ახალი ამბებიგასართობისაკითხავი

პოლიტიკური პარტიები აშშ-ში


დემოკრატიული პარტია – დემოკრატები დაარსდა 1792 წელს ტომას ჯეფერსონის მიერ და ამ დრომდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ პოლიტიკურ პარტიად მსოფლიოში და მთავარ პარტიად ამერიკის შეერთებულ შტატებში. დემოკრატებს ამერიკის სენატში 51 ადგილი აქვთ წარმომადგენელთა პალატაში 192 ხოლო გუბერნატორები კი 20-ნი არიან მოგეხსენებათ ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტი ბარაკ ობამაც დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელია. მიუხედავად იმისა რომ დემოკრატიული პარტია წინასაარჩევნოდ ძალიან კარგ მარათონებს მართავს ხშირშემთხვევაში გამარჯვება მაინც რესპუბლიკელებს რჩებათ ხოლმე მათ შესახებ ამ პოსტში შეიტყობთ. 2016 წელს აშშ-ში დაგეგმილია საპარლამენტო არჩევნები სადაც დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი დიდი ალბათობით ჰილარი კლინტონი იქნება რადგან მან თითქმის ყველა პრაიმერი მოიგო ბერნი სანდერსთან.

რესპუბლიკური პარტია – დაარსდა 1857 წელს და არის ამჟამად ამერიკის ყველაზე ძლიერი პოლიტიკური პარტია სენატში მათ 47 სენატორი ჰყავთ წარმომადგენელთა პალატაში 242 ადგილი აქვთ ხოლო გუბერნატორები კი 29 ჰყავთ. პარტიის სახელით საპრეზიდენტო არჩევნებში მოსახვედრად 3 ადამიანი იბრძვის აქედან გამოსარჩევნია დონალდ ტრამპი და ტედ კრუზი ამ უკანასკნელებს შორის კი დონალდ ტრამპი ერთმნიშვნელოვნად ლიდერობს და დიდი ალბათობით სწორედ ის იქნება რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი და საპრეზიდენტო კანდიდატი არჩევნებზე მან მოსახლეობას და მსოფლიოს თავი უკვე დაამახსოვრა უცნაური განცხადებებით ერთ-ერთი განცხადების დროს კი ტრამპმა თქვა რომ ბილ გეიტსთან შეხვედრას და ამერიკელებისთვის ინტერნეტის გათიშვას აპირებდა. აშშ-ს პრეზიდენტებიდან მხოლოდ ჯორჯ ვაშინგტონი ამერიკის პირველი პრეზიდენტი იყო უპარტიო 1 იყო ფედერალისტი 4 დემოკრატი-რესპუბლიკელი 4 მემარცხენე 16 დემოკრატი ხოლო 18 კი რესპუბილიკური პარტიის წარმომადგენელი გახლდათ.

ამერიკის მწვანეთა პარტია – დაარსდა 2001 წელს და საკმაო პოპულარობა ჰპოვა როგორც წესი ყველა პოლიტიკურად აქტიურ ქვეყანაში არსებობს მწვანეთა პარტია რომელიც ძირითადად ბუნებაზე ზრუნავს სახელიდან გამომდინარე და ყოველთვის ასოცირდება მშვიდ პოლიტიკურ პარტიასთან ასე თუ ისე მწვანეთა პარტიის იდეოლოგიამ მსოფლიოში გაამართლა და დღეს ბევრ ქვეყანაში არსებობს მწვანეთა პარტია მათ შორის საქართველოშიც მაგრამ საქართველოში მწვანეებმა განვითარება ვერ ჰპოვეს განსხვავებით უცხოური მწვანეებისგან. ამერიკის მწვანეთა პარტიას უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოებში ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ ჰყავს წამომადგენელი რადგან უკვე მოგახსენეთ რომ მართვის სადავეებს თითქმის ყოველთვის დემოკრატები და რესპუბლიკელები ინაწილებენ. 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მწვანეთა პარტიას თავისი კანდიდატი არ ჰყავს და საერთოდ არ იღებს მონაწილეობას.

ლიბერტარიანული პარტია – დაარსდა 1971 წელს მაგრამ ვერ ჰპოვა სათანადო განვითარება ხშირ შემთხვევაში ლიბერტარიანელები საერთოდ არ ფიქრობენ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე და არ ატარებენ დიდ მარათონებს. ლიბერტარიანელებს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოებში ძალიან ცოტა წარმომადგენელი ჰყავთ ხოლო ონლაინ ენციკლოპედია ვიკიპედიას თუ დავუჯერებთ მხოლოდ ერთი ადამიანია ლიბერტარიანული პარტიიდან უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოებში.

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close