არქივი

ტვინის განვითარების 10 ხერხი – მეცნიერების რჩევები

image

ტვინის გასავითარებლად რას გვირჩევენ მეცნიერები? ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 10 ხერხს, ტვინის განვითარებისთვის…

 

image

 

1. იმოქმედეთ მარცხენა ხელით

 

image

 

მეცნიერების აზრით, კარგია თუ მარცხენა ხელით დაიწყებთ მოქმედებას, მაგალითად: თმების დავარცხნა მარცხენა ხელით, სცადეთ მარცხენა ხელით წერა და ა.შ…

 

2. მოიქეცით ბავშვივით

 

image

 

რასაც გეტყვიან ყველაფერში ღრმა ინტერესი გამოიჩინეთ, ჰკითხეთ, შეეხეთ ნივთებს, გამოიკვლიეთ და რაც შეიძლება ბევრი რამე მოიძიეთ… აამოქმედეგ სმენის და გრძნობის ორგანოები, რაც მეხსიერების გაუმჯობესებაშიც დაგეხმარებათ…

3. იკითხეთ ბევრი

 

image

 

ბევრი კითხვა სასარგებლოა, მაგრამ არ უნდა მოგივიდეთ გადამეტებულად…

 

4. იყავით საკუთარი თავის დეტექტივი

 

image

 

“გუშინ ამ დროს სად ვიყავი? რას ვაკეთებდი? 2 საათის წინ სად ვიყავი, რას ვაკეთებდი?” დაუსვით საკუთარ თავს კითხვები და უპასუხეთ რაც შეიძლება სწრაფად… გამოსადეგია ტვინისთვისაც და მეხსიერებისთვისაც…

 

5. ივარჯიშეთ

 

image

 

ვარჯიში ჯანმრთელობისთვისაც კარგია, მაგრამ არ არის აუცილებელი კილომეტრები გაირბინოთ, სახლის პირობებში ერთ ადგილზე დაიწყეთ სიარული, შემდეგ წამოწექით და მარჯვენა ხელით მარცხენა ფეხის თითებს შეეხეთ. დღეში 10 წუთი საკმარისია.

 

6. იოცნებეთ

 

image

 

მეცნიერების აზრით ოცნება კარგად მოქმედებს ადამიანის ფსიქოლოგიაზე და ტვინზე. ამიტომ იოცნებეთ, თქვენი რა მიდის…

 

7. იყავით აგენტები

 

image

 

გარეთ სეირნობისას დააკვირდით ყველაფერს, მათ შორის ავტომობილების ნომრებსაც. გამოიკვლიეთ სათითაოდ ყველა ავტომობილის ნომერი და მეხსიერებაში ჩაიბეჭდეთ. მეცნიერების აზრით, ეს არის ერთ-ერთი სასარგებლო ხერხი, ტვინის განვითარებისთვის.

 

8. ხატვა

 

image

 

შესაძლოა ხატვის ნიჭი არ გქონდეთ, მაგრამ მაინც სცადეთ, გამოსადეგია…

 

9. ავტობიოგრაფია

 

image

 

თქვენ თავს ესაუბრებთ თქვენს შესახებ… გაიმეორეთ ხშირად თქვენი ავტოგრაფია. უკეთესია გქონდეთ დღიური, ყოველდღიური აღწერებით…

 

10. სიტყვიერი ჰიპნოზი

 

image

 

თუ სტრესში ხართ, მაშინ ეცადეთ თავი დაიმშვიდოთ. იფიქრეთ კარგზე, თქვენს სამომავლო სურვილებზე და იცხოვრეთ პოზიტიურად.

 

წყარო : intermedia.ge

მსგავსი ამბები

Back to top button