმარებით” .
საინტერესო ისაა,რომ ამ ადამიანებისაგან 10% თუ ეხმარება ვინმეს, ეს მხოლოდ სიტყვებია მათთვის. სინამდვილეში არც ძაღლებს ეხმარებიან და არც ადამიანებს. პირადად მე ხშირად მქნია შემთხვევა,როცა მთხოვნელმა ადამიანმა გაბრაზებულმა შემომხედა ,როცა მივეცი ფული(იმაზე ნაკლები რასაც ელოდა) ხშირად ვხდებით მათი მანიპულაციების მსხვრპლნიც. მტირალი ადამიანი,რომელიც ვერ დადის მეორე დღეს მორბენალი დამინახია და მსგავსი ამბები…..და მახსნებდება შოპენჰაუერის ციტატა
,, რაც უფრო დიდხსნს ვიცნობ ადამიანებს მით უფრო მიყვარდება ძაღლები”
ადამიანებისაგა გასნხვავებით ძაღლები არ იტყუებიან ,როცა რამე უჭირთ. თუ კი ხედავ ძვლებ გადმოყრილ ძაღლს ან მწყურვალეს და იცი,რომ ერთი ნაჭერი პური და ერთი ჯამი წყალი გაუხანგრძლივებს სიცხოცხელს მგონი არ იქნება ურიგო მივცეთ.თუ კი არ გინდათ ეს სიკეთე გააკეთოთ,სხვას მაინც ნუ უშლით ხელს.
(ბედნიერი ვარ ,როცა ამ ფოტოებს ვუყურებ. ყველა ჩვენგანს შესწევს ძალა გააკეთოს სიკეთე.)
ასევე სზოგადებისგან გამიგია ,, აბა რა ვქნა დამსდევს, მკბენს ჩემს შვილებს დასდევს! გარეთ ვეღარ გავსულვართ “
მე ამას ცუდი მშობლის სინდრომს ვეძახი … ძვირფასო მშობლებო მინდა გითხრათ ერთი რამე . დამიჯერეთ ადამიანს ,რომელსაც ხშირი და ხანგრძლივი კონტაქტი აქვს ძაღლებთან ,რომ თუ კი ძაღლს ცხოვრებაში ერთხელ მაინც დააპურებთ ან წყალს დაალევინებთ ან მოეფერებით., ის არასდროს ეცდება თქვენს კბენას.
როგორც მარკ ტვენი ამბობდა,,თუ თქვენ აიყვანთ ქუჩიდან ძაღლს და დააპურებთ მას, ის არასდროს არ გიკბენთ.ამაშა განსახვავება ადამიანსა და ძაღლს შორის”
ხშირად მშობლები ,რომლებსაც რათქმაუნდა საუკეთესო უნდათ შვილებისთვის(ამაში ეჭვი არავის ეპარება), ბავშვებში ნერგავენ შიშს ,რომელიც მომავალში გადადის ძაღლები/ცხოველების ფობიაში და თანაც ისეთში ,რომ 25 წლის ბიჭებს, ძაღლის დანახვაზე ინფარკტი ემართებათ. არ არის საჭირო და არა სასურველიც არის ,რომ ქუჩის ძაღლს მოეფეროს თქვენი შვილი,მაგრამ სიძულვილს მაინც ნუ ჩაუნერგავთ თქვენი შვილების სასიკეთოდვე.
მეცნიერები დიდი ხანია აღარ დაობენ იმაზე,რომ ძაღლებისა და ბავშვების კონტაქს საკმაოდ დადებითი ეფექტი აქვს ბავშვებზე. ისინი ხდებიან უფრო თბილები, მოსიყვარულეები, სწავლობენ დამოუკიდებლობას , ზრუნვას ძაღლების მოვლის დროს და სხვა.
უცხოეთში კი ციხეებსა და კლნიკებში(განსაკუთრებით იქ სადაც უნკურნებელი ან რთული დაავადების მქონე პაციენტები არიან ხშირად დაყავთ ცხოველები ,რადგან ეს სიკეთისა და პოზიტივის თერაპიასავით მოქმედებს ხალხზე …დააკვირდით თქვენს შვილებს ,ისინი თითქმის ყოველთვის ილტვიან ძაღლებისკენ (ეს ბუნებამ ჩადო ჩვენში),სანამ ჩვენ არ ვასწავლით ,,არ შეიძლება გიკბენს!”
და სხვათაშორის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ბევრად მეტია პატრონიანი ძაღლების მიერ დაკბენილ ადამანიანთა რიცხვი, ვიდრე უსახლკარო ძაღლების მიერ .
თუ კი ჩემმა სიტყვებმა არავითარი ეფექტი არ მოახდინა და არ დაგაფიქრათ ,მაშინ გეტყვით ,რომ ცხოველბს იცავს საქართველოს კანონმდებლობა!
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-მუხლის შესაბაისად, აღნიშნული ტიპის ქმედება – ანუ
1.ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალება, -ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის;
გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით, -ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე“
,,ნუთუ შეიძლება იცხოვრო მთელი ცხოვრება აი ასე, ძაღლის გარეშე?” -კარლსონი(მულტფილმი)
……………………………………………………………………………………………
(პ.ს ბოდიშს გიხდით გრამატიკული შეცდომებისთვის)