არქივი

5 ელეგანტური Bluetooth ყურსასმენი

daefb2717436

ადრე თუ გინდოდა რომ თავისუფალი ხელებით გეპასუხა სატელეფონო ზარებისთვის და გესაუბრა, მარსიდან მოფრენილს უნდა დამსგავსებოდი სხვადასხვაგვარი ყურსასმენებითა თუ ცუდი დიზაინის მქონე არაკომპაქტური Bluetooth მოწყობილობებით… დღესდღეობით კი უამრავი საშუალება არსებობს და ასეთმა მოწყობილობებმა ევოლუცია განიცადეს უბრალო აპარატებიდან ლამაზე აქსესუარებამდე. გთავაზობთ 5 ლამაზ გადაწყვეტას.

დაათვალიერეთ შემოთავაზებული ვარიანტები და კომენტარების სახით გაგვანდეთ რომელი მოგეწონათ. რომელს მოიხმარდით უპრობლემოდ.


1. Plantronics Discovery 975


bf5742b64fea

მინიმალისტური დიზაინის მქონე Plantronics’ Discovery 975 იდეალურია მათთვის ვინც ეძებს ელეგანტურ გადაწყვეტას მობილურ ტელეფონზე თავისუფალი ხელებით სასაუბროდ. მისი სიმარტივე გასაოცარია. ის მეტი ვიდრე უბრალოდ მოწყობილობა.

ფასი: $129.99


2. Motorola Oasis


72d5d2291081

მოტოროლაში ირწმუნებიან რომ ეს ლამაზი დიზაინის მქონე Bluetooth მოწყობილობა, ვერცხლისფერ და შავ ფერებში გადაწყვეტილი, ყველაზე მსუბუქია მსგავს მოწყობილობებს შორის. აქვს გაუმჯობესებული მოსმენის სისტემა და ორმაგი მიკროფონი. ასევე შეუძლია დაუკავშირდეს ერთდროულად 2 სხვადასხვა მოწყობილობას

ფასი: $79.99


3. Jawbone Icon


5b2ebb38dc76

Jawbone მოწყობილობა ბავშვებისათვის, როგორც მწარმოებელ კომპანიაში ამბობენ “ის საუკეთესოა პლანეტაზე. აქვს 10 უნიკალური სტილი. მრავალფეროვნებაა შემოთავაზებული ხმის რეგულირების მხრივაც.

ფასი: $99


4. BlueAnt Q2


6d64106754cb

ეს კლასიკური დიზაინის მქონე მოწყობილობა არ მიიქცევს გარშემომყოფების არასასრუველ ყურადღებას. ამის გარდა ნამდვილად უნიკალური შესაძლებლობები აქვს. შეუძლია თქვენი ხმის ამოცნობა და ხმოვანი ბრძანებების მიღება. გატყობინებთ შემომავალი ზარის კონტაქტის სახელს. ასევე წაგიკითხავთ მოსულ SMS-ებს.

ფასი: $129.99


5. Jabra Stone


eac88274f2c8

სადავო არაა რომ ნამდვილად ყველაზე დრამატული დიზაინი აქვს ამ სიაში. თუ Jabra’s Stone-ის მფლობელი ხართ, შეგიძლიათ დაშორდეთ თქვენს მობილურ ტელეფონს უპრეცენდეტოდ დიდი მანძილით და ის მაინც იმუშავებს. შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც თეთრ ისე შავად დომინანტურ ფერებში.

ფასი: $129.99

წყარო: http://www.newsmacne.com

იხილეთ ასევე
Close
Back to top button