არქივი

რუნული დამწერლობა

e2689526a6ee

გაგრძელება გაგრძელებაში

რუნული დამწერლობა,მართლაც რომ საინტერესო და მიმზიდველია ბევრისთვის… სიძველე რომელიც უფრო დიდი ეშხს ანიჭებს ამ ყველაფერს, და მაინც რა არის ეს? რაში გამოიყენებდნენ მას? ნება მომეცით
გაგიზიაროთ ის ყველაფერი რაც ვიცი და რაც მაქვს წაკითხული ამ უძველესი დამწერლობის და ენის შესახებ…

b8f1346f8442

რუნები არის უძველესი გერმანული ანბანი რომელიც გამოიყენება დამწერლობისთვის, მკითხაობისთვის და მაგიისთვის. რუნები გამოიყენებოდა ჩრდილოეთ ევროპაში, სკანდინავიაში,ბრიტანულ კუნძულებზე და ისლანდიაში ქრისტეშობამდე დაახლოებით 100 წლიდან ქრისტეშობიდან 1600 წლამდე. რუნული დამწერლობა ასევე აღმოჩენილია ჩრდილოეთ ამერიკაში რაც ადასტურებს ვიკინგების ამერიკაში მოგზაურობას კოლუმბამდე დიდი ხნით ადრე.

07caa41aaacf

რუნული ანბანი პირველად ცენტრალურ ევროპაში, გერმანულ ტომებში გვხვდება. ზოგიერთი ასო გადმოღებული იქნა სხვა დამწერლობიდან როგორიცაა ბერძნული,ეტრუსკული და ადრეული რომაული. რუნები შედგენილია სწორი ხაზებისგან რათა ადვილად ამოიკვეთოს ხეზე ან ქვაზე. უძველესი ქვაზე ამოტვიფრული რუნა დათარიღებულია მესამე საუკუნით.

რუნულ დამწერლობას ეწოდება Futhark -ანბანის პირველი 6 ასო. რუნები გავრცელებული იყო სხვადასხვა ქვეყნებში რამაც გამოიწვია მათი შეცვლა. არსებობს რამდენიმე სახის ანბანი.
ძველი გერმანული ანბანი “ადრეული Futhark” შეიცავს 24 რუნას. სკანდინავიურ რუნულ ანბანში კი გვხვდება მხოლოდ 16 რუნა. 400-600 წლებში გერმანულმა ტომებმა ანგლო-საქსებმა დაიპყრეს ბრიტანეთი და დაპყრობილ ტერიტორიაზე შემოიტანეს რუნული დამწერლობა. ამის შემდეგ რამოდენიმე რუნამ სახე იცვალა. რუნების რაოდენობა გაიზარდა 33 მდე. ეს ანბანი ანგლო/საქსონური Futhorc ით არის ცნობილი.

ადრეული Futhark

ეს არის რუნული დამწერლობის უძველესი ვერსია. გავრცელებული იყო გერმანულ და სკანდინავიურ ტომებში. ანბანის სხვა ფორმები ჩამოყალიბდა ადრეული Futhark იდან.

6212cd6a50b1

გოთური რუნები
გოთური, “მკვდარი” ენა რომელიც გავრცელებული იყო არის აღმოსავლეთ გერმანიაში. დამწერლობისთვის იყენებდნენ რუნულ ანბანს. ძალიან ცოტაა ცნობილი გოთური რუნების შესახებ. ერთ ერთი თეორიის მიხედვით ეს არის “ადრეული Futhark” ის სახეცვლილება სადაც ზოგიერთი რუნა გოთებმა მოიგონეს. ამის დამტკიცება ძნელია იმიტომ რომ ძალიან ცოტა ნაწერია შემორჩენილი.

a5d8c5aa9809

ანგლო-საქსონური Futhorc
ამ ანბანში რამოდენიმე რუნაა დამატებული. ანბანი ბრიტანეტში ანლო-საქსება შემოიტანეს დაახლოებით მეხუთე საუკუნეში და იყენებდნენ მეთერთმეტე საუკუნემდე.

წარწერები ძირითადად ნაპოვნია სამკაულებზე, იარაღზე, ქვებზე და სხვა საგნებზე. ძალიან ცოტა ხელნაწერია შემორჩენილი.

ea00a007cb2d
ახალგაზრდა რუნები
ან “უბრალო რუნები”, ეს არის ადრეული Futhark ის კიდევ ერთი სახე ცვლილება. გამოიყენებოდა სკანდინავიურ ქვეყნებში, ვიკინგური ხანის დასაწყისიდან. ეს იყო მთავარი დამწერლობა ნორვეგიაში, შვედეთში და დანიაში. თუმცა მეთორმეტე საუკუნეში დამწერლობა ლათინურმა შეცვალა. ამის მიზეზი სკანდინავიური ქვეყნების გაქრისტიანება არის.

დანიური Futhark

379536286270

შვედური – ნორვეგიული Rök რუნები

53df9289ea59

ნორვეგიული Futhark

81bbc9c7050e

გოთენბურგული რუნები

fbd42b63adac

რუნების შესწავლისთვის სასურველია მითოლოგიის, ისტორიის და ძველი ევროპული/სკანდინავიური კულტურის ცოდნა.

რუნებით მკითხაობა არ არის მომავალში ჩახედვა. რუნები “მუშაობენ” ადამიანის ქვეცნობიერთან ერთად. თითოეულ რუნას აქვს რამდენიმე მნიშვნელობა და დამოკიდებულია ადამიანზე. ისინი გეხმარებიან სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

d535df2020ca

ტურიზას (ტურს) – ფორტუნის ბორბალი

მეტაფიზიკური მნიშვნელობა: ეს რუნა, როგორც სიმბოლო მოქმედებს ადამიანის ცნობიერსა და ქვეცნობიერზე, ადამიანს ეხმარება გადაწყვეტილებების მიღებაში. თვითონ სიტყვა “ტურს” (“თორნ”) ბრიტანულ და სკანდინავიურ ენებში ნიშნავს “კარიბჭეს” (მეორე სიმბოლური ვარიანტით, ეკლიან მცენარეს, რომლის მოწყვეტის დროს, ადამიანებს ხელები ეჩხვლიტება). ეს არის მოქმედების, ცვლილების, წინაღობის გადალახვის, ფსიქიკაზე ზემოქმედების რუნა. ამ სიმბოლოს ვიკინგებში ქურუმები და ბელადები იყენებდნენ. ეს სიმბოლო უფრო ქვეცნობიერზე მოქმედებს, ვიდრე ცნობიერზე, ამიტომ, მისი მოქმედება რამდენადმე შეუმჩნეველია. ეს რუნა სასიკეთო გავლენას ახდენს:
1. მოსალოდნელია რადიკალურ ცვლილებებზე,
2. პრობლემების გადაჭრაზე,
3. წინაღობების გადალახვაზე,
4. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაზე,
5. გადაადგილებასა და გადაცხოვრებაზე.

02020d355236

რაიდო (რად, რაიდჰო, რეიდ) – გზა

მეტაფიზიკური მნიშვნელობა: ეს რუნა ძალიან წააგავს ინგლისურ “რ”-ს (ღ) და ნიშანავს გზას. მართლაც ახალსკანდინავიურად, ბრიტანულად თუ გოთურად სიტყვა “გზა” სწორედ ასე “რ” -ზე იწყება. ეს არის გზა, მოგზაურობა, წინ მოძრაობა, პროგრესი. ვიკინგები მოგზაურობისას სწორედ “რაიდოს” იხატავდნენ თანსაცმელზე, რათა მათი მოგზაურობა წარმატებული და მათთვის მოგებიანი ყოფილიყო. სკანდინავიელებს, ბრიტანელებს და გერმანულენოვან ხალხს სწამდათ, რომ ეს რუნა მათ გზაზე იცავდა ყოველგვარი ხიფათისაგან და გზაზე შემხვედრ უსიამოვნებებისგან.

e7ce2499a8b3

ურ (ურუს, ურუზ) – მსაჯული

მეტაფიზიკური მნიშვნელობა: ეს რუნა მიანიშნებს ცვლილებებზე, ძველის მსხვრევასა და ახლის დაწყებაზე. ის, როგორც სიმბოლო დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, ფიზიკურ ენერგიის აკუმულაციასა და გამოყენებაზე, აქედან გამომდინარე ეს რუნა განსაკუთრებით სასიკეთო მოქმედებს სპორტსმენობზე და ასევე იმ პროფესიის წარმომადგენლებზე, რომლებიც საკუთარი ფიზიკურ სხეულზე “აკეთებენ აქცენტს” და ფიზიკური მოხერხებულობისა და სიმარჯვის საშუალებით აღწევენ წარმატებებს (მაგალითად, მოდელები, კასკადიორები და ა. შ.). მოკლედ, ეს რუნა სასიკეთო გავლენახ ახდენს
1.ფიზიკურ ენერგიაზე
2. ცვლილებების დროს და ახალი ციკლის დაწყებაზე
3. სპორტში მოღვაწე ადამიანებზე

45fabff7a207

ფე (ფეუ, ფეონ, ფენუ, ფეხუ) – ქურუმი

მეტაფიზიკური მნიშვნელობა: ხელს უწყობს საკუთრებისა და მატერიალური კეთილდღეობის ზრდას, ამყარებს ურთიერთობებს და აჰყავს მაღალ დონეზე. ხელს უწყობს მეგობრობისა და სიყვარულის გამტკიცებას, აძლიერებს მიზანსწრაფვას. რუნა ფე დამწყებია (ბაზისი) და ის იცავს იმას, რასაც ჩვენ ვფლობთ (მატერიალურს თუ სულიერს). ხელს უწყობს პოზიტიური შანსებისა თუ პერსპექტივების წარმოჩენას. ის განსაკუთრებით სასიკეთოა ბიზნესმენებისთვისა და პოლიტიკოსებისთვის. თუმცა მიმტაცებლური ბუნებისა ადამიანებს და ეგოისტებს მოსალოდნელია ამ რუნამ სერიოზული პრობლემებიც შეუქმნას.
1. ადამიანს ეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, ქმნის სასიკეთო სიტუაციას და ზრდის შესაძლებლობას.
2. ადამიანს იცავს შეცდომებისგან და ხოლო მის ქონებას დაზიანებისგან
3. ამყარებს როგორც საქმიან, ისე სასიყვარულო ურთიერთობებს
4. სასიკეთო გავლენას ახდენს ენერგეტიკულ პოტენციალზე
5. აჩქარებს ერთი ციკლის დასრულებასა და განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლას

ყოველ რუნას აქვს თავისი სახელი, მოყვანილობა, ესოთერული მნიშვნელობა და მაგიური გამოყენება.
პირველი არის რუნის სიმბოლო და სახელი. ხოლო მეორე არის მნიშვნელობა მკითხაობისთვის. რუნა შეიძლება გამოიყენო დადებითად და უარყოფითად.
ამოტრიალებულ რუნას აქვს უარყოფითი

1161ea0afcdc

P.S_ მერე თუ არ დამეზარა კიდევ დავდებ სიმბოლოებს და მათ ახსნასაც მივაყოლებ გვერდზე, ისე ამ ენციკლოპედიას რომ გადმოვიტან ამ საიტზე მერე რა ვქნა? :))))
ნაკადული :აი რა ჯანდაბამ გამახსენა ეხლა რუნული დამწერლობა? წადი დაწექი რა… რაის რუნული დამწერლობა ამიტყდა ეხლა მე?

53b797c9dae5

მსგავსი ამბები

Back to top button