გართობაკულტურა

პოლიტიკური პარტიები დიდ ბრიტანეთში

4b9045d6ea50
კონსერვატიული პარტია – დაარსებულ იქნა მე-19 საუკუნეში. ამ დროიდან მოყოლებული კონსერვატიული პარტია არის ბრიტანეთის მთავარი ცენტრისტულ-მემარჯვენე პოლიტიკური და მძლავრი პარტია დღესდღეისობით მისი ლიდერი დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი დევიდ ქემერონია. კონსერვატორები დიდი ბრიტანეთის პარლამენტში 249 კაცით არიან წარმოდგენილნი რაც უმრავლესობაა სწორედ მათ უკავიათ ქვეყანაში მართვის ძირითადი სადავეები. კონსერვატიული პარტიის თავკაცი ანუ პრემიერ მინისტრი სულ 26 პემიერ მინისტრი ჰყავდათ ამჟამინდელი დევიდ ქემერონის ჩათვლით. 21 საუკუნეში ბრიტანეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში მთავარ პოლიტიკურ პარტიებად სწორედ კონსერვატორები და ლეიბორისტები გამოიკვეთნენ ლეიბორისტების შესახებ ინფორმაცია ამ პოსტშივეა და შეგიძლიათ გადახედოთ. კონსერვატორები ძირითადად ძველი იდეოლოგიის მატარებლები არიან.
4a6f2cc075eb
ლეიბორისტული პარტია – დიდ ბირტანეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს ვარდი რომელიც ინგლისის რაგბის ნაკრების სიმბოლოა ასევე ვარდი ლეიბორისტული პარტიის სიმბოლოსაც წარმოადგენს. ლეიბორისტებს პარლამენტში 212 ადგილი აქვთ და მხოლოდ და მხოლოდ კონსერვატორებს ჩამორჩებიან მაგრამ ისინი საკმაოდ კარგ პოლიტიკურ და ძლიერ პარტიად არიან მიჩნეულნი. მოგეხსენებათ დიდ ბრიტანეთში მთავარი პოლიტიკური ფიგურა არის პრემიერ მინისტრი მათ ისტორიაში 8 პრემიერ მინისტრი ჰყავდათ ლეიბორისტი ამ პარტიის ძირითადი დანიშნულება შრომაა სწორედ ამიტომაც ლეიბორისტული პარტია ბევრგან მოხსენიებულია როგორც მშრომელთა პარტია. ლეიბორისტები მრავალი ქვეყნის სათავეში არიან მათ შორის ლეიბორისტული პარტია საქართველოშიცაა რომელსაც ქარიზმატული შალვა ნათელაშვილი ხელმძღვანელობს და მე ვფიქრობ საკმაოდ წარმატებულადაც.
393612b12075
მწვანეთა პარტია – მწვანეები დიდ ბრიტანეთშიც არიან პარლამენტში მათ მხოლოდ 1 კაცი ჰყავთ ამის მიუხედავად მწვანეთა პარტია მაინც ძალიან კარგ პარტიად არის მიჩნეული რადგან ისინი თავის მაქსისმუმს აჩვენებენ და საკამოდ სტაბილურად ასპარეზობენ პოლიტიკურ სარბიელზე მწვანეთა პარტია დიდ ბრიტანეთში 1973 წელს დაარსდა ისტორიის მანძილზე მათი პარტიიდან პრემიერმინისტრი არავინ გამხდარა მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ მწვანეთა პარტია ძალიან წარმატებულია.
e0e23822d5c1
ლიბერალ-დემოკრატები – ცნობილი პარტია დიდ ბრიტანეთში რომელიც საკმაო პოპულარობით სარგებლობს პარტია დაარსებული იქნა 1988 წელს და ამ დრომდე საკმაოდ წარმატებულად მოღვაწეობს. ბრიტანეთის პარლამენტში ლიბერალ-დემოკრატებს მნიშვნელოვანი ადგილები უჭირავთ მათ პარლამეტში 108 წევრი ყავთ და დიდი პოპულარობით სარგებლობენ მოსახლეობაში რადგან ისინი ნამდვილად კარგი ლიბერალური და დემოკრატიული პრინციპების მატარებლები არიან. დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრების ისტორიაში ლიბერალ-დემოკრატებს თავიანთი წევრი ანუ პარტიის ლიდერი და პრემიერმინისტრი ისტორიაში 10 ჯერ ჰყავდათ ძირითადად მეოცე საუკუნის დასაწყისში მეოცე საუკუნის ნახევრიდან კი კონსერვატორების და ლეიბორისტების უპირატესობა გამოიკვეთა და დღემდე ასეა.

მსგავსი ამბები

Back to top button