ტოპ 10 ყველაზე სასარგებლო პროდუქტი
გერმანულმა ჟურნალმა Focus-ma გამოაქვეყნა 10 პროდუქტის სია, რომლებიც, გერმანელი მეცნიერების აზრით, ყველაზე სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
1
სოიო. იგი შეიცავს უამრავ ლეციტინს და B ჯგუფის ვიტამინებს, რომლებიც აუმჯობესებენ აზრობრივ შესაძლებლობებს და აძლიერებენ ნერვულ სისტემას . სოიო ცნობილია , როგორც შეუცვლელი ცილის წყარო, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ცხოველური ცილები.
2
ბანანი. ბანანი მდიდარია ნახშირწყლებით. იგი შეიცავს სხვადასხვა ნივთიერებებს, რომელიც ხელს უშლის სისხლში შაქრის სწრაფ მოხვედრას. ხოლო მაგნიუმის რაოდენობა ერთ ბანანში შეადგენს ორგანიზმის ყოველდღიური მოთხოვნის ერთ მეექვსედ ნაწილს.
3
ვაშლი. ვაშლის კანი შეიცავს დიდი რაოდენობით კვერცეტინ-ანტიოქსიდანტს , რომელიც საუკეთესოდ მოქმედებს ფილტვებზე, ამცირებს ქოშინს და ფილტვებს თამბაქოს კვამლისა და ჰაერში არსებული მავნე მინარევებისგან იცავს. მკვლევარები თვლიან, რომ მას შეუძლია ორგანიზმში მოხვედრილი მავნე ნივთიერებების ( ტყვია და დარიშხანი) დროებით შეჩერება და მერე გამოდევნა ორგანიზმიდან.
დღეში ერთ ვაშლს ვინც მიირთმევს, ნაკლები შანსია განვითარდეს ალცჰაიმერის დაავადება.
უზმოზე ერთი ფინჯანი ყავის ნაცვლად თუ ვაშლს მიიღებთ, ტვინი და ორგანიზმი უფრო სწრაფად გამოფხიზლდება და ტონუსში იქნება.
მასში არსებული დიდი რაოდენობით რკინა სისხლნაკლებობისგან დაგიცავთ. 8-ჯერ უფრო მეტ იოდს შეიცავს ვიდრე ბანანი და 14-ჯერ უფრო მეტს ვიდრე ფორთოხალი. გარდა ამისა ვაშლი განსაკუთრებით სასარგებლოა იმ ადამიანისთვის რომელსაც მაღალი წნევა აწუხებს, ვინაიდან მას ორგანიზმიდან ზემეტი სითხე და მარილი გამოაქვს.
4
მწვანე ჩაი. მწვანე ჩაის სასწაული თვისებები დამოკიდებულია კატეხინას შემადგენლობაზე. ეს ბიო-აქტიური ნივთიერება ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას და იცავს პროსტატის კიბოთი დაავადებისაგან.
5
სტაფილო. სტაფილოში ბეტა-კეროტინის შემცველობა ანეიტრალიზებს თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც ანადგურებენ გენის სტრუქტურას და იწვევს კიბოს. გარდა ამისა, სტაფილოს აქვს დადებითი გავლენა კანის სტრუქტურაზე და აგრეთვე მხედველობაზეც.
6
რძე. რძეს ტყუილად კი არ მიაკუთვნებენ ძირითად კვების პროდუქტს. იგი შეიცავს ღირებულ ცილებს, ადვილად მოსანელებელ ცხიმებს და სასარგებლო შაქარს – ლაქტოზას. რძე მდიდარია აგრეთვე კალციუმით.
7
ნიორი. ნიორი შეუცვლელია გაცივების მკურნალობის დროს.
გარდა ამისა, ნიორის გამოყენება ამცირებს კუჭის, ნაწლავების სიმსივნის რისკს და აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას.
8
წიწაკა. მწარე პიკანტური წიწაკა აუმჯობესებს მეტაბოლიზმს-ნივთიერებათა ცვლას , რაც ხელს უწყობს წონის დაკლებას.
კაპსაცინი, განპირობებული წიწაკის მწარე გემოთი, ხელს უწყობს კუჭის წვენის გამომუშავებას და ხელს უშლის მავნე ბაქტერიების გამრავლებას კუჭ-ნაწლავში.
9
ვინც ზრუნავს თავის გულზე, უნდა ჭამოს რაც შეიძლება მეტი თევზი, ხორცის ნაცვლად. სამი „თევზის“ სადილი კვირაში ან 30 გრ თევზი დღეში ამცირებს გულის შეტევის რისკს 50%-ით.
10
მარწყვი. რომ მიაწოდოს ორგანიზმს C ვიტამინი, არ არის აუცილებელი მივიღოთ რაც შეიძლება მეტი ლიმონი: მარწყვი შეიცავს გაცილებით მეტ C ვიტამინს. მარწყვი კარგია არა მხოლოდ ამით- არამედ მასში რკინის მაღალი შემცველობა ზრდის ორგანმიზმის იმუნიტეტს.
ოღონდ, მეცნიერები გვირჩევენ ყველაფერი ზომიერად მივიღოთ-ასე უფრო მოგებული დარჩება ჩვენი სხეული.
პს. ესე თქვეს გერმანელმა მეცნიერებმა და გთხოვთ, მურთაზული კომენტარებისგან თავი შეიკავოთ :)