ახალი ამბებიგასართობისაკითხავი

პოპულარული ბუკმეიკერული კომპანიები

461424adcc2e

ამ პოსტში მინდა მოგიყვეთ მსოფლიოში ცნობილი ბუკმეიკერული კომპანიების შესახებ პოსტი არ შეიცავს პროპაგანდისტულ ხასიათს და არ არის აზარტული თამაშების პიარისკენ მიმართული პოსტი არის შემეცნებითი და საინფორმაციო ხასიათის.

Bet365 – დაარსდა დიდ ბრიტანეთში 2000 წელს და დღესდღეისობით ყავს 19 მილიონზე მეტი მომხმარებელი მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში იგი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბუკმეიკერული კომპანიაა შესაბამისად მისი შემოსავალი ძალიან დიდი ხანებთან ასოცირდება ისევე როგორც ყველა ცნობილი ბუკმეიკერული კომპანია მათ შორის Bet365-იც გვთავაზობს მრავალფეროვან სერვისებს ესაა სპორტის განყოფილება სადაც შეხვდებით მატჩებს ფეხბურთის კალათბურთის ჩოგბურთის ჰოკეის გოლფის ამერიკული ფეხბურთის და მრავალი სხვა სპორტია თავმოყრილი შესაბამისად არჩევანიც ძალიან დიდია. Bet365-ზე ასევე შეხვდებით ძალიან კარგ პოკერს უცხოელების უმეტესობა სწორედ ამ კომპანიის პოკერის სოფტს ანიჭებს უპირატესობას საიტი 18 ენაზეა ხელმისაწვდომი სამწუხაროდ ქართულად არაა მოთამაშეებისთვის საიტზე არის მრავალფეროვანი რულეტკა, სლოტები, ბინგო და სხვადასხვა თამაშობები. Bet365 ფლობს ცნობილ საფეხბურთო კლუბ სტოკს (სტოკ სიტი) რომელიც პრემიერლიგაში საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობს ბუნებრივია Bet365 კლუბის სპონსორიცაა.
4af9c475dbe9
PokerStars – პოკერის ყველაზე დიდი ონლაინ სათამაშო პორტალი და ყველაზე მრავალფეროვანი პოკერის საიტი მსოფლიოში ამ კომპანიის ეგიდით გამართულია მრავალი პოკერის ტურნირი და აქცია იგი არის ამერიკული პოკერ შოუების სპონსორი და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბუკმეიკერეული კომპანია მსოფლიოში საიტს ყავს ბევრი აქტიური მომხმარებელი PokerStars-ზე შეხვდებით პოკერის მრავალფეროვან ტურნირებს აქვე მოგახსენებთ იმასაც რომ კომპანიის სახე მრავალი სელებრითი და სპორტული სახე გამხდარა ერთ-ერთი არის ბარსელონას შემტევი ნეიმარი. PokerStars-ის სერვისები არ შემოიფარგლება მხოლოდ პოკერით საიტზე შესაძლებელია სპორტზე ფსონების განთავსება და ასევე ლაივ კაზინოს თამაში მრავალფეროვანი სერვისებით.
459d09871fbe
William Hill – ბრიტანული ბუკმეიკერული კომპანია რომელიც ასევე ძალიან ცნობილია საიტი ფუნქციონირებს 20 ენაზე და გვთავაზობს კაზინოს მრავალფეროვან თამაშებს ასევე სლოტებს ბინგოს და პოკერს ბუნებრივია საიტზე არის ტოტალიზატორის ანუ სპორტის განყოფილება სადაც მრავალი მატჩია გამოტანილი ამა თუ იმ სპორტის სახეობიდან და მრავალფეროვანია პოზიციებიც. კომპანია დაარსდა 1934 წელს იგი საკმაოდ დიდ გამოცდილებას ფლობს ბუკმეიკერულ საქმიანობაში.
dc7d513abd94
Bwin – ალბათ მადრიდის რეალის გულშემატკივრებს ყველაზე კარგად ეცოდინებათ ამ კომპანიის შესახებ ინფორმაცია რადგანაც წლების მანძილზე Bwin სამეფო კლუბის ოფიციალური სპონსორი იყო და მისი სპონსორობის დროს კლუბმა საკმაოდ დიდი წარმატებებს მიაღწია საკლუბო დონეზე. Bwin დაფუძნებულია ავსტრიაში 1997 წელს კომპანია საკმაოდ წარმატებულია თავის საქმეში რასაც მისთვის გადაცემული რამოდენიმე პრიზი მოწმობს. Bwin ასევე თანამშრომლობს იუვენტუსთან და ანდერლეხტთან საიტი ხელმისაწვდომია 18 ენაზე. Bwin-ზე მოქმედებს ბონუს აქციები მაგალითად დეპოზიტის გაორმაგება 100%-მდე და ბევრი სხვადასხვა აქციები საიტს გააჩნია კარგი პოკერის სისტემა ასევე მოსახერხებელი ლაივ ბეთინგის კატეგორია სადაც დაწყებულ მატჩებზე შეძლებთ ფსონის განთავსებას.
9737131a0ec6
Dafabet – ბუმეიკერული კომპანია რომელიც დაარსდა ფილიპინებში ის გახლავთ ინგლისური კლუბის სანდერლენდის სპონსორი რომელიც პრემიერლიგაში ასპარეზობს საიტი დაარსდა 2004 წელს და ამ დრომდე აქტიურად მოღვაწეობს მისი სერვისების გადათარგმნა შეგიძლიათ 12 ენაზე აქედან უმეტესობა აზიური ენებია რადგან Dafabet სწორედაც რომ აზიური კომპანიაა.

 

მსგავსი ამბები

Back to top button