ტვინის განვითარების 10 ხერხი – მეცნიერების რჩევები
ტვინის გასავითარებლად რას გვირჩევენ მეცნიერები? ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 10 ხერხს, ტვინის განვითარებისთვის…
1. იმოქმედეთ მარცხენა ხელით
მეცნიერების აზრით, კარგია თუ მარცხენა ხელით დაიწყებთ მოქმედებას, მაგალითად: თმების დავარცხნა მარცხენა ხელით, სცადეთ მარცხენა ხელით წერა და ა.შ…
2. მოიქეცით ბავშვივით
რასაც გეტყვიან ყველაფერში ღრმა ინტერესი გამოიჩინეთ, ჰკითხეთ, შეეხეთ ნივთებს, გამოიკვლიეთ და რაც შეიძლება ბევრი რამე მოიძიეთ… აამოქმედეგ სმენის და გრძნობის ორგანოები, რაც მეხსიერების გაუმჯობესებაშიც დაგეხმარებათ…
3. იკითხეთ ბევრი
ბევრი კითხვა სასარგებლოა, მაგრამ არ უნდა მოგივიდეთ გადამეტებულად…
4. იყავით საკუთარი თავის დეტექტივი
“გუშინ ამ დროს სად ვიყავი? რას ვაკეთებდი? 2 საათის წინ სად ვიყავი, რას ვაკეთებდი?” დაუსვით საკუთარ თავს კითხვები და უპასუხეთ რაც შეიძლება სწრაფად… გამოსადეგია ტვინისთვისაც და მეხსიერებისთვისაც…
5. ივარჯიშეთ
ვარჯიში ჯანმრთელობისთვისაც კარგია, მაგრამ არ არის აუცილებელი კილომეტრები გაირბინოთ, სახლის პირობებში ერთ ადგილზე დაიწყეთ სიარული, შემდეგ წამოწექით და მარჯვენა ხელით მარცხენა ფეხის თითებს შეეხეთ. დღეში 10 წუთი საკმარისია.
6. იოცნებეთ
მეცნიერების აზრით ოცნება კარგად მოქმედებს ადამიანის ფსიქოლოგიაზე და ტვინზე. ამიტომ იოცნებეთ, თქვენი რა მიდის…
7. იყავით აგენტები
გარეთ სეირნობისას დააკვირდით ყველაფერს, მათ შორის ავტომობილების ნომრებსაც. გამოიკვლიეთ სათითაოდ ყველა ავტომობილის ნომერი და მეხსიერებაში ჩაიბეჭდეთ. მეცნიერების აზრით, ეს არის ერთ-ერთი სასარგებლო ხერხი, ტვინის განვითარებისთვის.
8. ხატვა
შესაძლოა ხატვის ნიჭი არ გქონდეთ, მაგრამ მაინც სცადეთ, გამოსადეგია…
9. ავტობიოგრაფია
თქვენ თავს ესაუბრებთ თქვენს შესახებ… გაიმეორეთ ხშირად თქვენი ავტოგრაფია. უკეთესია გქონდეთ დღიური, ყოველდღიური აღწერებით…
10. სიტყვიერი ჰიპნოზი
თუ სტრესში ხართ, მაშინ ეცადეთ თავი დაიმშვიდოთ. იფიქრეთ კარგზე, თქვენს სამომავლო სურვილებზე და იცხოვრეთ პოზიტიურად.
წყარო : intermedia.ge